საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ქართველი დედოფლის ნაღვაწის წაშლილი კვალი მოსკოვის ტაძარში

როგორც რუსული ”ვიკიპედია” იუწყება, მოსკოვში, მეტრო ”სოკოლთან”, ვსეხსვიატსკოეში  მდებარეობს ყოველთა წმიდათა ტაძარი, რომელიც 1733-1736 წლებში აგებულა იმერეთის დედოფლის - დარეჯან არჩილის-ასულის ინიციატივით.

ქართული ”ვიკიპედია” საგანგებოდ აღწერს ტაძრის მიმდებარე სასაფლაოს:

”ვსესვიატსკოეს (ვსეხსვიატსკოეს) სასაფლაო (რუს. Всехсвятское кладбище) — სასაფლაო რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის, მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოკრუგის სოკოლის რაიონში. დაკრძალული არიან საქართველოდან XVIII საუკუნეში გადახვეწილი ქართველი დიდებულები — ბაგრატიონები, ციციშვილები (ციციანოვები) და სხვა, მათ შორის ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან სულხან-საბა ორბელიანი და პეტრე ბაგრატიონის მამა იოანე (1730—1795). XIX საუკუნის ბოლოს აქ ასაფლავებდნენ მდიდარ გლეხებს, ამასთან, საფლავის ძველ ქვებს ხშირად ანადგურებდნენ ან ადგილს უცვლიდნენ.

სასაფლაო არსებობდა 1982 წლამდე, რის შემდეგაც განადგურდა მოსკოვის ფარგლებში სასაფლაოთა ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებით. ერთ-ერთი ვერსიით საფლავის ქვების აღება გამოიწვია მეზობელი „გენერლების სახლის“ მაღალი თანამდებობის პირ მაცხოვრებელთა სურვილმა, არ ჰქონოდათ ხედი სასაფლაოზე.

მიუხედავად ამისა, ჩვენს დრომდე შემორჩა ზოგიერთი საფლავის ქვა, მათ შორის, იოანე ბაგრატიონისა, რომელიც აღმართა მისმა ვაჟმა, დიდმა მხედართმთავარმა, პეტრე ბაგრატიონმა. მონუმენტს აქვს მაღალ პოსტამენტზე მდგარი კანელირებული პირამიდის სახე.  იოანე ბაგრატიონის საფლავის ქვამ რამდენჯერმე შეიცვალა თავისი ადგილი. ამჟამად ის დგას ტაძრის ჩრდილოეთით „ხალხთა შერიგების“ მემორიალთან. ი. ბაგრატიონის საფლავის ქვა ფედერალური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია.

სასაფლაოს ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობაა დაგეგმილი. უკანონო მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, მაგრამ ხმაურის ატეხვის შემდეგ შეჩერდა, 2011 წლის ზაფხულში კი ისევ განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რუსეთის კულტურის სამინისტროს ძეგლებს შორის ირიცხება და უწყებას მასზე ზრუნვა ევალება, სამინისტრომ ტაძრის აღების გადაწყვეტილება მიიღო”.

ქართულ ისტორიასთან დაკავშირებული ამ კულტურული ძეგლის შესახებ სულ უკანასკნელი ინფორმაცია ვრცელდება ჟურნალისტ ნიკურაძის მიერ ფეისბუკში გავრცელებული მასალიდან, სადაც ის იუწყება, რომ ტაძრის ქართული პანთეონი აღარ არსებობს, ხოლო სულხან-საბას საფლავზე ტაძრის მსახურთ ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

"სავარაუდოდ, ორბელიანი ტაძარშია დაკრძალული, მაგრამ ამის მაუწყებელი ნიშანი არ არსებობს. გადარჩენილია მხოლოდ მეფე არჩილის ასულის, ბატონიშვილ დარეჯანის სახელდების ქართულენოვანი ეპიტაფია, რომელიც რუსი არმიელების ბიუსტების გვერდითაა ჩადგმული. ტაძრის ეზოში, იქ , სადაც ბაგრატიონების, ციციშვილების, გარსევანიშვილების და მეფე არჩილის შთამომავლების საფლავები იყო, "ვეშჩევოი რინოკის" ქვის გრძელი შენობა დგას," - წერს ნიკურაძე.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq