საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ქართველები უკრაინელი დეპუტატის შავ სიაში
georoyal.ge

საიტი ”unian.net”-ი იუწყება, რომ უკრაინის რეგიონების დეპუტატმა ოლეგ ცარიოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს წარუდგინა იმ უცხოელთა სია, ვისი უკრაინაში ყოფნაც შეიცავს საშიშროებას სახელმწიფოს ნორმალური ცხოველქმედებისათვის.

უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, ცარიოვის მტკიცებულებით, გარედან არის მართვადი და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტტექნოლოგები და საპროტესტო აქტივობის სპეციალისტები, რომლებიც ძირს უთხრიან ეროვნულ უსაფრთხოებას და უკრაინელ ხალხს უბიძგებენ სამართალდამრღვევი მოქმედებისაკენ.

ეს ადამიანები, უკრაინულ ოპოზიციასთან თანამშრომლობით   ემსახურებიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს.

ამიტომ ცარიოვი ამ უწყებებს თხოვს უკრაინაში ყოფნა აღუკვეთოს შემდეგ პირებს:

1.      ალექსეი სიტნიკოვი - რუსეთის ფედერაცია

2.      სტანისლავ ბელკოვსკი - რუსეთის ფედერაცია

3.      ბრაინ ფინკი - აშშ

4.      ტიმოფეი სერგეიცევი - რუსეთის ფედერაცია

5.      მირონ ვასილიკი - აშშ

6.      ნიკოლაი გასტელო - რუსეთის ფედერაცია

7.      გლებ პავლოვსკი - რუსეთის ფედერაცია

8.      ევგენი მინჩენკო - რუსეთის ფედერაცია

9.      ტარას კუზიო - დიდი ბრიტანეთი

10.  ანდრეას უმლანდი - გფრ

11.  მიხეილ სააკაშვილი - საქართველო

12.  გიორგი ალასანია - საქართველო

13.  ლევან ვარშალომიძე - საქართველო

14.  გიორგი თარგამაძე - საქართველო

15.  ლევან ჩიკვაიძე - საქართველო 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq