საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ნასახლარების კვალდაკვალ - წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი
გიორგი ჩუბინიძე


საქართველოს კულტურის პოლიტიკა დიდი ხანია ირიბად მიდის და ეს გზა ნანგრევების ირგვლივ ტრიალებს. ინგრევა მუზეუმები, თეატრები, კულტურის სახლები. ინგრევა ის, რაშიც კულტურაა მიძინებული, ის სადაც ეპოქა იქმნებოდა, ადამიანები იქმნებოდნენ და ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ იღვწოდნენ. ერთ-ერთ ასეთი ნამოსახლარს დამსგავსებული ადგილი, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია, რომლის გარშემოც მსგავსი სიტუაცია უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს.

სოფელ ქვიშხეთში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შეიტყო დიმიტრი ყიფიანმა რუსი ეგზარქოსის მიერ ქართველი ერის დაწყევლის ამბავი. ამ ფაქტის გამო აღშფოთებულა დიმიტრი ყიფიანი და სადგურ ,,ხაშურიდან“ ეს ბარათი გაუგზავნია ეგზარქოსის მისამართით:

"თქვენო მეუფებავ!

მოიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ გატაცებული ხმებით ვცოდავ, შემინდეთ ჩემი დიდი შეცოდება. ამბობენ, რომ თქვენ დაწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს მსახურსა და მის წარმომადგენლისაგან. იგივე ხმა არ კმაყოფილდება თქვენის ღირსების შეურაცხყოფით. იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდესთ, ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც ვითომ წარმოსთქვით.
თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცმყოფელი ადამიანი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გავიდეს. ამას მოგახსენებთ წრფელის გულით თქვენი სამწყსოს ერთი წევრი, რომელმაც უნდა თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება.
ხოლო თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა თქვენი ჩემზედა.

თქვენი მეუფების მორჩილი მსახური

დიმიტრი ყიფიანი

იანვრის 6, 1886 წ.

სადგური ხაშური".

(მ. მთვარელიძის წიგნიდან ,,ხაშურის მისტერია")


დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და იქიდან გარდაცვლილი ჩამოასვენეს. ის მოკლეს. ეს იყო იმ მამულიშვილის ხორციელი აღსასრული, რომელმაც ქვეყანას ბევრი სიკეთე დასდო და ბოლოს ამ ქვეყნისვე სიყვარულს შეეწირა. ამიტომაც შერაცხა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმიდანად და რაოდენ ტრაგიკულია, როდესაც მისი ნასახლარი არა ქართველთა სამაგალითო, სანუგეშო, საოცნებო ადგილი, არა

მედ ნასახახლარად ქცეული, „ნამუზეუმარი“ სახლია, რომელიც უდიდეს ისტორიას ინახავს. აქ, ქვიშხეთში ცხოვრობდა დიმიტრი ყიფიანი. ეს მიდამო ქართველი იმდროინდელი ინტელიგენციის სასახლე იყო. ვის არ ნახავდით, ვის არ შეხვდებოდით. გადასახლების წინ აკაკი წერეთელიც სწვევია დიმიტრი ყიფიანს. პოეტი წერდა:
"რამდენიმე დღის წინეთ გაგზავნისა ქვიშხეთს მიველ, ვნახე და მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა! ერთი იმ თავითო და მეორე ამ თავითო! - მომაყვირა სიცილით, პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობითვე ვათავებო! დაღრეჯილობა რომ შემატყო, სიცილით მითხრა: ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობით! უკეთეს ჯილდოს მე ვერსად ვერც მოვიფიქრებდიო! ეს ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილაო და დეე, პირველი მერცხალიც მე ვიყოო". (მ.მთვარელიძის წიგნიდან ,,ხაშურის მისტერია)

ის ნამდვილად იყო იმდროისთვის პირველი მერცხალი ვინც იდეურად, ქართველობისთვის, ქართველთმოყვარეობისთვის დაისაჯა. მისი დანაშაული უდაო პატრიოტიზმი და ქედმოუხრელობა იყო იმ რეალობისთვის, რომელიც გადაგვარებას უქადდა სრულიად ქართველობას.

პირველად წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმს 2012 წლის თებერვალში ვეწვიე. ზამთარგამოვლილი შენობა იმაზე ცუდ მდგომარეობაში დამხვდა ვიდრე მეგონა. დაბზარული, დანგრეული, ჩანგრეული. როგორც მაშინ შევიტყვე მუზეუმი 1990 წლიდან ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის

ფილიალია. მაგრამ რა ქნას ხაშურის მხარეთმცოდნეობის ძალიან საინტერესო და გამორჩეულმა მუზეუმმა? რამდენ პრობლემას გაუძლოს? რა უყოს ამ უამრავ საინტერესო, უძველეს ექსპონატს, როდესაც არ აქვს შესაბამისი დაფინანსება, რომ შეარემონტოს დარბაზები და შექმნას ექსპონატებისთვის საჭირო გარემო. როგორ მიხედოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს, როცა არ აქვს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა, არც ადგილობრივ თვითმმართველობას მოუცლია ამ საქმისთვის, ალბთ სხვა უფრო „დიადი“ მიზნებისთვის იღწვიან. მუზეუმი წლების მანძლზე და ჟამთა სვლამ მოასპო და მოანელა. არც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ცდილობს პრიორიტეტულ პროექტებს შორის მოაქციოს და დააფინანსოს. ეს ხომ მხოლოდ მუზეუმი არ არის, ეს შენობა ხომ წლების მანძილზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი სახლი იყო. ვინ არ ისვენებდა აქ, ვის არ დაუწერია ლექსი აქაურ პეიზაჟებზე, ვის არ აღუწერია ქვიშხური საღამოები. დღეს კი დღისით ცხოველთა თავშესაფარი, ღამით კი წარსულის ლანდების სახეტიალო ადგილადაა ქცეული.

პირველი ვიზიტისას მუზეუმის თანამშრომელს გივი გელაშვილს გავესაუბრე. მან გვიამბო მუზეუმის შესახებ და გარკვეული გულისტკივილიც გაგვიზიარა ამ მუზეუმისთვის მოამაგე, ადამიანმა.

გივი გელაშვილი - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი

აქ დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე ყიფიანი მეუღლესთან ერთად და ცხოვრობდნენ უფროსი ვაჟის ქალიშვილები. შემდეგ ქალიშვილები გადავიდნენ ცოტა მოშორებით. აქ კი კოტეს ოჯახი დარჩა. კოტე 1921 წელს გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე ნინო ყიფიანი, რომელიც 1937 წლამდე ცხოვრობდა.  კომუნისტური წყობის დროს ფაქტობრივად ართმევდნენ ამ სახლს  და ჯერ სკოლა გაიხსნა, შემდეგ ბაღი, ეს სახლი, რომ არ განადგურებულიყო და დაკარგულიყო დიმიტრის რძალმა ნინო ყიფიანმა გადასცა მწერალთა კავშირს 1923 წელს. შემდეგ მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მხოლოდ მწერლებს გადასცეს. მწერალთა კავშირმა კი ეს სახლი ფაქტობრივად გადააკეთა დასასვენებელ სახლად. დაიტიხრა, დაახლოებით 35-მდე ოთახი იყო. გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ ბევრი ნივთი, რომლებიც მემორიალური ნივთები იყო აქ მაგ დროს მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო დაიკარგა და განადგურებულ იქნა. ახლა კი რაც გვაქვს ზოგი სად ვიპოვეთ და ზოგიც შევიძნეთ. ასე შევაგროვ

ეთ ნაწილი.

2007 წელს დიმიტრი ყიფიანი წმიდანად იქნა შერაცხული საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ და ჩვენ რაიონში ფაქტობრივად ჩვენი წმიდანი გვყავს. ამ სახლკარს კი ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად განადგურებული და დღემდე ვერ შევძელით აღდგენა. პროექტი არსებობს პირვანდელი სახის, რომ სპონსორი გამოჩნდეს და ეს სასახლე პირვანდელი სახით აღდგეს.

ბოლო დროს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მუზეუმის შესახებ, ბევრი დაინტერესდეს. ამ საქმეში ჩაერთონ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების აქტიური თუ პასიური ნაწილი, რათა ერთად ვუშველოთ მუზეუმს, ერთად აღვადგინოთ წარსულის სიდიადე და გავიხსენოთ დიდი ილიას სიტყვები: ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“, ჰო ქართველებს კულტურა თუ გვიშველის, სხვა ვერავინ და ვერაფერი. ჩვენს თანამედროვეობის წმიდანს კი უნდა მივაგოთ ღირსეული ადგილი, სხვაგვარად ჩვენ დავისჯებით ქვეყნის, ერის და ღმერთის წინაშე. ამ მიზნით შეიქმა სოციალურ ქსელში ფეისბუქის გვერდი www.facebook.com/MUZEUMIINGREVA რადგან ყველას ვამცნოთ იმის შესახებ, რომ  ერთი კონკრეტული მუზეუმი კი არა მისი სახით ქართული კულტურა ინგრევა, რადგან როგორც გითხარით ქვიშხეთთან და ამ კონკრეტულ სახლთანაა დაკავშირებული უამრავი თბილი მოგონება, რომელსაც ქართველი კლასიკოსი მწერლები, თუ პოეტები შემდგომში იხსენებდნენ, ან თავიანთ ნაწარმოებებში წერდნენ.

და ბოლოს, თუ ვინმეს განსაკუთრებულად აინტერესებს ქვიშხეთის ეს რომანტიული და გრძნობამორეული მისტიური საღამოები, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აღტაცებული წერილები ყოველივე შეუდარებლად აქვს აღწერილი აკადემიკოსს, პოეტს მურად მთვარელიძეს წიგნში ,,ხაშურის მისტერია“. ეს კი ერთ-ერთი მისი ლექსი, რომელსაც ბოლოს დავურთავ ჩემს ტკივილიან და სევდიან წერილს.

ქვიშხური საღამოა წყნარი და საამური,
სხვაგვარად ლამაზია მიდამო,
ყიფიანთა ეზო სავსეა მწერლებით,
წრეში დგას ტიციანი და ჭიდაობს..

არბიტრი ვახტანგ კოტეტიშვილია,
მიხეილ ჯავახიშვილს ღიმი აფენია,
ტიცინს შებმია ცეცხლაძე გრიგოლი
პოეტს დენდსა და სახელიანს..

ასეთი დღეები რამდენი ახსენდება,
ამ ცას და ამ ეზო-კარმიდამოს,
გულში შეუნახავს, სულში შეუნახავს,
ხსოვნა შეუნახავს სამუდამოდ.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq