საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი – საქართველოს ლეგიონის ერთ–ერთი მეთაური.
ნიკოლოზ ცინცაძე

ფრიდრიხ ვერნერ გრაფ ფონ დერ შულენბურგი (დ. 1875 გ. 1944) ცნობილი გერმანელი დიპლომატი და 20 ივლისის შეთქმულების მონაწილე.

  შულენბურგი ძველი გერმანული საგრაფო საგვარეულოს შთამომავალი იყო. ცნობილია რომ ამ გვარის ფუძემდებელი, ჯვაროსანი რაინდი ვერნერუს დე შულენბერგი იყო. სახელი ციხესიმაგრე შულენბურგიდან მოდის.  ამ გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს ფელდმარშლები, გენერლები , მაღალი რანგის ოფიცრები და ეპისკოპოსები იყვნენ. სხვადასხვა დროს შულენბურგებს გერმანიაში, ინგლისში, დანიასა და რუსეთში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

  ფრიდრიხ ვონ დერ შულებერგი იყო ცნობილი გერმანელი ფელდმარშლის, იოჰან მატიას ფონ დერ შულენბერგის შთამომავალი. დაიბადა პრუსიის არმიის ობერსტლეიტენანტის (ვიცე–პოლკოვნიკის) ოჯახში. იმსახურა პოცდამის მეცხრე ინფრანტერიის პოლკში, სწავლობდა ჰუმბოლტის და მიუნჰენის უნივერსიტეტებში. 1900 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.

  პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, შულენბურგი მოღვაწეობს არმიაში რეზერვის კაპიტნის რანგით. მარნის ბრძოლის შემდეგ დაინიშნა საარტილერიო ბატარეის მეთაურად. 1915 წელს გახდა გერმანიის კავშირის ოფიცერი თურქეთის არმიაში, სწორედ ამ დროს მიიღო მონაწილეობა საქართველოს ლეგიონის მართვასა და ორგანიზებაში. ამ პერიოდში მიიღო რკინის ჯვარი.

  1918 წელს გერმანიის დე

წინაპარი ფერდმარშალი - იოჰან მატიას ფონ დერ შულენბერგი
ლეგაციის წევრია საქართველოში. დიდი როლი ითამაშა საქართველო–გერმანიის შეთანხმების მომზადებაში, ეხმარებოდა ქართველებს სახელმწიფო დოკუმენტების შედგენაში. შემდგომში ოფიციალურად წარმოადგენს გერმანიას საქართველოში. სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა ქართველ ემიგრანტებთან. ხელს უწყობდა ქართველ ახალგაზრდებს გერმანულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასვლაში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს გერმანელთა კავშირი.

  1934–1941 წლებში იყო მესამე რაიხის ელჩი საბჭოთა კავშირში. 1943 წლიდან ჩართულია წინააღმდეგობის მოძრაობაში. მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირთან მშვიდობის დამყარება. განიხილებოდა  ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილეების მიერ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრად.  1944 წელს, ჰიტლერის წინააღმდეგ, კლაუს შენკ ფონ  შტაუფენბერგის მეთაურობით ,  უშედეგო შეთქმულების შემდეგ, შულენბურგი დააპატიმრეს. 23 ოქტომბერს სიკვდილი მიუსაჯეს ,  10 ნოემბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

  მიღებული აქვს პრუსიის სამეფოს მეორე ხარისხის რკინის ჯვარი, გერმანული არწივის დამსახურებების ორდენი და თამარ მეფის ორდენი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq