საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

გაფრთხილების ნიჭი
ვასილ კიკნაძე

ოდითგან მოგვდგამს უცხოურის (სიტყვა საუცხოოც ამიტომ დამკვიდრდა ქართულ ენაში) თაყვანისცემის კულტი. კარგია თუ ცუდი - დიდი და რთული საკითხია, რომელსაც ერთნიშნა პასუხი არა აქვს.

1892 წელს თბილისში პუშკინის ძეგლი დაიდგა. შეწირულობით შეგროვილი ფულით აუგეს დიდ პოეტს ძეგლი. პუშკინმა იმდენი პოეტური სიტყვა უთხრა საქართველოს, რომ მარტო ამისთვისაც (სხვაც რომ არ იყოს) ეკუთვნის ძეგლი.

ქართველ ხალხს სულს უხუთავდა რუსეთის ცარიზმი, ენას ართმევდა, არუსებდა და მაინც ქართველი თავისი დედაქალაქის მთავარ მოედანზე რუს პოეტს ძეგლს უდგამდა. დიდებული ფაქტია! ამასთანავე, ეს იყო საერთოდ პირველი ძეგლი საქართველოში (იოსებ გრიშაშვილის ცნობით). აი, ამის შემდეგ ,,ივერიამ’’ მოუწოდა ხალხს: ,,შარშან ზაფხულში ძეგლი დაუდგეს რუსეთის გამოჩენილ პოეტს პუშკინს, ახლა კი საჭიროა ქართველმა საზოგადოებამ იფიქროს შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად’’ (ხაზგასმა ჩემია). მე არ ვიცი მსოფლიოს რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში თუ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ თავის გენიალურ პოეტს სამშობლოში ძეგლი არ ედგას და სხვას უდგამდეს ძეგლს? ,,აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს - ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არ ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არ ჰქონდეთ აღმართული. რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა თუ პატარამ დაიმახსოვროს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალ-წინ იყოლიოს”

”დიდმა და პატარამ დაიმახსოვროს თავისი სახელოვანი კაცი” - გამაფრთხილებელი ზარივით ისმის ილიას სიტყვები.

ამ სიტყვების აზრს შემდეგ გაიმეორებს სანდრო ახმეტელი წერილში ”ჩვენი უბედურება”. სათაურშივე ჩანს ახმეტელის პოზიცია. ”ხშირად ჩემს თავს ვატყუებ,  სიმართლეს განგებ გავურბი, თვალს ვხუჭავ, ყურს ვიყრუებ. რა ვქნა, რომ აღარ მინდა ვიცოდე ზოგჯერ ასეთი საქციელი ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც გამცირებს და გარცხვენს შენ, როგორც ქართველს. რით დავშოშმინდე, როდესაც უპატივცემულობას და დაუდევრობას ვხედავ ჩვენი წარჩინებული და სახელოვანი მოღვაწეების მიმართ”.

აი, ასეთ ფართო ეროვნულ სატკივრად განიცდება ჩვენი გულგრილობის ყოველი ფაქტი. თუ რამე გვაკლია ქართველ ხალხს - ერთმანეთის გაფრთხილების ნიჭი. ალბათ, ეს ერთადერთი ფენომენია, რომელიც ღმერთმა ჩვენს მდიდარ ბუნებას არ დაანათლა. რა საკვირველია, ამ აზრის საპირისპირო მაგალითების მოტანაც შეიძლება. მაგრამ მთავარი ხომ ცალკეული შემთხვევები არ არის?!

გულგრილობაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს! რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო: რა დიდი ხანია მას აქეთ მაკო საფაროვა-აბაშიძისა რომ გარდაიცვალა (1940 წელს), მაგრამ ვიცით სად არის დაკრძალული? - არა. დაიკარგა საფლავი.  მხოლოდ ეს ფაქტი? - სხვაც ბევრია ანალოგიური შემთხვევები. აღარ ჩამოვთვლი. მკითხველმა იცის მათი სახელები.

ყოველივე ეს როგორი სხვადასხვა მიზეზებითაც არ უნდა აიხსნას, მაინც საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმის გამოვლენაა (თუ შედეგია!?).

ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ს. ახმეტელის ტრაგიკულ ბედზე და ეს გასაგებიც არის. მოხდა გამოუსწორებელი დანაშაული, მაგრამ რით დასრულდა 1933 წელს კოტე მარჯანიშვილის სიცოცხლე? ტრაგიკული იყო მისი ბოლო წლები. როგორი შთაგონებით ემსახურა ქართულ კულტურას, პირდაპირ რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ქართულ თეატრში და ბოლოს საქართველოში აღარ დაედგომებოდა. მოსკოვში წავიდა, რათა აღარ დაბრუნებულიყო. სიკვდილის წინა დღეს კინორეჟისორ შოთა მანაგაძეს შეხვედრია, შინ მიუწვევია. საქართველოში დაბრუნებაზე ჩამოუგდია სიტყვა ახალგაზრდა რეჟისორს. კოტე მარჯანიშვილს უჯრიდან ამოუღია თბილისიდან გაგზავნილი წერილი და წაუკითხავს. -ამის შემდეგ უნდა დავბრუნდე? - უკითხავს დიდ რეჟისორს. წერილი აუწყებდა მის წინააღმდეგ შეთქმულების ამბავს.

ბავშვივით აღტაცებული იყო, როცა 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა. ”მე გამაოცა საქართველოს მზემ”, - წერდა იგი. რას იფიქრებდა, რომ ათიოდე წლის შემდეგ ისევ ჩრდილოეთში მოუწევდა დაბრუნება და სიკვდილამდე ორი თვით ადრე სულისშემძვრელ სიტყვებს დაწერდა: ”ცხოვრების დასასრულს მარტოობაში აღმოვჩნდი”.

ჩვენი გაუფრთხილებლობის კიდევ ერთი მაგალითი! საკითხის ერთობ გამარტივება იქნებოდა გვეძებნა ვინ ვის არ გაუფრთხილდა. საქმე თვით მოვლენის არსშია, გაუფრთხილებლობის ”ფენომენის” დათრგუნვაშია. ზოგჯერ აუხსნელიც კია, რა ფაქტორები ქმნიან გულგრილობის სენს, რომელიც ერთბაშად შეიპყრობს ხოლმე საზოგადოებას. მთელმა ქალაქმა, სოფელმა იცოდა თურმე, რომ ილია უნდა მოეკლათ, მაგრამ ვერავინ  ვერ გაალღო გულგრილობის ყინული, სანამ თოფმა არ დაიჭექა. ”მხოლოდ ძლიერად უნდა გვიბიძგოს რაიმემ და ღრმად უნდას შეგვძრას” (ს. ახმეტელი), რომ გონს მოვიდეთ.

რაკი საქართველო მარტო დღევანდელობა არ არის, მაშასადამე უნდა გავუფრთხილდეთ ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებსაც. ამ მთლიანობაში უნდა იაზრებოდეს ”დიდი” და ”პატარა” საქართველოს სულთა ერთობა, მათი შინაგანი კავშირი და სულიერი კონსოლიდაციის აუცილებლობის იდეა. ვიდრე ქვეყანა გარშემორტყმული იყო მუსულმანურ სამყაროსაგან და მტრის სახეც ნათლად და გარკვევით ჩანდა, მთელი ენერგია მტრის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხოლო, როცა ასეთი აშკარა მტრის სახე მეგობრობამ შეცვალა, კონფლიქტის ცენტრი შიგნით იქნა გადატანილი და ტრაგედია თვით ქართველებს შორის დატრიალდა. ახლა საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთმანეთს ლექსებით აგინებენ. ქვეყანას კი სამაგალითოდ სჭირდება მათი ღვაწლი და ამაგი!

ისევ გვღალატობს გაფრთხილების ნიჭი! ”იქ, ევროპაში თვითეული მამულის-შვილი ისე უფრთხილდება ერისთვის მოღვაწე კაცის სახელსა, პატიოსნებას, დიდებას, როგორც საკუთარ თავისას”. ილია სულ მუდამ ამას სჩივის, სწუხს, შთააგონებს ხალხს, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ ”ერისთვის მოღვაწე” კაცს, მაგრამ განა ამან ხელი შეუშალა ყოველი ქართველისათვის სიმართლე ეთქვა? უცნაური რამ ხდება: ათეული წლობით დამკვიდრდა უშეცდომო ადამიანთა რაღაც სქემების შექმნის ტენდენცია. ადამიანი ან არ უნდა შეცდეს, ან არა და თუ შეცდა - განადგურდეს. მას  ადამიანური შეცდომის უფლება წაერთვა. ესეც დიქტატურის დანაშრევია, სტალინიზმის გამოვლენაა.

”არ დავიწყება მოყვრისა” ეროვნული თვითშეგნების ნიშანია.

ყურადღებისა და გულისხმიერების ატმოსფერო არის ხელოვანის სიცოცხლის წყარო სიბერის ჟამს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი თეოფანე აღმსარებლის, კანონმთქმელის, ნიკეის ეპისკოპოსის (+დაახლ. 850) ხსენების დღე.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I) ხსენების დღე.
gaq