გაზეთ „ალიაში“/2014, #1, 9 იანვარი, გვ. 13 გავეცანით გ. აგულაშვილის ინტერვიუს „ქართულ მიწებს უცხოურ ბანკებში დებენ?“ ინტერვიუ საკმაქოდ ბუნდოვანია და ქართული მიწების ბედი დღემდე გაურკვეველია. მეცნიერები, რომლებიც აგრარულ სფეროში ვმუშობთ, ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ ახალი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, სოფლის ბედს გადაწყვეტდა და მიწის საბედისწეროდ მტკივნეულ საკითხს მოაწესრიგებდა. ფრიად დასანანია, რომ ეს ასე არ მოხდა. სოფლის მეურნეობაში გატარებული სახელმწიფო ღონისძიებანი დიდ მიღწევად ითვლება, მაგრამ ეს უფრო პიარია, ვიდრე არსებული სინამდვილის ასახვა. საქართველოს სოფელი არაორგანიზებულია და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. მწარე სინამდვილე ასეთია: ამჟამად არც ხელისუფლებამ და არც მეცნიერებამ არ იცის სოფლად რა სოციალურ-ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს. მადლობა უფალს, ნავსი გატყდა და პრესაში დემოგრაფიულ კოლაფსზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ვერცერთი საჭირბოროტო პრობლემა ვეერ გადაწყდება თუ სწორი საგანგებო ღონისძიებანი არ გატარდება, სახელდობრ: 1. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებით სოფელი, როგორც პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, გაუქმებულია, სოფელი ფაქტიურად კანონგარეშეა გამოცხადებული. 2. სოფელს არ გააჩნია სტატუსი და საზღვარი, ქონება და ფინანსები. გეოგრაფიულ ცნებად გადაქცეულ სოფელს და თემს მუნიციპალიტეტის მერ დანიშნული რწმუნებული, უფრო სწორად „შიკრიკი“ განაგებს, ე.ი. ამბები მიაქვს და მოაქვს, სხვა რაიმე სერიოზული ფუნქცია არ გააჩნია. საბჭოთა ხელისუფლების პირველადი არჩევითი ორაგნოები სანატრელი გახდა... 3. დაუდგენელია საქართველოს მიწის ფონდი. არ არის ჩატარებული ელემენტარული ინვენტარიზაცია, ხოლო ბონიტირებასა და კადასტრზე ლაპარაკი ზედმეტია. 4. სოფლებს და მიწებს აუქციონზე ყიდიან, მაგრამ რას ყიდიან და ვის ქონებას, დაუდგენელია. 5. ხელისუფლებამ მიწების ამოძრავებაზე, მართალია, მონიტორინგი გამოაცხადა, მაგრამ 51 წლიანი იჯარა შეუზღუდავად დაუშვა, რაც გაყიდვაზე არანაკლებ დამღუპველია... 6. მსოფლიოს დემოგრაფიულად გალაღებულმა ქვეყნებმა სწრაფად შეამჩნიეს საქართველო -ერთი ციცქნა ქვეყანა, სადაც წინაპართა სისხლით გაჯერებულ და ძვლებით მოკირწლულ უძვირფასეს მშობლიურ მიწას უდიერად ეპყრობიან და ხელაღებით იაფად და ნისიად ყიდიან. საქართველოს სოფლებიდან მკვიდრი მოსახლეობა თითქმის გამოდევნილია. მილიონნახევარი ქართველი უცხოეთში ეძებს ლუკმაპურს, საქართველოში კი გადამთიელებს: არაბებს, ინდოელებს, ჩინელებს, თურქებს, ირანლებს, ბურებისა და სხვა ათასი ჯურის ბედისმაძებელთა დასახლებანი იქნემება. გვიპასუხეთ რატომ? 7. გიგლა ბატონო, ნუთუ საქართველოს პარლამენტი ყოველივე ამით არ უნდა დაინტერესდეს და დამაჯერებლდ არ აგვიხსნას ჩვენს თავს რა ხდება? 8. ნუთუ არ გაწუხებთ, რომ ქართველ ერს ქართული მიწა ფეხწვეშ რატომ ეცლება, ბინადარი ცხოვრებისა და მიწათმოქმედების პატრიარაქი ქართველი ხალხი უმიწაწყლოდ და დაუსაქმებლად რატომ რჩება?! 9. დამოუკიდებლობის ოცდაორი წლის მანძილზე მშობლიური მიწის გაუცხოება რატომ მოხდა?! 10. ბატონო გიგლა, თქვენს ინტერვიუში ხშირად ახსენებთ „ფერმერს“, „ფერმერი“ პირდაპირი გაგებით არის საქართველოში?! 11. ქვეყნის ბურჯი და მარჩენალი ტრადიციული ქართველი გლეხი რატომ ტოვებს ასპარეზსს?! 12. საჯაროდ გვითხარით და განგვიმარტეთ, თანამედროვე საქართველოს სოფლის მცხოვრები დღეს რას წარმოადგენს, ის რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება?! 13. ქართველი მეცნიერების ცოცხლად დარჩნილი ნაწილი /საქართველოში მეცნიერთა საშუალო ასაკი 70-80 წელია/ ვიმედოვნებდით, რომ ცხრაწლიანი სრულიად გაუგებარი დიქტატურის შემდეგ, სახალხო-დემოკრატიული მმართველობა დამყარდებოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით, კვლავ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობის მსხვერპლი ვხდებით. 14. ქვეყნის წაღმა წაყვანის საფუძველი - მიწის კოდექსის პროექტი -საზოგადოებისათვის გაუგებარია, ვის ხელთაა, ვინ მუშაობს მასზე? ხოლო ქვეყნის წაღმა მართვის ქვაკუთხედი თვითმმართველობის კანონპროექტი საერთო-სახალხო განხილვის გარეშე შედის ძალაში, რატომ?! სათქმელი და საჩივლელი უამრავია, მაგამ ამჯერად წერტილს დავსვამთ. ვიმედოვენბდით, ახალი ხელისუფლება სამშობლოს ოცდაორწლიან იავარქმნისა და გაპარტახების მიზეზებს აგვიხსნიდა და ჩიხიდან გამოსვლის გზებს გვიჩვენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ მოხდა... ხალხმა რომ ხელისუფლებისა იწამოს და მის ორიენტირს გაჰყვეს, აუცილეელია შემდეგ კითხვებს საჯაროდ პასუხი გასცეთ: ა) გაგვაგებინეთ, დამოუკიდებლობის წლებში სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო რა ზარალი ნახა ქართველმა ერმა, თავსმოხვეული ე.წ. პრივატიზაციისა/შოკური თერაპიის გამო. ბ)ვინ აქცია ქართული მიწა იაფფასიანი ვაჭრობის საგნად. გ) ვინ წაართვა ქართველ ერს უხსოვარი დროიდან დახვეწილი ტრადიციული თითმმართველობა, მართვა წაღმა ქვემოდან ზემოთ. დ) რად არის დაგმობილი ქართველი მიწათმოქმედის მრავალათასწლოვანი ცოდნა-გამოცდილება. ე) რად არის დაგმობილი საქართველოს მართვის ისტორიული გზა, ილია ჭვჭავძისა და ივანე ჯავახივილის მოძღვერება. ვ) ბნელში ხელებს როდემდე უნდა ვაცეცებდეთ, ბოლოსდაბოლოს, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, არ უნდა ვიცოდეთ?! ზ) ქართულ სახელმწიფოსა და ქართეველ ერს საკუთარი თავის მართვის თითქმის ოთხიათასი წლის გამოცდილება აქვს. ახ.წ.iv საუკუნეში მირიან მეფემ ქართველი ერის ბედი სწორად გადაწყვიტა: მაშინდელ სასტიკ მსოფლიოში ეროვნული თავისთავადობისა და სახის შესანარჩუნებლად ქრისტიანობა აირჩა. ამ სარწმუნოებამ შეგვინარჩუნა ქართველობა, მეობა, ჭეშმარიტი ეროვნული სახე. ამჟამად, როცა საყოველთაო გლობალიზაცია და ანტიქრისტე ეროვნულობასა და ეროვნულ სიწმენდეებს უტევს, რას ვედებით ღობე-ყორეს?! თანამედროვე ვითარების შესაბამისად დავუბრუნდეთ წინაპართა მრავალნაცად გზას, ნუთუ საკამათოა, რომ ქართველებს ქართული სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ნუთუ საკამათოა, რომ შაგრენის ტყავად ქცეულ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას გასაყიდი და დასაკარგავი მიწები აღარ აქვს... ნუთუ დრო აღარ დადგა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თვალისჩნივით გავუფრთხილდეთ, რათა პოეტის თქმისა რ იყოს, დასაკარგავი მოძმე აღარ გაგვაჩნია. და ბოლოს, ახალი ხელისუფლების გასაგონად ერთხელ კიდევ უნდა განვაცხადოთ, ყოველი ახალი მთავრობა თვიდან იწყებს, წინამორბედთა აზრი და ცოდნა-გამოცდილება, რატომღაც, უგულებელყოფილია... დამნაშვე „ნაცებს“დანაშაულს ვერ უმტიკიცებთ. ეს თავხედები აქეთ არიან იერიშზე გადმოსულები. ქართული მრავალნაცადი იურიდიული სკოლა ყველამდე სირცხვილშია... საზოგადოებას მათ დასჯაზე, ციხეში ჩასმაზე უფორ მეტად სწყურია, დამაჯერებლად აიხსნას, რატომ მივიდა ჩვენი ქვეყანა დიქტატორული, უფრო სწორად იმპულსური მართვის ასეთ ფარსამდე, რომელმაც აუწერელი ტკივილი, დამცირება, თავმოყვარეობის შებღალვა და სრული გაღატაკება მოგვიტანა... ლევან ფრუიძე თბილისი, 2014 წლის იანვარი ისტორიკოსი-ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერბათა აკადემიური დოქტორი, აგრარული ეთნოგრაფიის სპეციალისტი. სრულიად საქართველოს საგარეულო კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მესვეური. 1992-1995 წლების მოწვევის პარამენტის წევრი. ტ.: 2 47 57 52 |