საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

მეფე ერეკლე და მთიულები
მოამზადა კახა კენკიშვილმა

მეფე ერეკლე ხევსურებს ხშირად იბარებდა თურმე საომრად. ერთხელ საქართველოსთვის თათარს გამოუცხადებია ომი. დაუბარებია თათრის ხელმწიფეს ერეკლესთვის: ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან შავ დღეს დაგაყენებ,  წამოვალ ჩემი ჯარით და სადილს შენს ქალაქში ვჭამო. 

ეს, რომ ერეკლეს გაუგია უთქვამს: უყურეთ მაგ ურჯულოებს, თათრის შვილები რარიგ მუქარას მითვლიანო! ახლა გამოჩნდება თუ რომელი ჩვენთაგანი ამოიგდებს მტრის ჯავრსო.

უთქვამს ერეკლეს: მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო და დაუბარებია მაშინათვე ხევსურნი, თუშნი და ფშაველნი. კაცი გაუგზავნია არაგვზე, არაგვის მოურავ ქაიხოსროსთვის მიუწერია ბრძანება, წადით ჩქარა, გააგებინეთ ჩემს უნჯ ყმათ ხევსურთო.

ერეკლე დაუბარებდა არაგვის მოურავსაო:ცხენს შაჯედ ქაიხოსროვო, გამაგებიე ყმათაო:ხირჩლას იმ ბაბურაულსა, მთელ ხევსურეთის თავსაო,ბერდიას მამუკაურსა, მოკლიას ირტყამს ხმალსაო;ამღას ბერდიათ გაგასა, სამის სათემოს კარსაო, ყარაულს ალუდაურსა, ვეფხვივით მოურავსაო, მარტოდ შიბუნში ნამყოფსა, ურჯულოს უჭერს თავსაო.აჩქარდნენ ფშავლის შვილები, ბევრს ნუდაღლევენ ხანსაო.თუშეთ უთხრიდი თუშებსა, ზეზვას დაუდგან მხარსაო.

ქაიხოსროს ერეკლეს დაბარებული რომ მოსვლია, მაშინვე ამდგარა, თავად წამოსულა ცხენით. ჯერ თუშეთს, მერე ფშავს, მერე ხევსურეთს მოსულა,  მოუგროვებია ყველა მეომარი, დაუვლია ქაიხოსროს ყველგან თავისი ცხენით. წამოსულან ხევსურნი, ფშაველნი და თუშნი, ცხენდაცხენ ჩამოსულან ქალაქში, ერეკლეს კარზე მისულან პირდაპირ. დაუნახიათ ერეკლეს გამზადებული ჯარი. დაუწყიათ ხევსურთ ყვირილი: სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო.

ხალხს, ერეკლეს ჯარში ერთმანეთში ლაპარაკი დაუწყიათ: ეს რა ხალხია, როცა მეფე ერეკლე ჩვენს სანახავად მოდის, შიშით დავქრებით, ესენი კი აქეთ ყვირიან: მეფე ერეკლე სად არისო.

ამ დროს გამოსულა ერეკლეც, საომრად მომზადებულნი. ჯაჭვ-იარაღით მორთული ცხენოსანი ხევსურნი რომ უნახავს, დაუძახია: "ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!". "ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!" - სალმითვე უპასუხიათ ხევსურებს, და უკითხავთ მეფისთვის: რაზე დაგვიბარენივ, რა გაგიჭირდავ?

ერეკლეს მიუგია: ვაი თქვენს ერეკლეს! შენს ქალაქში ვისადილებთო, ასე დაუბარებიათ თათრებს, ამაზე მეტი გაჭირვება რაღა იქნებაო?

ამის მერე წაუკაფიავია ერეკლეს:"მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,ფულს მაგცემთ მაგოდენასა,რო ვერ ზიდევდეს ცხენია".

ხევსურებს სწყენიათ ეს სიტყვა: განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! - და ერთხმად უთქვამთ:

თავს ვერ გაგიხრით ხევსურნი, უნჯნი ყმანი ვართ შენნია; თეთრს ვინც აიღებს ხევსური, ვინაც მაჰკიდას ხელია,გაუწყრას, ნეფევ ერეკლე, ის სალოცავი ჩვენია!დეემზადენით, ხევსურნო, ჩაჩქნებ დაიდგით თავზედა!თათრების მალოდინი გვაქვ, განთ ვსხევართ ლუდის სმაზედა?გაგვიძეღ, ნეფე ერეკლევ, წავდგათ კრწანისის გზაზედა!

გამზადებულან ხევსურნიც და ერეკლეს სხვა ჯარებიც და გასულან კრწანისში. მოსულა კიდეც ამ დროს თათრის კარი. ხევსურნი შეეხვეწნენ თურმე ერეკლეს: წინ ჩავალთავ, გაგვიშენივ!

გაუშვია ერეკლეს ხევსურნი, თავადაც ერეკლე წინ დასდგომია თავის ყმათ. სცემიან თათრის ჯარს თავში და ბოლოში გაყრილან.  მეფე ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში, და ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდედ რომ ამოუვლია ერეკლეს თათრის ჯარისთვის, ნაპირზე კი გაუღწევია და ცხენიც ჩაქცევია კიდეც: ვერ გაუძლია სიმძიმისათვის, ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი (მცურავი ჯაჭვი სცმია). ცხენი, რომ წაექცა მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს ხმლით დაუცავთ ერეკლე თათრებისაგან, გადაურჩენიათ თავიანთი მეფე.
 ამასობაში დანარჩენებიც წამოშველებიან. ერეკლესთვის სხვა ცხენი მიუყვანიათ:

ერეკლეს ცხენი ჩაიქცა, ყმანი სხვას მიჰღგვრიდიანო, ცხენზე შასვიან მსახურთა, ავჟანდას უჭერდიანო.ვიდრე ერეკლე კარგად შეჯდებოდა ცხენზე, ხევსურნი კიდეც მისულან მტრის ჯარის სანგალში.ერეკლეს უთქვამს: ეს ჩემი ხევსურნი რას სჩადიან? გახედეთ სანგალს ხვედრიანო.

მაშინ უთქვამს ერეკლეს ცხენისთვის: გაფრინდი, ჩემო ცხენო, სადაც ყმანი იხოცებიან, ერეკლეც იქ იყოსო! გაუქცევია ცხენი, მისულა ერეკლე იმ დროს, რომ ხევსურთ კიდეც გაუმტვრევიათ თათართ კარავი. მაშინ უძახიათ ხევსურთ:ახლა სადა ხართ, თუშებო, ხევსურნ რო კარავთ სჭრიანო,ნადირაის ხმლის ნატეხნი კარვის ბოძთანა ხყრიანო.ხმალ ხოშარეულს გაუტყდა, ხევსურნ სხვას გამუცვლიანო.

ამ ომში ხოშარეულს თათრის ჯარის კარვის ბოძისათვის შემოუკრავს ხმალი. მაგარი ყოფილა ბოძი და ხმალი შუაზე გადატეხილა. ხევსურთ მაშინვე სხვა ხმალი მოუტანიათ. უომნიათ, სანამ არ გაუბრუნებიათ ეს თათრის ჯარი. ომს რომ მორჩნენ, შეუყრია ერეკლეს თავის ყმანი. ბევრი დახოცილიყო. ხევსურნი მეტილად გადარჩენილან, რადგან ყველას ჯაჭვი სცმია.

ერეკლეს უთქვამს:რა გინდათ, ჩემო ხევსურნო, რო მოგცეთ: თეთრი, იარაღი თუ რვალიო?

ხევსურთ არაფრისთვის  არ უხლიათ ხელი. უთქვამთ: რად გვინდა საჩუქარივ?  განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ? მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია - ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის - ფული. 

წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: "თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო".

მეფე ერეკლეს მადლობა გადაუხდია და წამოსულან ხევსურები შინ.

ეს ამბავი ბესარიონ გაბურს ჩაუწერია აკაკი შანიძის შეკვეთით. ბესარიონზე აკაკი შანიძე ბრძანებს: “ ბესარიონი მელექსეა თვითონ, ნიჭით არ ჩამოუვარდება პირველხარისხოვან “მათქვამებს” ხევსურეთში”. 

ეს ტექსტი თავისი ხევსურული კილოკავის სურნელით შეგიძლიათ ნახოთ ქსენია სიხარულიძის გამოცემულ “ქართულ საისტორიო მწერლობის” მეორე ტომში. ეს ტექსტი შეიცავს ანაქრონიზმებს. ამ გარემოებაზე მითითებული აქვს აკაკი შანიძეს: ხირჩლა ბაბურაული, ბერდია მამუკაური და ხოშერაული ზურაბ ერისთავის დროსაც არის დასახელებული ავტორის მიერ სხვა თქმულებაში და ერეკლე მეფის დროსაც არიან მოხსენიებულნი. ამასთან ხოშერაული ხალხურ ლექსებში და ვაჟასთანაც “ბახტრიონში” ბახტრიონის ომის გმირად იხსენიება, ისევე როგორც ზეზვა და ნადირა. ქსენია სიხარულიძის აზრით ეს ამბავი მოგვითხრობს 1751 წლის ომს ჭარ-ბელაქნისა დაშაქი-შარვანის ხანის აჯიჩალაბის წინააღმდეგ

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq