|
ალექსი შიუკაშვილი
ალექსი ვლადიმერის ძე შიუკაშვილი, შიუკოვი (დ. 19 თებერვალი/3 მარტი, 1893, თბილისი — გ. 9 დეკემბერი, 1985, მოსკოვი) — პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი. გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიაში პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა მახათის მთიდან (თბილისი). 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი „უტკა“, შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა თვალი ასაკეცი ჰქონდა). 1941 წელს დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა. შიუკაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერი ფლოტის უფროსი და სხვა. სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში. შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945) ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების (სსძ) ობიექტების თავდაცვას. ომის შემდეგ იყო სსძ შტაბის სარედაქციო-საგანონცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (მაი) სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ავიაციის საფუძვლები“ (რუსულ ენაზე). დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით |
|
|
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. | წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. |
| | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
|