|
|
ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).
|
|
იძულებითი განმარტება: რა თქმა უნდა, არავითარი ლაპარაკი არ არის ქართველი ერის სემიტური წარმომავლობის შესახებ, რაც არამეცნიერულად მიმაჩნია. ქართველი ხალხი ანთროპოლოგიურად და ლინგვისტურად იბერიულ-კავკასიურ ოჯახს მიეკუთვნება.
|
|
იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში „აბდულმესიანი“, კარგად ჩანს ქართული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები. დღეს გავიხსენოთ ამ შესანიშნავი ჰიმნის პატარა ნაწყვეტი, სადაც გადმოცემულია ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა იესიანობისა და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობის ცოდნა.
|
|
ცნობები საქართველოსა და ბერძნულ–ქართული მითების შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ მიეწოდებოდა მხატვარს ამერიკის ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელისაგან და ეს ეპიზოდები ქართული საეკლესიო და საერო ისტორიის ფრაგმენტებად მოიაზრებოდნენ, სადაც ისტორიის მთელ ქსოვილში თავისი საგანგებო ადგილი დათმობილი ექნებოდა იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებასაც!
|
|
მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: " ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია".
ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ.
გთავაზობთ ჩემს წერილს, რომელიც გამოქვეყნდა დაახლოებით ექვსი წლის წინ და შესულია ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". წიგნი გამოიცა 2007 წელს.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით royalclubofgeorgia@gmail.com
ავტორი
|
|
ძმობის, ერთობისა თავისუფლების იდეები სხვა ხალხებსაც უტარებიათ, მაგრამ ბიძაშვილობის, სტუმართმასპინძლობის, სხვებისათვის თავის გაწირვის ჩვეულება ასეთი გამჯდარი სისხლში და გენში ბევრ ერს შეიძლება არ ჰქონდეს.
ეს კი, შემთხვევით არ ხდება, როგორც ჩანს ღმერთი რაღაცისათვის გვამზადებს, რაღაცით უნდა დავეხმაროთ კაცობრიობას...
თუმცა, მანამდე არაერთი გამოწვევისათვის პასუხის გაცემაა საჭირო, არაერთი ხიფათია გადასატანი, და განსაცდელთაგან უფალი დაგვიცავს...
ამ გზაზე გერონტი ქიქოძისა და სხვა დიდი იდეოლოგების ნააზრევს დიდი მნიშვნელობა აქვს.
|
|
დუგინი და მისი მეგობრები ხშირად ადიან რაიმე მაღლობზე და „მოუწოდებენ ევრაზიის სულებს დახმარებისათვის“, ევრაზიის ტერიტორიათა დაპყრობისათვის. არაერთხელ აღუნიშნავთ, ამგვარად თემურ ლენგის თუ სხვათა საიუბილეო თარიღები...
|
|
ციხე-ტაძრის, ციხე-მონასტრის სიმბოლოკა მხოლოდ წარმოსახვითია ერისკაცთათვის. მონასტერში განდეგილ ბერთაგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი წმინდა ლოცვით კაცობრიობას შანსს აძლევენ და მაგალითს, ერისკაც ტრადიციონალისტ-ნაციონალისტებს, ტრადიციონალისტ-დემოკრატებს, „ბერ-მეომრებს”, რომელნიც განდეგილნი არ არიან, აქვთ თავიანთი წარმოსახვითი (რეალურად წარმოსახვითი თუ წარმოსახვითად რეალური) ციხე-ტაძრები (საკუთარი შინაგანი ბუნება, ცხოვრების წესი, ოჯახი, გული...), საიდანაც გადადიან ხოლმე შეტევაზე იდეოლოგიურად, მორალურად თუ ფიზიკურ პლანში.
|
|
მატიანე კარგად გვამცნობს, სარწმუნოებრივი საბურველით, როგორი იყო ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლის, წმინდა ვახტანგ გორგასლის ქმედებანი. როცა მისი მიწები გამოსახსნელია ბიზანტიისაგან, იგი სამართლიანობის და სამშობლოს მხარეზეა და ებრძვის აგრესორებს, თუნდაც ქრისტიანულ ქვეყანას - ბიზანტიას. როცა იერუსალიმია გამოსახსნელი და ქრისტიანებია გადასარჩენი, როცა რეგიონში მშვიდობაა შესანარჩუნებელი, ის მზადაა იბრძოლოს სპარსთა მეფის ინტერესებისათვის. თუმცა ამ ომშიც ცდილობს დაარწმუნოს სპარსელები, რომ ნაკლები იყოს ხოცვა-ჟლეტა და მეტი მიიღწეს დიპლომატიით.
ასეთი ქართული გეოპოლიტიკა თუ მსოფლშეგნება.
|
|
კავკასიაში მიმდინარეობდა დიდი დაპირისპირება მართლმადიდებლურ ეკლესიას ანუ იბერიის (ქართლის) სახელმწიფოსა და მონოფიზიტურ ერესს, ანუ არმენულ ეკლესიასა და თუნდაც პოტენციურ სახელმწიფოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არმენულ სახელმწიფოებრიობას კარგი დღე არ ადგა (აღარ ჰქონდათ), არმენული ეკლესია, ერთგვარად, მაინც ახერხებდა ალბანეთის ეკლესიაზე გავლენის გავრცელებას (სპარსეთის დახმარებით).
|
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|