საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

”მოსკოვი ამზადებს საქართველოს ლიკვიდაციას!”
georoyal.ge

ასეთი სათაური აქვს ოპოზიციურ ჩეჩნურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალას, სადაც კომენტირებულია სომხურ საიტ ”newsarmenia.ru”-ზე დაბეჭდილი წერილი, რომელიც იუწყება, რომ ”უახლოეს ხანში რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდება სომხეთს საქართველოს გავლით!”

აი, რა წერია სომხურ საიტზე:

”სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ჩერნოვმა საერთაშორისო კონფერენციის - ”სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის” მონაწილეებს განუცხადა, რომ  უახლოეს მომავალში გაჩნდება პირდაპირი საზღვარი რუსეთსა და სომხეთს შორის!

”ახლა სომხეთში ბევრს აეჭვებს, როგორ შეიძლება ფუქნქციონირებდეს რესპუბლიკა საბაჟოსა და ევრაზიულ კავშირებში, თუკი მას ამ ქვეყნებთან საერთო საზღვარი არ ექნება. ნუ ღელავთ - ეს დიდი ხნის პრობლემა არ არის. რუსეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი საზღვარი გაჩნდება და ეს უახლოესი მომავლის საკითხია. რუსეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით პირდაპირ გამოვა სომხეთზე!” - დააიმედა ჩერნოვმა მსმენელები.

ჩერნოვის განმარტებით, ეს მოხდება ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს აქვს ჩაყრილი.

”ძირითადი გზა, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასია და დასავლეთ ყაზახეთი სასომხეთთან უნდა დააკავშიროს, ეს არის ტრანსკავკასიური მაგისტრალი; ამჟამად არსებობს საავტომობილო გზა, რომელიც ვლადიკავკაზს ცხინ

ვალთან აკავშირებს და გადადის სომხეთში. მოხდება მისი მოდერნიზება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე, რომ მასზე შეეძლოს გავლა ყველა სახის შემადგენლობას - დაწყებულს მძიმე საბრძოლო ტექნიკიდან და სასაქონლო ტვირთების ჩათვლით - განმარტავს ჩერნოვი და დასძენს - აქვე გადაიჭრება ოსეთის საზღვრების საკიხიც - ჯავახეთს უშუალოდ ესაზღვრება თრიალეთის ოსეთი, საიდანაც განდევნილია 30 ათასი ოსი. დავაყენებთ ამ რეგიონის მოსახლეობის უფლებების საკითხს... ეს ეხება ყაზბეგის რაიონსაც, სადაც გადის საქართველოს სამხედრო გზა და შევცვლით ოსეთის საზღვრებს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეცვლასთან ერთად”!

ამგვარად, ექსპერტის დასკვნით, რუსეთი ტრანსკავკასიური მაგისტრალით და სარკინიგზო რკინიგზით ამიერკავკასიაზე, სახელდობრ, სომხეთზე მიიღებს პირდაპირ გასასვლელს. ამასთანავე, ჩერნოვმა, თავისი ფიქრით, დაამშვიდა აუდიტორია, რომ რუსული სატრანსპორტო პროექტი არ ითვალისწინებს კონფლიქტის გადაჭრის საომარ სცენარს!

”დავხედოთ რუკას, - თავის მხრივ დაასკვნის ჩეჩნური საიტი - მოსკოვის გეგმის განსახორციელებლად, როგორც მინიმუმი, საჭიროა საქართველოს შუაზე გაწყვეტა - ჯავახეთის სომხეთზე მიერთება და ე.წ. ”თრიალეთის ოსეთის” (სინამდვილეში საქართველოს ისტორიული შიდა ქართლის) სამხრეთ ოსეთთან მიერთება.

ასე წყდება საქართველოს ბედი და ამ დროს თბილისიდან ხსენებულ  თემაზე კომენტარები არ ისმის”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq