საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლე ინგრევა!
გიორგი ჩუბინიძე


 

,,ჩვენ, ქართველები უმთავრესად მხვნელ-მთესველი ხალხი ვართ. ძველის დროიდანვე მიწა იყო ჩვენი ერის მკვებავი, ამიტომ ქართველს მისთვის დედის სახელი უწოდებია. იგი ჭეშმარიტად ჩვენი ნამდვილი, ტკბილი მოამაგე დედაა. ქართველი კაცი ამას მუდამ კარგადა გრძნობდა, ყოველ წამს მზად იყო მისთვის თავი გაეწირა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დები – მარცხნიდან სხედან ბარბარე ვეზირიშვილისა, ნინო ბარათაშვილი, გიორგი (ბარბარეს შვილი), სოფიო სუმბათაშვილისა. დგანან ტასო ჩერქეზიშვილისა (ნათესავი), ნინო ვეზირიშვილი (ბარბარეს შვილი)
, მისი ველ-მინდორი, მთა და ბარი თავისი სისხლით წითლად შეეღება. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი კუთხე სამშობლო ქვეყნისა მამა-პაპათა სისხლითაა გაჟღენთილი. ამიტომაც ვგონებ მთლად დედამიწის ზურგზედ არ მოიპოვება მეორე ერი, ისე შესისხლხორცებოდეს თავის მიწა-წყალს, როგორც ქართველობა“. (,,ივერია“, 1900, 5 აპრილი,  #75) – ვ
მელიტონ ბარათაშვილის საფლავი ოსიაურსი
რცელი შესავალი გამოგვივიდა იმ თემის დასაწყისისთვის, რომელიც ბევრ ჩვენგანს გვაწუხებს. ეს ტექსტი სვიმონ ვეზირიშვილის ერთ-ერთი ნაშრომიდანაა, რომელიც ,,ივერიის“ ფურცლებზე 1900 წელს გამოქვეყნდა. აქ ნათლადაა წარმოდგენილი, თუ რა გრძნობით და რა სიყვარულით აღიზარდნენ ვეზირიშვილები საქართველოს მიწაზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ერთ პატარა სოფელში ოდესღაც თავადი ვეზირიშვილები სახლობდნენ. სოფელში დღემდე არსებობს XIX საუკუნის შენობა და ბევრმა არც კი იცის, რომ ის სწორედ ვეზირიშვილთა სასახლე იყო, რომ ამ სახლთან სხვა ბევრი მოღვაწის და ვეზირიშვილებთან დანათესავებულ ოჯახთა სახელია დაკავშირებული. ამჟამად შენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზეა. მასში გასულ საუკუნეში სკოლაც იყო განთავსებული, თუმცა დღეს ის ძლიერაა დაზიანებული და სასწრაფოდ ელის საზოგადოების ყურადღებას.

საქართველოს საისტორიო წყაროებით ვეცნობით ვეზირიშვილთა საქართველოში დამკვიდრებას და თვალს ვადევნებთ ვეზირიშვილთა შთამომავლობის ცხოვრება-მოღვაწეობას. მათ შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რამდენიმე საინტერესო ნაშრომია, რომელიც ისტორიკოს თამაზ ლაცაბიძეს და ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძეს ეკუთვნის.

დიმიტრი ვეზირიშვილმა ცოლად შეირთო ბარბალე მელიტონის ასული ბარათაშვილი. ბარბალე ბარათაშვილი ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და გახლდათ. პოეტის დები ჯერ ძმის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და შემდეგ დედის ეფემია ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდნენ. მათ ძლიერ დიდ ყურადღებას აქცევდა ბიძა, გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც საკუთარი დის შვილების კეთი

ლდღეობა დაისახა მიზნად. 1856 წელს ბარბალემ და დიმიტრიმ იქორწინეს და სამი შვილი შეეძინათ: ნინო, გიორგი და ელისაბედი.

ვეზირიშვილებს ხშირად სტუმრობდა მელიტონ ბარათაშვილი, რომელსაც ქალიშვილთან დრო გაჰყავდა ხოლმე. ის 1860 წლის შემოდგომითაც ოსიაურში, ვეზირიშვილების სასახლეში იმყოფებოდა. აქვე გაატარა შემოდგომა და ზამთარში კი გარდაიცვალა. ის ოსიაურის სასაფლაოზე დაკრძალეს სადაც დღემდე განისვენებს.

დიმიტრისა და ბაბალეს ქალიშვილი ნინო 80-იან წლებში ცოლად გაჰყვა ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს. ივანე მაჩაბლის ძმას. ისინი თამარაშენში ცხოვრობდნენ, ვიდრე 1892 წელს ნინო მძიმე სენმა არ იმსხვერპლა. სოფელში ხოლერა გაჩნდა, ნინო დაავადებულ თანასოფლელებს ეხმარებოდა, მაგრამ მასაც შეეყარა და სულ მალე გარდაიცვალა. ვასო მაჩაბელსა და ნინო ვეზირიშვილს ერთი ვაჟი დარჩათ, გიორგი ვასილის ძე მაჩაბელი. ეს ის გიორგია შემდგომ ემიგრაციაში, რომ აღმოჩნდა და სუნამოების კომპანია დააარსა. მას ამის გამო ,,პრინცი მაჩაბელიც“ უწოდეს. გიორგი მაჩაბელი ნიუ-იორკში 1935 წლის 31 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა.

თხრობა უსასრულოდ ვრცლად რომ არ გაგრძელდეს გეტყვით, რომ ვეზირიშვილების გვართან კიდევ ბევრი მოღვაწის სახელია დაკავშირებული, რომლთა ნაწილი საქართველოში, ზოგი კი საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო ცნობილი. XX საუკუნეში საქართველოს ანექსიამ ოსიაურშიც თავისი გამოძახილი ჰპოვა და ვეზირიშვილების ნაწილი ამოხოცეს ნაწილი კი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. დღეს ამ გვარის სახსოვრად მხოლოდ ეს ერთ დროს სასახლედ წოდებული შენობა შემორჩა და ის დღეს მძიმე მდგომარეობაშია. აუცილებელია საზოგადოებამ, სახელმწიფომ ერთად ვიზრუნოთ სასახლის გადასარჩენად და მისი მუზეუმად ან კულტურის კერად გარდაქმნა მოვახერხოთ.


 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq