|
საქართველოს კულინართა გილდია
საქართველოს კულინართა გილდია არის რეგისტრირებული კავშირი, რომლიც დაფუძნდა 2004 წლის 28 დეკემბერს. მიზანია: საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე კულინარი პროფესიონალებისა და ორგანიზაციების გაერთიანება შემდეგი მიზნებისთვის:
• ხელი შევუწყოთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, ავაღორძინოთ ეროვნული ტრადიციების, ამავე დროს, გავითვალისწინოთ სამომხმარებლო და პროფესიონალური ინტერესები საზღვარგარეთული სამზარეულოებისადმი;
• ერთად გავაცნობიეროთ საზოგადოებისა და მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა. საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით, განვსაზღვროთ და განვავითაროთ კულინარული სტანდარტები და ეთიკის პროფესიონალური კოდექსი;
• ჩავატაროთ კულინართა შორის ეროვნული ჩემპიონატი
• ჩამოვაყალიბოდ საქართველოს ეროვნული კულინარული გუნდი საერთაშორისო კულინარულ ღონისძიებებში საქართველოს წარმოსადგენად
• დავეხმაროთ გილდიის წევრებს საკუთარი საქმიანობის რეკლამირებაში როგორც ტრადიციული საშუალებებით,აგრეთვე თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, ე-ბუსინესს გადაწყვეტილებების ჩათვლით;
• ხელი შევუწყოთ, ტრადიციული კულინარიის გარდა, ინდივიდუალური კულინარული ნაწარმის განვითარებას;
• ჩავატაროთ რეგულარული საგანმანათლებლო ღონისძიებანი - ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები -უპირველესად გილდიის წევრების პროფესიონალური დონის ასამაღლებლად და კულინარი პროფესიონალების მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად;
• მოვაწყოთ კულინარული შეჯიბრებები, გამოფენები, ფესტივალები და მივიღოთ მონაწილეობა ანალოგიურ საერთაშორისო ღონისძიებებში;
• გილდია აქვს მიზანი უზრუნველყოს ურთიერთობები საერთაშორისო კულინარულ ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან გილდიის წევრების საერთაშორისო საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციისთვის და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად;
• საქართველოს კულინართა გილდიის “კულინართა საზოგადოებების მსოფლიო გაერთიანებაში”. გილდია მოქმედებს როგორც საკონტაქტო წერტილი გილდიის წევრებისთვის, აწყობს რეგულარულ წევრთა შეკრებებსა და ღონისძიებებს, ხელს უწყობს მათ დასაქმებასა და კადრების მოძებნაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 2005 წლის შემდგომ გილდიამ ორგანიზება გაუკეთა მრავალ ღონისძიებას: შეჯიბრება კონდიტერთა შორის კულინარული სალონი “სამაია” კულინარული ფესტივალი “ქართული სამზარეულო” ნაციონალური ჩემპიონატი “საქართველოს მზარეული” ეროვნული კულინარული ნაკრების ჩამოყალიბება.
ნაციონალური ჩემპიონატი “საქართველოს მზარეული”
პროექტის უმთავრესი მიზანი არის საქართველოს საუკეთესო კულინარის გამოვლენა სამართლიანი და პროფესიონალური შეჯიბრების შედეგად. ჩემპიონატი მყარი საფუძველი იქნება ეროვნული ნაკრებისთვის კულინართა და კონდიტერთა შესარჩევად, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ ქვეყანას სხვადასხვა ღონისძიებებში და შეჯიბრებებში. პროექტის გრძელვადიანი მიზანია ყოველწლიური ეროვნული კულინარული ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც შეიტანს თავის წვლილს პროფესიული კულინარული სექტორის და მთლიანობაში ტურიზმის განვითარებაში.
შეჯიბრების პროცესი:
თბილისი, საქართველოს კულინარული აკადემია
23 მარტი ფინალური ტური:
გუნდური მონაწილეობა:
გუნდური ცივი ბუფეტი (შედგება 3 სექციისაგან)
ინდივიდუალური მონაწილეობა:
ტრადიციები გუშინ და დღეს ორიგინალური კერძი "გურმანი”
24 მარტი
შავი ყუთი
რესურსები:
შეფასებები და კრიტერიუმები - შედგენილია ჟიურისა და საერთაშორისო მხარდამჭერთა გუნდის მიერ. კულინართა საზოგადოებების მსოფლიო ასოციაციის (WACS)სტანდარტების გათვალისწინებით.
მომსახურეობა - ადგილობრივი ხელისუფლების და კულინარული საზოგადოების მხარდაჭერით კულინართა გილდია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და პატრონაჟს მსაჯებისათვის და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისათვის. მხარდაჭერა - საორგანიზაციო კომიტეტი უკავშირდება ხელისუფლებას და ფირმებს სუფსიდიების და მხარდაჭერის მისაღებად ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით.
საინფორმაციო უზრუნველყოფა - საორგანიზაციო კომიტეტი ურთიერთობს წამყვან ნაციონალურ და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებთან. დამატებითი საინფორმაციო მხარდაჭერა: მონაწილეები:
კულინარიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები საქართველოს ცალკეული მოქალაქეები და რეზიდენტები ფინალისტები, რომელიც შერჩეული იქნება ჟიურის მიერ სააპლიკაციო ფორმების ფრთხილი და დეტალური განხილვის შედეგად. თუ პოტენციური ფინალისტების რაოდენობა აღემატება სამოცს, ჟიური გადაწყვეტს მათ საბოლოო რაოდენობას. შეჯიბრების რეგისტრაცია
განაცხადის ფორმები შეგიძლიათ მოითხოვოთ "საქართველოს კულინართა გილდიის" ოფისში. აგრეთვე შემდეგმისამართზე; georgianchef@gmail.com
განაცხადი მონაწილეობაზე წარდგენილი უნდა იყოს 2014 წლის 14 მარტამდე. ფინალისტთა შემადგენლობა გამოცხადდება 2014 წლის 20 მარტს და ეცნობება პირადად ფინალისტებს დადგენილი წესის მიხედვით. შეჯიბრებაში მონაწილეობის გადასახადი;
საქართველოს კულინართა გილდიის წევრები და სხვა მონაწილეები შეჯიბრებაში მონაწილეობის გადასახადს არ იხდიან. შეჯიბრების დეტალები:
ჟიურის მიერ სააპლიკაციო ფორმების ფრთხილი და დეტალური განხილვის შედეგად შერჩეული იქნება მაქსიმუმ 60.ფინალისტი. ცოცხალი შეჯიბრება 60 წუთი.
ჟიურის მიერ შეფასების კრიტერიუმები და შეჯიბრების წესები მონაწილეს წინასწარ განემარტება. კონკურსის ორგანიზატორები ხელს შეუწყობენ ფინალისტებს შენახვის საშუალებებისა და შესაბამისი კონდიციების, როგორიცაა ტემპერატურა და სხვ. უზრუნველყოფაში.
ფინალი:
შავი ყუთი - ცოცხალი შეჯიბრება – 60 წუთი, 6 ფინალისტი შეეჯიბრება ერთმანეთს ჟიურის მიერ შერჩეული ინგრედიენტების გამოყენებით კერძის მომზადებაში.
შეჯიბრების კრიტერიუმები (დაფუძნებულიაWACS-ის მიღებულ წესებზე და პრინციპებზე). კულინარული შეჯიბრების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩასატარებლად, შეჯიბრების ყველა მონაწილისათვის წესებისა და პრინციპების ერთიდაიგივე კრებული იქნება გამოყენებული.
დაშვებულია მხოლოდ კვებისთვის ვარგისი ინგრედიენტების გამოყენება ყველა ნამუშევრისთვის წარდგენილი უნდა იყოს სრული რეცეპტი, ინგრედიენტების სია და კერძის ფოტო სურათები.
შეჯიბრების ადგილის მონაცემები, როგორიცაა მაგიდების ზომები და განათება, მაქსიმალურად იქნება გარჩეული ფინალისტებთან და ჰოსტებთან, მთლიანად შეჯიბრების და ყველა ნამუშევრის სწორი ვიზუალური შეფასებისთვის. კონკურსანტები უნდა გამოცხადნენ შეჯიბრების ადგილზე შეჯიბრების დღეს დილის 9:00 საათისთვის.
კონკურსანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ასპექტებს:
ორიგინალურობა, ფერების, წარმოდგენის და არომატის შესაბამისი კომბინაცია.
საჭმელის ხარისხი, მრავალფეროვნება, ბალანსი და ზომიერება.
თანამედროვე კულინარული ხელოვნების შესაბამისად სწორი მომზადება.
ჟიური გაითვალისწინებს საქართველოს სამზარეულოს კულტურასა და ტრადიციებს. მსაჯობა:
5 მსაჯი, რომელთა ვინაობა ეცნობება მონაწილეებს არა უგვიანეს 2014 წლის 15 მარტს. ჟიურის თავმჯდომარე: ტახირ ამირასლანოვი _ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარული ცენტრის გენერალური დირექტორი. საქართველოს კულინართა გილდის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები:
ესპანელი შეფ-მზარეული: ჰაროლდ ვეიდინგი.
საქართველოს შეფ-მზარეულები: თენგიზ ჩიღვინაძე, თეკუნა გაჩეჩილაძე. მსაჯობის კრიტერიუმები : კულინარულ შეჯიბრება არის ნამუშევრის გამზადება წარსადგენად და მისი შეფასება, მაგრამ მუშაობის შეფასება არის ის რაც დევს შეჯიბრების არსში. შეფასება შედგება კრიტიკისაგან და ქულებიანი (მაქსიმალური 80 ქულა) შეფასებისაგან. შეფასების კრიტერიუმები გაეცნობათ მონაწილეებს არა უგვიანეს 2014 წლის 15 მარტისა. მონაწილეები ეჯიბრებიან სტანდარტის წინაშე და არა ერთმანეთს.
ჯილდოები:
შეჯიბრების ყოველი მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს მის მონაწილეობას ფინალში. გამარჯვებული(ნი) მიიღებენ სპეციალურად დამზადებულ ფასიან პრიზებს.
საორგანიზაციო კომიტეტი:
შედგება საქართველოს კულინართა გილდიის გამგეობის წევრებისაგან, საერთაშორისო მხარდამჭერთა გუნდისაგან,საორგანიზაციო კომიტეტი პასუხისმგებელია შეჯიბრების ადგილის მზადყოფნასა, და ყველა საორგანიზაციო ასპექტზე. კომიტეტი აგრეთვე პასუხისმგებელია ბეჭდვითი მასალებისა და მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფაზე. |
|