საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

რა ამბავია თამარაშენში? (ივანე მაჩაბელი)
გაიოზ მამალაძე
ივანე მაჩაბელი
27 იანვარი, ახალის სტილით 8 თებერვალი ივანე მაჩაბლის დაბადების დღეა.
"რა ამბავია თამარაშენში? - კითხულობდა უცხოეთიდან ივანე მაჩაბელი, მოწყურებული თავის კერძო მამულს - სამაჩაბლოს და ტკბილ სამშობლოს, საქართველოს. - "რა ცვლილებები მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ? ვინ გათხოვდა, ვინ დაქორწილდა: დათოვლა ჯერ თუ ისევ თბილა? - აინტერესებდა ყოველი თამარაშენელის ბედ-იღბალი, ყოველი სიახლე მშობლიური არე-მარისა...

დღეს თამარაშენში ბარბარ-რუსები და ბარბარ-ოსები თარეშობენ, სამაჩაბლო, მამული ივანე მაჩაბლისა გადამთიელი ტომის საკუთრებად გამოუცხადებიათ. 

მძიმედ დასნეულებული ივანე მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას (თუ გვიან ღამით) შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 26 ივნისი (ახალი სტილით 8 ივლისი) ივანე მაჩაბლის გარდაცვალების დღეა. ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, სულ 46 წელი იცოცხლა ამ ქვეყნად. თანაც ბოლოს ძალიან ავად იყო.

ტრაგიკული გამოდგა მისი მამულისა და სახლ-მუზეუმის ბედიც. არავინ იცის, რეალურად, რა დღეშია ბარბარუსების ხელში ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა.

დიახ, მის მწარე ბიოგრაფიას უფრო ამწარებსა და ამწუხრებს იმაზე ფიქრი, რომ ქართული კულტურის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ივანე მაჩაბლის სახლ-კარი დღეს ვიღაც ჟღალწვერა ბარბარუსებს თავის საკუთრებად გამოუცხადებიათ. როცა მაჩაბლებისა და სამაჩაბლოს სხვა ავტოქტონი გვარების
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ძველი წარმომადგენლები, ქართველთა წინაპრები იმ არე-მარეს ქართული ანბანით და უძველესი ქართული კულტურით ამშვენიერებდნენ, მაშინ სადღაც სტეპებში ტიტველი ცხოვრობდა ვიღაც, მომავალი მსოფლიოს უკანასკნელი ტირანის, ვ. პუტინის წინაპარი და ანბანის შესახებ არაფერი იცოდა. ასევე სტეპებში ცხოვრობდა ბარბარუსებზე მიყიდული კოკოევის შორეული წინაპარი და არაფერი იცოდა სამაჩაბლოს შესახებ.

არც ერთმა ქართველმა კმაყოფილად არ უნდა იგრძნოს თავი, არც ერთმა ქართველმა ბედნიერად არ უნდა ჩათვალოს თავი, სანამ ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმს, მის შემოგარენს, მაჩაბელთა ყოფილ მამულს და მთელ ჩრდილო ქართლს არ დაუბრუნდება ქართული მოსახლეობა და სანამ არ აგუგუნდება იქ მრავალჟამიერი.

შექსპირის ტრაგედიების შესანიშნავ მთარგმნელს, გაზეთ "დროების" რედაქტორს, სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთ დირექტორს ყველა იცნობდა ტფილისში.

დაკარგვის წინა დღეს ივანე მაჩაბელი ძალიან კარგ გუნებაზე ყოფილა. დიდხანს ეთამაშებოდა ნარდს მეგობარს. მერე დაღლილობა იგრძნო, სტუმარს ბოდიში მოუხადა და თავის ოთახში გავიდა დასაძინებლად.

გამთენიისას მეუღლემ შეამჩნია, რომ ივანე შინ არ იყო. ეს ამბავი უმალ მოედო ტფილისსა და მთელ საქართველოს. უამრავი გულშემატკივარი ეძებდა ქალაქის გარშემო, ტყეებში, ტბებში, ვენახებში, ბაღებში.

მერე საზღვარგარეთ დაუწყეს ძებნა. ვერ იჯერებდნენ მის აღსასრულს. დედას ცოცხალი ეგონა, უცხოეთში გამგზავრებული. გ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
აზეთებს ნეკროლოგის გამოქვეყნება ერიდებოდათ. ხუთი-ექვსი თვის შემდეგ პოლიციამ გაძიება და ძებნა შეწყვიტა.

ივანე მაჩაბელი იყო შექსპირის შესანიშნავი მთარგმნელი, ცალკეც და ილიასთან ერთადაც. დღეს შექსპირი ძალიან უყვარს ქართველ მკითხველს და თეატრის მოყვარულს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ივანე მაჩაბელს. ივანე მაჩაბელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული თეატრისათვის და ზოგადად ქართული კულტურისათვის. ის მოღვაწეობდა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი გამოჩენილი ქართველების გვერდით და რედაქტორობაც დაავალეს სრულიად ახალგაზრდას. გარდა ამისა, იგი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეც იყო და დიდი პატრიოტი. წერდა სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს ბუნებისმეტყველების საკითხებზე, ადამიანის წარმოშობაზე, დედამიწის აღნაგობაზე, აქვეყნებდა რეცენზიებს და სხვა.

პატრიოტებისათვის დრო არ არსებობს, ყოველი დროის დიდი პატრიოტი მომავალი თაობების გულის ნადებს გამოხატავს თითქოს. ივანე მაჩაბლის დროს ძალიან უჭირდა ჩვენს ქვეყანას, რომელიც ბარბარუსული იმპერიის მხოლოდ ორ გუბერნიად იყო ქცეული. პატრიოტები ცდილობდნენ სამსახური გაეწიათ სამშობლოსათვის, სიტყვით და საქმით.

დღეს არა ნაკლებ უჭირს ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ორი დიდი მონაკვეთი ბარბარუსულ იმპერიას მიუსაკუთრებია ისევ (დიახ დიდია ჩვენთვის ჩრდილო ქართლიც და აფხაზეთიც).

"სხვა საგანი, ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი (მაშინ ივანე მაჩაბელი ეროვნული
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ცნობიერების ამაღლებას გულისხმობდა, დღეს კი მისი კუთხის, ჩრდილო ქართლისა და აფხაზეთის გამოხსნა ვიგულისხმოთ) არა აქვს საქართველოს ახლანდელს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად, ძმურად იმოქმედოს. ყოველი საქმე, ყოველი საგანი, რაც ჩვენს ცხოვრების მიმავლობაში, თავისით თუ სხვისით, აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენი ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია თუ თეატრი - ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მოვუბრუნოთ თავი.

ვაყენებთ კაცს სადმე მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ სადმე სხვად, მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ" - წერდა ახალგაზრდა ივანე მაჩაბელი, და დღეს, მისი გაუჩინარებიდან 113 წლის მერეც, მისი სიტყვები ძალიან აქტუალურია.

პატრიოტიზმი უნდა იყოს ჩვენი მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მიზანი კი ივანე მაჩაბლისა და გიორგი შერვაშიძის მშობლიური კუთხეების დაბრუნება.

ბარბარუსები, მომთაბარე ველურები სტეპებს უნდა დაუბრუნდნენ.

 მკითხველს შევახსენებთ ივანე მაჩაბლის სამ ბარათს, გამოგზავნილს უცხოეთიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ ენატრებოდა ახლობლები, ქართული ენა, თავისი მშობლიური კუთხე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი ივანე მაჩაბელი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ლიახვის ხეობა, რათა არ დავივიწყოთ და დავიბრუნოთ, 

ივანე მაჩაბლის ბარათები უცხოეთიდან:

"ორი კვირის მგზავრობის შე
მდეგ ძლივს დავბინავდი. დავბინავდი, მაგრამ ცალკე ჯავრი მაწუხებს თქვენი, რომ ეგრე უპატრონოდ დარჩით, ცალკე მარტოკაობა. ვერ წარმოიდგენ, საყვარელი დაო, რა ძნელი ყოფილა ესე უცხო ქვეყანას ჩამოვარდნა, სადაც ერთ სიტყვას ვერ გაიგონებს კაცი, რომელმაც პატარა გული მოულბოს, სადაც ყოველი სახე და ყოველი სიტყვა უცნობია და ვერაფერი ვერა მოაგონებს რა კაცს თავის სამშობლო ქვეყანას. სხვა ყოფილა კაცისთვის სამშობლოს ცის ქვეშ ყოფნა და უცხო ქვეყანას გადაკარგვა. ეხლა პატარა გულზედ დარდი მომეშვა, რომ შევიძელ შენთან ქართულად გამოლაპარაკება. ასე მგონია თამარაშენში ვარ და კიდევ შენ გელაპარაკები-მეთქი…

მაგრამ დავანებოთ თავი ამ ქალურ წრიპინს, ისა სჯობს, რომ თვალწინ წარმოვიდგინოთ ის იმედი, რომ ორი წლის უკან კიდევ მეღირსება მანდეთკენ პირის გამობრუნება. ხშირად მომწერე ხოლმე წიგნი, იქნებ სთქვა, რომ აქ არაფერი ამბავი არ არის რა და რა მივწეროო: მაგას ნუ იტყვი, რაც უნდა წვრილმანი ამბავი იყოს, მაინც მანდაური ამბავი ჩემთვის საინტერესო იქნება."

(8 გიორგობისთვე, 1876 წ. ჰოჰენჰაიმი)

. . .

"რა ამბავია თამარაშენში? რა ცვლილებები მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ? ვინ გათხოვდა, ვინ დაქორწილდა: დათოვლა ჯერ თუ ისევ თბილა?.. ესტატეს უთხარი, თუ იხვები ბევრი გაჩნდებიან ლიახვზე, სანადიროდ ხშირად წადი ხოლმე-თქო; თუ დახოცე, დალორე და შემინახე-თქო. იქნებ გაგიკვირდეს ჩემი ესე წვრილმანებზე ლაპარაკი, მაგრამ შენ რო
მ ჩემს ალაგას იყო, სრულიად არ გაგიკვირდება. ჩემთვის ეხლა ეს მიწერ-მოწერა ქართული ლაპარაკის მაგიერია."

(15 გიორგობისთვე. 1876 წელი)

. . .

"საყვარელო ძმაო ვასო, შენს სახეს დავხედე თუ არა, მაშინვე ვთქვი, უწინდელი წუწუნი და ბედზე ჩივილი შარშანდელს თოვლსავით გამქრალა-მეთქი და ვიდრე შენს წიგნს წავიკითხავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაში იმას ამოვიკითხავდი, რაც ამოვიკითხე: იმავე მხიარულებას, იმავე გულმოდგინებას და "იმავე საქმიანს უდარდელობას", რომელიც შენს სახეზედ იყვნენ დაწერილნი. ერთის სიტყვით, შენმა სახემ დამიმტკიცა შენი წიგნი და შენმა წიგნმა შენი სახე, ამ სიამოვნებას მიუმატა კიდევ იმ ამბავმა, რომ ბეჯითად მპირდები პარიჟში მოსვლას, სადაც თუ შენებური დონჟუანობა დაიწყე, წინდაწინვე მომილოცავს გამარჯვება, მეტადრე თუ ჩერქეზული ტანისამოსის წამოღება არ დაგავიწყდა. როგორც წინა წიგნში გწერდი, მეც იმედი მაქვს, აგვისტოსთვის დავბრუნდე პარიჟში. მინამდისინ კი ჯერ დარწმუნებით ვერ მოგწერ, სად ვიქნები. დღეს მივწერე ორი წიგნი ფერმე-ლეკოლეს დირექტორებს, რომ შემატყობინონ იქაური პირობები. თქმა აღარ უნდა, რომ იმ დირექტორებს მივწერე წიგნები, რომლებშიაც ვენახის და ხილის უმთავრესი ყურადღება არის მიქცეული.

იმ დღეს შენგან მოწერილ წიგებს ვათვალიერებდი და ვკითხულობდი და ვკითხულობდი იმას, რაც ჩვენს კოპწია სახლ-კარს შეეხებოდა. ეხლაც თვალწინ წარმოდგენილი მაქვს, რა მშვენიერი იქნება ჩვენ
ი კარ-მიდამო, როდესაც ეს ხეხილი წამოიზრდებოდა. თუ სამოთხე დაერქმეოდა რასმეს. ეს სახელი მაშინ ჩვენს სახლ-კარს მოუხდებოდა. ძალიან მეამება, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსი როგორმე გამომიგზავნო. დიდი ხანია, ქართული არა წამიკითხავს რა."

(20 მარტი 1878 წელი პარიჟი)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq