საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქვეყანა
გაიოზ მამალაძე

ძველი აღთქმის მიხედვით, ისრაელი იყო რჩეული ხალხი ღვთისა.

 ახალი აღთქმის მორწმუნე ხალხი არის რჩეული ხალხი უფლისა, ახალი ისრაელი. მართლმორწმუნე ქრისტიანები არიან რჩეულნი ღმრთისა, ახალი ისრაელი.

 ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, სიმბოლო სიწმინდისა, რელიგიური ერთიანობისა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული გაერთიანებისა, იქცა სიმბოლოდ ამქვეყნიური სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი (სამეფო) მეტროპოლიურობისა.

 იერუსალიმმა მიიღო იმქვეყნიური ცხოვრების ადგილის გამომხატველი სახელწოდების სიმბოლოს მნიშვნელობაც.

პირველყოფილი კაცობრიობა მომთაბარე შემგროვებლურ ცხოვრებას ეწეოდა. დროთა განმავლობაში ადამიანმა მოახერხა დაემზადებინა ქვის იარაღი და ნადირობაც დაიწყო. მერე ცეცხლის გამოყენება შეძლო. შემდეგ კაცობრიობა წინ წავიდა და ცხოველები მოაშინაურა. მეცხოველეობა არის მომთაბარე, მიმოქცევით მცხოვრები ადამიანების ყველაზე განვითარებული მდგომარეობა.

პირველ ხანებში (და ეს იყო ასწლეულები) ადამიანები ნაყოფიერი საძოვრების ძიებაში იყვნენ. ისინი დიდ ტერიტორიებზე გადაადგილდებოდნენ.

თანდათანობით გადაადგილების არეალი მცირდებოდა უფრო განვითარებული მომთაბარე-მეცხოველეებისათვის. ამ დროიდან ადამიანები მეტად დაუკავშირდნენ ერთ კონკრეტულ ტერიტორიას. მანამდეც, თუმცა უფრო ვრცელ, მაგრამ რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე მიმოიქცეოდნენ (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ტომთა დიდი გადასახლებები).

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისათვის მოწათმოქმედების განვითარებას. ადამიანი გახდა

მეტად დაკვირვებული, ცივილიზებული, კულტურული. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი ევოლუციაში.

გამოცხადებით მიღებული ან ემპირიული ცოდნით ადამიანმა შეძლო მიწათმოქმედების დაწყება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთი ნახტომით, ერთი ხვნა-თესვით არ დაწყებულა. 

მიწათმოქმედებამ ადამიანს მისცა საშუალება მიეღო ჭარბი მოსავალი, რომლის მეშვეობითაც გამოთავისუფლდა შრომის ნაწილი და დაიწყო განვითარება ხელოსნობამ და ხელოვნებამ, თუმცა ეს დარგები მანამდეც არსებობდა პრიმიტიული სახით, მაგრამ მიწათმოქმედების განვითარებამ განსაკუთრებული ბიძგი მისცა ყველაფერს.

მას მერე, რაც რკინა-ფოლადის სამუშაო იარაღები ჩაება მიწათმოქმედებაში, ადამიანის განვითარება უფრო დიდი ნაბიჯებით წავიდა წინ.

ყველა ხალხი იმთავითვე არ ჩაბმულა მიწათმოქმედებაში. დიდი ხნის მანძილზე, უკანასკნელ ხანებამდე მიმდინარეობდა მომთაბარეობა სხვადასხვა ხალხებისა. ზოგი დღესაც მომთაბარეა (სხვა ასპექტში მაინც).

რა თქმა უნდა, მომთაბარე ხალხები და ადამიანები დიდ სამსახურს უწევდნენ და უწევენ კაცობრიობას, მაგრამ ცივილიზაცია მაინც მიწათმოქმედთა შექმნილია, განსაკუთრებით კულტურა.

ძველი მიწათმოქმედების სამგვარი არეალი განირჩევა. პირველი, ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკაში სიმინდისა და ლობიოს მიწათმოქმედება, მეორე, შორეულ აღმოსავლეთში ბრინჯისა და ფეტვის მიწათმოქმედება და მესამე, მცირე აზიაში, კავკასიაში, ევროპის სამხრეთსა და აფრიკის ჩრდილოეთში ხორბლისა და მევენახეობის მიწათმოქმედების არეალი.

პირველი მნიშვნელოვანი მიწათმოქმედები იყვნენ ისინი, ვ

ინც მიაგნო ხორბლის (ასევე სიმინდისა და ბრინჯის) გამოყენების საიდუმლოს და დაიწყო მისი კულტივირება.

პურის კულტურა არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ადამიანისა. პურის ცხობა შეეძლო მაღალგანვითარებულ ტომებს.

პურის ცხობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში იყო ვენახის კულტურის ჩასახვა.

ვაზის გახარებით, მისი კულტივირებით ადამიანმა იგრძნო შვება. აქ არ გვაქვს ლაპარაკი თრობაზე, არამედ შვებაზე, მძიმე შრომის მერე დასვენებაზე. ასეთი შვება, განსხვავებულ მდგომარეობაში გასვლა, იმთავითვე სარწმუნოებრივ საბურველში გაეხვია და არა შემთხვევით.

ასეთი შვება არ არის დანაშაული, თორემ ყველაზე ადამიანური, პრაქტიკული და პრაგმატული რელიგია, ქრისტიანობა, ღვინოს აკრძალავდა. მოხდა პირიქით, თავად მაცხოვრის მიერ ვაზისა და პურის კულტურა გამოცხადდა აუცილებლად ადამიანისა და ღმერთის კავშირისათვის.

ძველი აღთქმის მიხედვით, ისრაელი იყო რჩეული ხალხი ღვთისა.

ახალი აღთქმის მორწმუნე ხალხი კი არის რჩეული ხალხი უფლისა, ახალი ისრაელი. მართლმორწმუნე ქრისტიანები არიან რჩეულნი ღმრთისა, ახალი ისრაელი.

ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, სიმბოლო სიწმინდისა, რელიგიური ერთიანობისა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული გაერთიანებისა, იქცა სიმბოლოდ ამქვეყნიური სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი (სამეფო) მეტროპოლიურობისა.

იერუსალიმმა მიიღო იმქვეყნიური ცხოვრების ადგილის გამომხატველი სახელწოდების სიმბოლოს მნიშვნელობაც.

საიდუმლი სერობისას ქრისტემ თავის მოწაფეებს აუწყა, რომ ცხონებისათ

ვის აუცილებელია მასთან ზიარება. ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს თავისი ცოდვები, მოინანიოს ისინი და ითხოვოს შენდობა. ადამიანმა უნდა მიიღოს ქრისტეს სისხლი და ხორცი, მღვდელმოქმედებული ღვინო და პური.

ძველი აღთქმა იყო უძველესი მომთაბარე ადამიანებისათვის. მიწათმოქმედების განვითარებამ ადამიანი უფრო შეცვალა, განავითარა და ის გახდა შემძლე ეხილა და შეეცნო განკაცებული უფალი. მიწათმოქმედი ადამიანი ძველი აღთქმის ადამიანზე წინ წავიდა (შეურაცხყოფას არავის ვაყენებ). თუ ძველი აღთქმის მიხედვით ადამიანმა ადამიანს შვიდჯერ უნდა შეუნდოს, ახალი აღთქმა უფრო ჰუმანურია _ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ღმერთს არ სჭირდება სისხლიანი მსხვერპლი, საქონლის ხოცვა და ა. შ.

მეფობის დადგინებით ისრაელი უფრო მეტად გადავიდა მკვიდრ და მიწათმოქმედ ცხოვრებაზე. მაგრამ ახალი აღთქმა არ მიიღეს, იმიტომ, რომ მიწათმოქმედები, ანუ ახალი აღთქმის ხალხი მაინც არ იყვნენ. მათში მძლავრობდა მომთაბარე სული.

ასევე, ახალი აღთქმა არ მიიღეს სემიტურმა არაბების ტომებმა, იმიტომ, რომ მომთაბარეები იყვნენ (ისლამი ძირითადად მომთაბარეებში გავრცელდა). მათ სწორედ ამიტომ აკრძალეს ღვინის მიღება. ისინი ღვინის ხალხი არ არიან, ღვინო მათი არ არის, არც ხორბალია მათი, ხორცის მჭამელები არიან, ძირითადად.

როგორც ვთქვი, ქრისტიანული წარმოდგენით ახალი აღთქმის რჩეულნი არიან მართლმორწმუნე ქრისტიანები. ეს არის ახალი ისრაელი.

ახალი აღთქმის მეტროპოლია, ანუ ახალი იერუსალიმი, ახალი ისრაელი, არის ის ტერიტორია, სადაც უძველესი დროიდან განვითარებულია ისეთი კულტურა, რომელიც

მზად (განვითარებული) იყო მიეღო ახალი აღთქმა. ანუ ყოფილიყო ისეთი ჰუმანური, რომ ახალი აღთქმა მოსწონებოდა, გაეგო (ცნობილია, რომ მიწათმოქმედები უფრო ჰუმანურები იყვნენ).

ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის მემკვიდრე ერთ-ერთი პირველი მიწათმოქმედი ტომებისა.

საქართველოს სიმბოლოდ ითვლება მართალი ლაზარე. ლაზარეს მისტერია უკავშირდება მიწათმოქმედების კულტურას. ხორბალი ცვივა მიწაში, კვდება და გაზაფხულზე კვლავ ცოცხლდება.

“ქართველმა არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, არუხლოს ნამოსახლარის (ბოლნისის რ-ნი) გათხრისას, აღმოაჩინეს ძვ. წ. VI ათასწლეულში, ანუ 8 000 წლის წინ კულტივირებული ხორბლის რვა სახეობა: მახა, ზანდური, ასლი, სპელტა, რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, მაგარი ხორბალი; აქვე აღმოჩნდა ველური მცენარე ეგილოფსი, რომელსაც ხორბლის წინაპრად მიიჩნევენ. არუხლოშივეა დამოწმებული: ქერის, ფეტვის, ღომის, შვრიის, ოსპისა და ბარდას ნაშთები; შინაურ ცხოველთა: ცხვრის, ძროხის, თხის, ღორისა და ძაღლის ძვლები. გათხრების შედეგად მოპოვებულმა მასალამ გვიჩვენა, რომ არუხლოს მცხოვრებნი თავიანთ ყანებს რწყავდნენ და მომკილ ხორბალს ლეწავდნენ. ამ სურათს იმავე პერიოდის ან თითქმის თანადროულ, ახლო აღმოსავლეთის ადრე სამიწათმოქმედო მონაცემებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელებში კულტურული ხორბლის გაცილებით ნაკლები (2 ან 3) სახეობაა აღმოჩენილი. მხოლოდ ჩრდ. ერაყში გათხრილ ძეგლზე (ძვ. წ. V ათასწლეული) დამოწმდა 5 კულტურული სახეობის ხორბალი... მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 22 სახეობიდან საქართველოში აღწერილი

და რეგისტრირებულია 14, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე ათეული სახესხვაობა და ჯიში. ამათგან 5 სახეობა ენდემურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული. ხორბლის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება სხვაგან არსად გვხვდება” (დავით ჯაფარიძე, ჟურნალი “მუდმივი”... 2(42)2009.).

რაც შეეხება ღვინის კულტურას. აქაც ერთერთი პირველები ჩვენ ვართ. ამდენი ჯიშის ვაზი სხვა ხალხებს არ გამოუყვანიათ: “ჩვენში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული, სახელდობრ: კახური _ 80, ქართლური _ 72, იმერული _ 75, რაჭა-ლეჩხუმური _ 50, მეგრული 60, გურული 53, აჭარული 52, აფხაზური _ 58 და სხვა. საქართველოში 2,5-ჯერ მეტი ვაზის ჯიშია, ვიდრე აზერბაიჯანში (200), 5,5-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში (90), 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე შუა აზიაში (200), 3,5-ჯერ მეტი ვიდრე დაღესტანში (150).» (დემურ ბახტაძე, ქართველთა ტრადიციული საკვები პროდუქტები და სასურსათო უსაფრთხოება”, თბილისი, 2009).

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ ამ კულტურაშიც ჩვენს პიონერობას. ხოლო ღვინის სარიტუალოდ გამოყენება ისე არსად იციან, როგორც საქართველოში, ტრადიციულად. ჩვენთან პურობისას ღვინის სმა ლოცვაა (რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოეთის ქვეყნებზე, სადაც ვაზის კულტურა არ არის).

დაბოლოს, პურის ცხობისათვის აუცილებელი არის ცეცხლი. მითის მიხედვით, ცეცხლი კაცობრიობას მოუტანა პრომეთე-ამირანმა, რომელიც კავკასიონის შვილი იყო და კავკასიონზევე მიაჯაჭვეს.

აქ, კავკასიაში არის ჩვენი სამშობლო, პურისა და ღვინის ქვეყანა - ახალი აღთქმის ქვეყანა. ამიტომაც არის საქართველო ლაზარე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq