|
|
1962-1982 წწ. პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას.. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარება სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".
|
|
სახალხო გმირები
|
|
გურგენიძის კვესავს ხმალი,
ჭალანგარზე ალესილი,
არასოდეს ღირსებია
მას ქარქაშში ტკბილი ძილი.
ხალხური
|
|
"ძაღლიკავ ხიმიკაურო,
ლიქოკის ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი, თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს ვისაც აეკიდეო."
|
|
თუ გსურთ საგვარეულო კავშირის ჩამოყალიბება, უფლისა და ერის სამსახურში ჩადგომა, გვარის წარმომავლობის ისტორიის გარკვევა, საგვარეულო მატიანეს შედგენა, საგვარეულო ლოგოს სრულყოფა, საგვარეულო ალბომის გაკეთება ოჯახის წევრთა სურათები და გენეალოგიური ნუსხით, გვარის დაფუძნებასა და დალოცვაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება, მეცნიერული დასაბუთებით ნამდვილი გვარის აღდგენა და ა.შ.,
|
|
ხატის სამუდამო დასაბრძანებელი, გვარის ოჯახების მოლოცვის შემდეგ, ნუნისის ღვთისმშობლის შობის ტაძარია, სადაც ყოველი წლის 21 სექტემბერს შევიკრიბებით ხატისა და ტაძრის მოსალოცად; გვარის დალოცვის დღეს 21 სექტემბერი ანუ ნუნისობა, საგვარეულო დღესასწაულადაც გამოცხადდა. უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნული ხედვა მომავლისა, რომ გაძლიერდეს საქართველოს ყველა მხარე და არ დავკარგოთ კავშირები ფუძისეულ კუთხეებთან, ამ ტრადიციის საფუძვლის ჩაყრით ვფიქრობ, უფრო გამყარდება.
|
|
სიყვარულით გევლოს წინ, წინაპრებისკენ, ჩვენო ჯიშო და ჯილაგო, ჩემო მთლიანო საქართველო!
|
|
გენერლის საგანგებო როლზე ქვეყნის ცხოვრებაში არაორაზროვნად განაცხადა ბარაკ ობამამ –სამძიმრის სიტყვაში ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა: “მან განვლო არაჩვეულებრივი ცხოვრების გზა, რომელშიც ჩააქსოვა ამერიკელთა რწმენა ოცნებაზე“.
|
|