|
გენერალი იაკობ ალხაზიშვილი
იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი (დ. 1 იანვარი, 1826 ― გ. 3 ნოემბერი, 1896) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1891).
1844 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი და პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1874 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 წლის 13 ივნისს ალხაზიშვილიმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში. რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ალხაზიშვილს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა. შემდეგ იგი მეთაურობდა კავკასიის 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკასიის გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსს (1885). 1894 წლიდან სიკვდილამდე იყო რუსეთის სამხედრო საბჭოს წევრი. |
 | სოხუმის ციხე – სუხუმ-კალე, ციხესიმაგრე XIX საუკუნის დასაწყისში |
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|