საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

უკრაინა იცავს რუსეთისაგან თავის დამოუკიდებლობას!

ოთხშაბათს დილით ”ბერკუტის” სპეცდანიშნულების რაზმები შეესივნენ კიევის ადმინისტრაციის შენობას და ცრემლსადენი გაზით შეუტიეს იქ გამაგრებულ ეროვნულ ძალებს. შენობის დამცველებმა ჩართეს ბრანდსპოიტები და ”ბერკუტოველებს” ყინულივით ცივი წყალი ასხეს ზემოდან, რომელსაც ცხელ წყალს უნაცვლებდნენ და თან შეშებს აყრიდნენ. ”ბერკუტმა” უკან დაიხია!

”ბერკუტს” გარს შემოერტყნენ ასობით დემონსტრანტები და უყვიროდნენ "Зека - геть!" (”მოგვაშორეთ ტუსაღი” – ”Зек” – ”ტუსაღი” პრეზიდენტ იანუკოვიჩის მეტსახელია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ორჯერ იჯდა ციხეში).

ავად სახსენებელი ”ბერკუტი” მთელი ღამე უტევდა თავისუფლების მოედანს, მაგრამ ხალხმა შეინარჩუნა მოედანი. ოთხშაბათს დილიდან დამოუკიდებლობის მოედნისაკენ მოდის ათასობით ადამიანი. ისინი მეტრო ”თეატრალურიდან” მანქანებით მოემგზავრებიან, რადგან სადგურები თავისუფლების მოედანსა და კრეშჩატიკზე გადაკეტილია ” მასობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად”.

”ბერკუტმა” დატოვა თავისუფლების მოედანი სიტყვებით: ”ერთი ბრძანება მოგვსვლოდა, ძირიანად მოგთხრიდით!”.

დეპუტატი ”ბატკივშჩინას” ფრაქციიდან, ალექსანდრე ბრაგინეცი იუწყება: ”9-საათიანი შერკინება ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა - საჭიროა ომის მოგება!”

სრულიად უკრაინა ფეხად არის ამდგარი: მაგალითად, ”ევრომაიდანზე” ასობით ადამიანია ჩამოსული ლვოვიდ

ან, ქალაქიდან, სადაც ადამიანები მასობრივად ტოვებენ რეგიონთა პარტიას -  ლვოვში მთელი ღამე  მოძრაობდნენ ავტოკოლონები ხმამაღალი საყვირებით და კრებდნენ ხალხს კიევში გასამგზავრებლად. თვით ხელისუფლებისადმი ადრე ყველაზე უფრო ლოიალურ ქალაქში - დონეცკშიც კი ითხოვენ მინისტრთა კაბინეტის გადადგომას!

”იანუკოვიჩმა ასობით ძალოვანი შემოყარა მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად. მას აქ ბელორუსიის მოწყობა უნდა. მაგრამ მან არ იცის, რა არის უკრაინა. და ვერ გაიგებს ვერასოდეს!” -ამბობს ”ბატკივშჩინის” ლიდერი არსენი იაცენიუკი .

რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლისათვს უკრაინაში ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq