საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

სიმონ კოპაძე - კონსტიტუციური მონარქია - pro et contra (მკითხველის წერილი)
სიმონ კოპაძე

წინამდებარე სტატიით, მინდა შევეხმიანო ბოლო დროს აქტიურად განხილვად თემას - სჭირდება თუ არა მონარქიული მართველობა საქართველოს?! ამ თემასთან დაკავშირებით, რამოდენიმე სატელევიზიო გადაცემაშიც კი მივიღე მონაწილეობა, როგორც მონარქიის აქტიურმა მხარდამჭერმა, მაგრამ ტელე-პროექტების ფორმატისა თუ ქრონომეტრაჟის გამო არ მოგვეცა საშუალება დეტალურად გვემსჯელა მონარქიაზე, როგორც მართველობის ფორმაზე.  ჩვენი საუბრები ძირითად შემოიფარგლებოდა ყვითელი პრესის ფურცლებსა თუ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების თემების განხილვით. ყველაზე სასაცილო იყო ოპონენტთა ის უაპელაციო განცხადებები, რომ კონსტიტუციური მონარქიის „აღდგენა“ თავისთავად გულისხმობს ლამის ბატონ-ყმობისა და ყმებით ვაჭრობის აღდგენას; რომ ეს რუსეთის პროექტია და ავტომატიურად გამოიწვევს გეორგიევსკის ტრაქტატის გააქტიურებას; და რომ ხალხი არაა თანახმა პრეზიდენტთან და მთავრობასთან ერთად არჩინოს კიდევ სამეფო ოჯახი.... და სხვა მსგავსი სისულელეები...

ამ სტატიაში მე მინდა ვისაუბრო მონარქიის ავ-კარგზე სულ სხვა რაკურსით. გვერდზე გადავდო მისი სულიერი და საკრალური შემადგენელი და დავეყრდნო მხოლოდ ფაქტებს. ვიყო მაქსიმალურად პრაგმატული  და ვიკამათო მხოლოდ არგუმენტებით;

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადავავლოთ და განვიხილოთ საქართველოს დამოულიდებლობის 23 წელიწადი, რესპუბლიკური მართველობის პირობებში.

დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაცულია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის აქტებისა და თანამეგობრობის მხოლოდ კეთილი ნებით. ამ ხნის მანძილზე, ჩვენ ვერ შევძელით განგვეხორციელებინა ისეთი გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე კარდინალური გარდაქმნები რომელიც უზრუნ-ველყოფდა სახელმწიფო აპარატის მდგრად ფუნქციონირებასა და დამო-უკიდებელი, მიუკერძოებული სასამართლო სისტემის არსებობას. ყოველი არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში მატულობს დაძაბულობა, გაურკვეველია ახალი ხელისუფლების შემთხვევაში როგორი იქნება ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კურსი. მოსახლეობა მუდმივი იმედითა და შიშით შესცქერის მომავალს და მოელის ისეთ ცვლილებებს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის კეთილდღეობაზე. სახელმწიფო მოხელეთა მიერ არსებული ხელისუფლების პერმანენტული მხარდაჭერა არჩევნებში განპიროვნებულია მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ არ აქვთ თანამდებობაზე დარჩენის გარანტია.

 

ავირჩიეთ 4 პრეზიდენტი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ერის კონსოლიდირება და საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა. იყო ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტები, ინტერვენცია და ოკუპაცია; ორი სახელმწიფო გადატრიალება; მათ შორის  სამოქალაქო ომი და ე. წ. ვარდების რევოლუცია; ბოლო დრომდე ვერ მოხერხდა ხელისუფლების როტაცია კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში. ამ უკანასკნელ არჩევნებსაც არ ჩაუვლია საზოგადოების პოლარიზებისა და დაპირისპირების გარეშე. არ არსებობს სამართალ მემკვიდრეობის მცნება. არც ერთ პრეზიდენტს არ უღიარებია წინამორბედის რაიმე წარმატება და არ გაუგრძელებია წამოწყებული რაიმე გრძელვადიანი პროექტი. სამაგიეროდ ყველას წინამორ-ბედისთვის დაუბრალებია ყველა უბედურება და ამით გაუმართლებიათ საკუთარი უუნარობა. ამ პერიოდის მანძილზე ვერ და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო აპარატი და ვერ გა იმიჯნა ერთმანეთისგან სახელმწიფო და პარტიული ინტერესები. ყოველი არჩევნების წინ შედის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და გამარჯვებული პარტია მუდამ ცდილობს შეუზღუდოს კონკურენტ პარტიებს, თუნდაც ყოფილ პარტნიორებს, არა მარტო პარლამენტში მოხვედრის, არამედ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შანსი. პერმანენტულად მიმდინარეობს პოლიტიზაცია და გაუაზრებელი, დაუმთავრებელი რეფორმები და რეფორმების რეფორმები: არმიაში, პოლიციასა თუ უშიშროების სტრუქტურებში.  განსაკუთრებული გამოყოფის ღირსია სასამართლო სისტემა. დღემდე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა და ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო ხელისუფლება.  ძალადობის შედეგი სახეზეა. არჩევნების წინ, მუდმივად საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური განვითარების ვექტორი, რითაც რისკის ქვეშ დგება ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე არსებობს მუდმივი საშიშროება იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს პრორუსული, ანუ რუსეთის მიერ ფინანსურად ანგაჟირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც შესძლებს ხელისუფლების უზურპაციას. ქვეყნის კონსტიტუცია გახდა პერიოდული ცვლილებების შესატანი რიგითი დოკუმენტი და არა ქვეყნის ძირითადი კანონი. მიუხედავად იმისა, რომ მომქმედი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს შეზღუდული აქვს აღმასრულებელი ხელისუფლის ფუნქციები, ხოლო რეალური ძალაუფლება გადანაწილებულია მთავრობასა და პარლამენტს შორის, მაინც შორს ვართ იმისგან, რომ პოლიტიკური კრიზისისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის დროს, პრეზიდენტმა შეასრულოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია. ის  ვერასდროს იქნება მიუკერძოვებული, იმ უბრალო მიზეზეზის გამო, რომ იგი თავისი მდგომარეობით დამოკიდებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაზე. (იმედია არსებული, მაგალითების მოყვანას არ საჭიროებს ).

 ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, უმაღლეს მთავარსარდლად ჰყავდეს პირი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში იყო მხოლოდ საბჭოთა არმიის სერჟანტი, ხოლო უარესში საერთოდ არანაირი შეხება ჰქონია არმიასთან; (2008 წელს, კარგად გვახსოვს პოლიციის მაიორის ხელმძღვანელობით მომქმედი გენერალური შტაბის დაგემილი ოპერაციები და „დუქნის ლომი“ გენერლის ტაქტიკურ - სტრატეგიული წარმატებები ). დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე, ვგულისხმობ 1918-21 წლებსაც, არცერთ ხელისუფლებას სათანადოთ არ უზრუნვია არც ბრძოლის უნარიანი არმიის და არც გამართული სადაზვერვო უწყების შექმნაზე; დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მდგრადობის, სოციალ-ეკონომიკური განვითარების იდეოლოგიურად გამართული და გაწერილი პრაქტიკული პროგრამა.

დღეს სხვა რეალობაა სხვა გეოპოლიტიკური ლანდშაფტი და პოლიტიკურ დაფაზე სხვა ფიგურებია... ქვეყანაში შექმნილი შიდა პოლიტიკური ვითარების და საგარეო, უფრო სწორედ საერთაშორისო პოლიტიკის პრიორიტეტები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული გონივრულად შემუშავებულ გეოპოლიტიკურ დოქტრინაზე.

2005 წელს შექმნილი და აგვისტოს ომის ომის შემდეგ ცვლილებები შეტანილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, რომელიც მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, საქართველოს ეროვნული ინტერესები ჩამო-ყალიბებულია 14 პუქტად. ესენია:

1.   სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;

2.   სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება;

3.   ეფექტიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარება;

4.   ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება;

5.   ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია;

6.   ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა;

7.   ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

8.   რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა;

9.   საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება;

10.  საქართველოსა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

11.  ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა;

12.  კიბერ უსაფრთხოების განმტკიცება;

13.  დემოგრაფიული უსაფრთხოება;

14.  ურთიერთობა დიასპორებთან;

(ჩამოთვლილი პუნქტებს, ჩემი ღრმა რწმენით გარკეული კორექტირება სჭირდება, მაგრამ ეს ამ სტატიის ძირითად არს სცილდება და ამიტომ ვიხელმძღვანელებ იმით რაც

უკვე მიღებულია და კანონიერ ძალაშია შესული).

უპირველეს ყოვლისა, მინდა განვიხილო ჩვენი ეროვნული ინტერესების პირველი ორი პუნქტი, შევადარო და დავახასითო მათი განხორციელების პერსპექტივები რესპუბლიკური და მონარქიული მმართველობის პირობებში, შემდეგ კი არგუმენ-ტირებულად დავასაბუთო რატომ არის მისი განხორციელებისთვის უკეთესი მართველობითი ფორმა კონსტიტუციური მონარქია და არა რესპუბლიკა.

სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ეს პუნქტი ასე ჟღერს: საქართველო მოწოდებულია აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით;“  

რესპუბლიკური მართველობის პირობებში, ჩვენს ხელთ არსებული სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალებათა არსენალი ძალზედ მცირეა; ოკუპირებულ-კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის დარეგულირების წინა პირობაა მათი ეთნიკური თვითმყოფადობის უზრუნველსაყოფა და ამ მიზით მათთვის ძალზედ ფართო ავტო-ნომიის მინიჭების საკითხი დგება დღის წესრიგში, რასაც უკეთეს შემთხვევაში ქვეყნის ფედერალურ მოწყობასთან, ხოლო უარეს შემთხვევაში კონფედერაციულ მოწყობასთან მივყევართ. აქვე, ცალკე აღნიშვნის ღირსია სამხრეთ საქართველოს იმ რეგიონების საკითხი, სადაც დემოგრაფიული დისბალანსია და ფედერაციული ტერიტორიული მოწყობის პირობებში, რა ახალი ეთნიკური დაპირისპირების რისკების წინაშე აღმოვჩნდებით და როგორ გამოიყენებს ამას ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი დიდი მეზობელი და დაუძინებელი მტერი - „მართმადიდებელი“ რუსეთი. მე მგონი რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს; რა ბედი ეწევა ამ პირობებში ჩვენს სუვერენიტეტს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყოველი არჩევნების წინ პერმანენტულად ვდგებით რისკის ქვეშ, ხელისუფლებაში ვიხილოთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას და გვაქცევს რუსთის შემადგენელ ნაწილად.

კოსტიტუციური მონარქიის პირობებში ჩამყალიბებული ტერმინი - „გაერთიანებული სამეფო,“ აბსოლუტურად სახვა დატვირთვას იძენს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი ადმინისტრციულ-ტერიტორიული დაყოფა, რომელიც არ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ერთიანობის საკითხს. „აფხაზეთის სამთავრო“ გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, შერვაშიძე-ჩაჩბების დინასტიის პირობებში, რაც საშუალებას მისცემს აფხაზებს საკუთარი იდენტიფიკაციის შენარჩუნებაში, ბევრად უფრო მისაღები ფორმულირება იქნება აფხაზებისთვის, ვიდრე ფართო ავტონომია ფედერაციული თუ კონფედერაციული საქართველოს რესუბლიკის შემადგენლობაში.

 

 

აქვე განვიხილოთ მეორე პოსტულატის პერსექტივა რესპუბლიკური მართველობის პირობებში - სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება;

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სრულად შევიდა ძალაში ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც საქართველო,  როგორც დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნები, ჩამოყალიბდა როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა.  

ამ მოვლენას წინ უსწრებდა მთელი რიგი საპროტესტო აქციები, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოში, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში ჩამოყალიბდა არასტაბილური დემოკრატია. ამ სივრცის საპრეზიდენტო რესუბლიკებს საერთო ნიშანთვისება ახასიათებს, - არამყარი სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემა, კერძოდ: პრეზიდენტი - როგორც სახელმწიფოს მეთაური, დროთა განმავლო-ბაში ხდება საკუთარი ამომრჩევლის, შემდეგ საკუთარი პოლიტიკური ძალის და თუ პირადი კლანის პრეზიდენტი. ისინი თანდათან იფართოებენ საკუთარ ძალაუფლებას და ერთ ხელში იქცევენ მართვის სისტემის ყველა ბერკეტს და საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებად აქცევენ. მათი ხელისუფლების წარმომადგენლების არაკომპეტენტურობამ, პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების არ ქონამ, პირადმა გამორჩენით დაინტერესებულებამ ხელი შეუწყო „ბელადის“ წარმოშობას.  რასაც მოჰყვა ავტორიტეტდაკარგული პოლიტიკური ძალა და ნდობა დაკარგული სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებულმა პირები. შედეგად მივიღეთ მიტინგები, მასობრივი გამოსვლები და სახელისუფლო კრიზისი.

სწორედ ამ პროცესების შემდეგ დადგა დღის წესრიგში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი და პოლიტიკური სისტემის ცვლილების აუცილებლობა, გადავსულიყავით საპარლამენტო მმართველობაზე. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა შეიცავს იგივე საფრთხეებს, არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ფორმალური ფუნქციები გააჩნია, ასევე ვერ შესძლებს იყოს მიუკერძოებული პოლიტიკური ფიგურა და წინ აღუდგეს კრიზისულ სიტუაციას და უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა.

დემოკრატიის განვითარების დღევანდელი ტემპები აშკარად არ შეესაბამება ქვეყნის მოთხოვნილებებს, ძალზე მყიფეა სახელმწიფოებრიობის შეგნება და სახელმწიფო ინსტი-ტუტების სისტემა; დღეს ჩვენი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნების დამკვიდრება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია; რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ხანში ჩავდგეთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა რიგში.

ახლა მინდა განვიხილოთ თუ რა საშუალებები გააჩნია თავის არსენალში მონარქიას ამ მიზნის მისაღწევად;

უპირველესი არგუმენტი, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის უპირატესობაზე მეტყველებს არის ის, რომ სამეფო ტახტი არის ერის და სახელმწიფოს ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. იგია დემოკრატიის დაცვის ერთადერთი გზა. მონარქი წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს, მას ხელეწიფება ერთიანობის და სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობის შენარჩუნება. მონარქი თავისი მდგო-მარების ძალით, იმყოფება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე მაღლა და ამიტომაც იგია ყველაზე მიუკერძოებული პოლიტიკური ფიგურა. იგი უფრო მეტად გრძნობს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მართვაში ვიდრე არჩეული სახელმწიფოს მეთაური. მონარქი, როგორც წესი ბავშვობიდან იზრდება იმის გათვალისწინებით რომ მომავალში გახდება სახელმწიფოს მმართველი. რაც საშუალებას აძლევს მას განავითაროს ის თვისებები რომელიც აუცილებელია ამგვარი თანამდებობისთვის, რაც გარანტია იმისა, რომ ფსევდოდემოკრატიული მაქინაციების შედეგად სახელმწიფოს სათავეში ვერ მოვა არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი ადამიანი. მონარქები, ყოველთვის დარწმუნებულები არიან საკუთარ ძალაუფლებაში და ამიტომაც ნაკლებად არიან მიდრეკილნი მასიური პოლიტიკური რეპრესიებისკენ. მონარქია ამცირებს შესაძლებლობას ხელისუფლებაში მოვიდეს ის პირები, რომელთა ცხოვრების თვითმიზანს წარმოადგენს მხოლოდ ძალაუფლების წყურვილი. მხოლოდ მონარქიის შემთხვევაში არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ განხორციელდეს ნებისმიერი გრძელვადიანი და კარდინალური გარდაქმნები, რაც აუცილებელია სახელმწიფოს ცხოვრებაში, მაგრამ არაპოპულარულია მოკლევადიან პერსპექტივაში. მონარქის გარდაცვალების შემდეგ ყოველთვისაა ცნობილი მისი შთამომავალი, რაც ამცირებს პოლიტიკური რყევების საშიშროებას.

მონარქი, მმართველობის სისტემაში, პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დგას.  ქვეყანაში მიმდინარე ცვალებადი პოლიტიკური პროცესების ფონზე,  მას ძალუძს გაემიჯნოს პოლიტიკურ მმართველობის პროცესებს და შეასრულოს არბიტრის მოვალეობა. აღჭურვილია რა ვალდებულებებითა და უფლებამოსილებით, იგი არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იგი აწონასწორებს პოლიტიკას. მასში შენარჩუნებულია თანმიმდევრულობისა და სამართალმემკვიდრეობის შეგრძნება.

დიდი და მცირე პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან ხოლო მეფე უცვლელია; იგი წარმოადგენს უძრავ ცენტრს, ერისა და მისი ისტორიის განსახიერებას, როგორც ერის აწმყოსა და მომავლის უწყვეტი კავშირის სიმბოლო.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq