საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ივერიელთა მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარულის ტრაქტატი
გაიოზ მამალაძე

თფილისის 1790 წლის ივერიელთა ერთობის ტრაქტატი სპეციალისტებისთვის ცნობილია (გამოქვეყნებული ჰქონდა აკადემიკოს ისიდორე დოლიძეს თავის ,,ქართული სამართლის ძეგლებში’’).

ეს ტრაქტატი ქართველთა ერთიანობისადმი ზრუნვის ერთ-ერთი წერილობითი წყაროა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და საქართველოს სხვა მეფე-მთავრები შესანიშნავად გრძნობდნენ, რომ საჭირო იყო ივერიის მთელი ძალების მობილიზება ივერიელთა გადარჩენისა და ბედნიერებისათვის (ერეკლე მეფის კარზე მომზადებულ ამ ტრაქტატს სხვა მეფე-მთავრები შეუერთდნენ).

თუმცა, ერთ-ერთი მოტივი, ამ ტრაქტატისა, ისიც იყო, რომ ერეკლე მეფესა და სხვა მეფე-მთავრებს სურდათ ერეკლე მეფის მიერ დადაებულ გეორგიევსკის ტრაქტატს სხვებიც შეერთებოდნენ, ანუ შესულიყვნენ რუსეთის მფარველობაში,  მეფე ერეკლეს ალბათ ისიც უნდოდა, რომ რუსებთან ოდნავ შერყეული მისი ურთიერთობები კვლავ გამყარებულიყო.

ამ დროს მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791). ყველა მონაწილე მეფე-მთავრის მიერ დამტკიცებული ტრაქტატის ასლი ერეკლე II-მ მაშინვე იასიში (ახლა რუმინეთი) ოსმალებთან მოლაპარაკებაზე მყოფ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გ. პოტიომკინს გაუგზავნა. რუსებს ამ დოკუმენტით უნდა დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროები თავისი ნებით შევიდნენ რუსეთის მფარველობის ქვეშ და რუსეთის დელეგაციას უფლება ჰქონდა ემოქმედა მათი სახელით...

მაგრამ, მიუხედავად ამ ტრაქტატის რუსე

თის იმპერიასთან კავშირისა, ეს ყველაფერი „სავალდებულო (მავასხელობითი) სიყვარულის“ იდეოლოგიას, რომელიც აქაა წარმოდგენილი, სულაც არ აკნინებს.

სამწუხაროდ, ტრაქტატში არ ფიგურირებენ სამცხის და აფხაზეთის მთავრები, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ იმ დროისათვის აღნიშნული ტერიტორიები დაპყრობილი ჰქონდა თურქეთის იმპერიას და ამ ძირძველ ქართულ მიწებზე ქართული მმართველობა გაუქმებული იყო. მხოლოდ კონდოტიერ, გამუსულმანებულ-გათურქებულ ქართველებს შეეძლოთ მიჰკარებოდნენ ხელისუფლების მაღალ შტოებს ამ კუთხეებში. ისევე, როგორც საქართველოსთვის უფრო ადრე წართმეულ, ძირძველ ქართულ მხარეში, ტრაპიზონ-ლაზეთში.

ამასთან, თავიდან აფხაზეთი დადიანთა სამფლობელო იყო იურიდიულად, აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან შარვაშიძეებმა დაიწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.

თავიდან, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდგომ, ოდიში (სამეგრელო) და აფხაზეთი დასავლეთ საქართველოს, იმერეთის მეფის სამართლებრივი სივრცე გახლდათ.

სხვათა შორის მეფე ერეკლეს მიერ რუსეთისადმი დახმარების თხოვნა-ტრაქტატში (გეორგიევსკის) გათვალისწინებული იყო თურქთა მიერ დაკავებულ-ანექსირებული ტერიტორიების (ლაზეთის, სამცხის და აფხაზეთის) საქართველოსთვის დაბრუნება.

თფილისის 1790 წლის ტრაქტატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ

ქართველი მეფე-მთავრების დამოკიდებულებას ავლენს საქართველოსადმი, როგორც ერთადერთი და ერთიანი სამშობლოსადმი. ქართველთა ერთობის საფუძვლად გამოცხადებულია ივერიელობა-ქართველობა ანუ სისხლით ნათესაობა; ერთმორწმუნეობა - ერთი ეკლესიის შვილობა; ერთი დედა-ენა; და ერთმანეთისადმი სავალდებულო (მავასხელობითი) სიყვარული.

„სავალდებულო სიყვარულის ტრაქტატი“ კარგად აჩვენებს, რომ, მიუხედავად მასში რუსეთის საიმპერიო კარის მოხსენიებისა, ერეკლე მეორეს მაინც ქართველების იმედი  ჰქონდა. ამასთან, ტრაქტატით ჩანს მისი, როგორც საქართველოს მეტროპოლიის, თფილისის ხელმწიფის და დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნების ძალა. თუმცა, აქვეა დადასტურებული სხვა სამეფოს, იმერეთის ლეგიტიმური არსებობა.

სამწუხარო ისაა, რომ მეფე ერეკლემ ვერ გაბედა ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანება, იმერელი მამულიშვილების მოთხოვნის საფუძველზე, ეს ტრაქტატი კი იმ გაერთიანების ჩაშლის სანაცვლო ქმედებას ჰგავს. წყაროების ცნობით,  ქართლ-კახეთისა და იმერეთის საოცნებო გაერთიანების მოწინააღმდეგე ყოფილა დედოფალი და

რეჯანი. ოსმალეთისა და ირანის შესაძლო წინააღმდეგობაზე მეტად, ამ საქმის ჩაშლაში სწორედ დედოფალს ადანაშაულებს ზოგიერთი ისტორიკოსი.

წინამდებარე ტრაქტატი მაგონებს გერმანული სამეფო-სამთავროების გაერთიანებას, როდესაც შეიქმნა ერთიანი გერმანია, ერთიანი ინტერესებით, ერთიანი საგარეო პოლიტიკით, სამხედრო ძალით და სხვა. თუმცა სხვადასხვა სამეფოებს თუ სამთავროებს შიდა სუვერენიტეტი არ დაუკარგავთ. რომ ეცლიათ რუსებს, საქართველოც ამგვარად წავიდოდა გაერთიანების გზაზე, მაგრამ რუსეთის იმპერიას ეს არ აწყობდა, ისევე, როგორც ოსმალურ იმპერიას და ირანს.

სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიამ დაარღვია ქრისტიანული მორალი, 1883 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით მიცემული პირობა ქართველებისათვის და საქართველოს ბუნებრივ განვითარებას ხელი შეუშალა.

ბუნებრივად რომ განვითარებულიყო ჩვენი სამშობლო, მაშინ, ევროპული ქვეყნების მსგავსად, იგი უსათუოდ გაერთიანდებოდა. გაერთიანებულ ივერიას კი ვეღარავინ მოერეოდა.

სამწუხაროდ, ძალიან უჭირდა ერეკლე II-ს, იმდენად, რომ ხშირად სომეხთაგან ვალის აღება უხდებოდა (თუმცა ჩვენს ჯარს მაშინ საკვები და ჩაცმა-დახურვა არ მოჰკლებია, განსხვავებით 1990-იანი წლებისაგან).

თავისი განწყობით 1790 წლის თფილისის ტრაქტატი გვაგონებს ძველ საქართველოში შემუშავებულ ფორმულას: ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების,

რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

ასე რომ, ამ ტრაქტატის ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მკითხველთა ერთი ნაწილიც, ალბათ, არ იცნობს აღნიშნულ ტრაქტატს, ამიტომ გთავაზობთ ამ შესანიშნავ დოკუმენტს.

დღეს წინაპართა გამოცდილების გაზიარება, მათი მაგალითებით ცხოვრება ისევ დღის წესრიგში დგას, რადგან ივერია ყოფნა-არყოფნის წინაშეა. ამიტომ, აუცილებელია ყოველი ნამდვილი ივერიელის, ყოველი არაკონდოტიერის გაერთიანება მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარულით ერთი სამშობლოს, ერთმორწმუნეობისა და ერთი დედა ენის გადასარჩენად.

ტრაქტატში ერთი რამ არის არ მოსაწონი, ალბათ, დედოფლის ხელმოწერა არ იყო საჭირო, იქ სადაც მისი უავგუსტესი მეუღლე აწერს ხელს. ეს ვითარება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რა დიდი გავლენა ჰქონდა დედოფალს მეფესა და სახელმწიფოზე...

 გაიოზ მამალაძე



ტრაქტატი  ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა

ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმ

ერისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთი მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.

 უფლის იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილიშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიის სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოისა იბერიისა ესრეთ:

მუხლი პირველი

შევრაცხოთ ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მუხლი მეორე

მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მუხლი მესამე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა ვითარცა მამა საზოგადო მათი.

მუხლი მეოთხე

უკეთო აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისაებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მუხლი მეხუთე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარიცა მაქვნდეს შეკრულება. ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნიერესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბაშად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მუხლი მეექვსე

აღთქმა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობათა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვუდებ, საუკუნოდ ერთგავარდ შეერთებასა ამას ქვემოისა ივერისა თანადა ვამცნებ ყოველთავე რათა მტკიცედ ებნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავ ესრეთ ფიცი ვითარცა თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმიწერისა ამისა ჩემისაებრ.

 

მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე

დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დარეჯან

საქართველოს კათალიკოსი ანტონ

ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე

 

 

 2005 წელი

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq