საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

”მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!” (ქართველთა მამაცობის შეფასება)

საკუთარი ქვეყნის მატიანეებსა და  ისტორიაში ყოველი ერის ცდილობს თავისი თავის მომეტებულად წარმოჩენას. სხვა არის, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იგებს შენს ფასს...

 

უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო''. რას ნიშნავს ახლა  ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას შეუძახბენ ხოლმე ამ ანდაზას – მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო! ე.ი. ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი არა ხარო, ე.ი. ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა ,,გურჯს'', მისი მნიშვნელობა არც კი იციან.

                                            &

nbsp;                                       შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან

 

 ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!

                                                                                                                   ალ. დიუმა

 

ქართველები, ჩვეულებისამებრ, მხნედ და

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მიდიოდნენ საომრად.

თავად ჩინებული მეომარი სეხნია ჩხეიძე არაერთგან აღნიშნავს ქართველთა თვისებას, მძიმე გასაჭირის ჟამს გამხიარულება რომ უყვარდათ. აი, რას წერს ის გიორგი მეფის შესახებ: „იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის”. ქართველთა ერთ-ერთი სარდალი, ლევან ბატონიშვილი კი, მტრის წინააღმდეგ წასული, რუსთაველის ლექსით აგულიანებდა მეომრებს: „უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებან ხმელთა სპანი”.

...მეთაურთა ვაჯაკაცური მაგალითით გამხნევებული რიგითი მეომრები ომში: „მზემან ღუთისამან, ასე მივდიოდით, ვითარცა ქორწილსა შინა წვეულნი ვყოფილიყავით”. ქართველთა საარაკო გმირობის ამბავი მალე მთელს ავღანეთს მოედო.

ავღანელთა მიერ დაბეჩავებული ქირმანის მოსახლეობა ამგვარად გამოხატავდა მადლიერებას ქართველთა მიმართ: „ კურთხეულ არს ღმერთი, თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვის გამოგარჩივათო”.

სეხნია ჩხეიძე საოცარი ირონიით აღწერს ბრძოლის წინა ღამეს, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ქართველთა ღამის ყარაულების გადაძახილს: „მოვიდა რისხვ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა ღუთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო. შექნეს თურე ჭმუნვა დიდი, ეს კი არ იცოდნენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო”.

ავღანელებთან შეტაკებებში ქართველთა მხარდამხარ მებრძოლი სპარსელები ხშირად იჩენდნენ სულმოკლეობას და უკან მოუხედავად გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. ამის გამო ბრძოლის მთელი სიმძიმე ქართველების მხრებზე გადადიოდა და ისინიც ვაჟკაცობის და გმირობის საარაკო მაგალითებს უჩვენებდნენ მტერს: „ოთხნი ბელუჭნი წასულ იყო და თხუთმეტი თათარი ცხენ-კეთილი უკან მისდევდა, ეს ოთხი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდნენ, ის ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა.

...ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი,- „ავღანელები სპარსელებთან შედარებით, ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით – ცხვრები, ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებითო!”

                &

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
nbsp;                                           სეხნია ჩხეიძის ”ცხოვრება მეფეთას” მიხედვით 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq