საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

იესე ბარათაშვილი
იესე ოსეს ძე ბარათაშვილი (ოსეშვილი) (დ. 10 ოქტომბერი, 1728 ― გ. 11 აგვისტო, 1786), ქართველი მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.

ბარათაშვილის მამა - დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან ისე თეიმურაზ II-ის მეუღლის - ანახანუმის მდივანია, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. 1758 ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდიბანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბარათაშვილი გზაში ლეკებმა მოკლეს.

ბარათაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი "ცხოვრება-ანდერძი". ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისათვის. ბარათაშვილი ტიპური წარმომადგენელია მეფის სამსახურში დაწინაურებული მემამულისა, რომლის იდეალია მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ბარათაშვილის ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი "ლექსნი სამიჯნურონი" (ხელნაწერი Q - 318). ანტონ კათალიკოსის ცნობით, ბარათაშვილს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია
. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „ნარგიზოვანი“.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq