საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

მთავარია არ მოხდეს სამეფო იდეის დისკრედიტაცია (საუბარი არქიმანდრიტ მამა რაფაელთან)

-საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. გვაქვს კი დღევანდელ ქართველებს დამსახურებული ზეციური დედოფლის მეოხება და სიყვარული?

 

- ღვთისმშობელს თავისი დაპირებები უკან როდი მიაქვს. დედა ღვთისა დღესაც მფარველობს საქართველოს, როგორც წინათ მფარველობდა. მაგრამ იმ ფაქტს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, უნდა ვუყურებდეთ არა როგორც პრივილეგიას, არამედ როგორც პასუხისმგებლობას. პალესტინა ის ქვეყანაა, სადაც თვით მაცხოვარი ცხოვრობდა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ ტანჯვა და განსაცდელი არ დაჰკლებია მას. რაც უფრო ახლო დგას ხალხი ღმერთთან, მით მეტი ტანჯვა-განსაცდელი ერგება მას. ყველაზე მეტად ქრისტეს მოწაფეები ევნენ და არც წმინდა მოწამეებს დაჰკლებიათ ვნება. ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი ღირსება და პატივია. ამაზე დიდი ბედნიერება ქრისტიანისთვის არ არსებობს.

 

-  როგორ უნდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ქრისტეს სახელისთვის თავშეწირულ ჩვენს ქვეყანაში დღეს, როგორც არასდროს, მომრავლებულია მწვალებლური სექტები. რით უნდა ავხსნათ მათი ამგვარი აღზევება?

 

- ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ მტრებისაგან. სექტანტები დღეს განსაკუთრებული ყურადღებით არიან გარემოცულნი თავიანთი დიდი კოლექტივის წევრებისაგან. საკუთარ წევრს სექტა აძლევს გარკვეულ დასაყრდენს, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს და ის ზედმეტად არ გრძნობს ამ წრეში თავს.

აქ მარტო ეკონომიკურ დახმარებაზე როდია ლაპარაკი. სექტაში ეძებენ ადამიანებს. ჩვენ კი არაიშვიათად განვაგდებთ მათ,

როდესაც ეკლესია დევნილობაშია, მაშინ ის უფრო მეტი მზრუნველობით ეპყრობა მრევლს. ამდენად, დევნილობას აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. იგი შინაგანად რაზმავს, ერთი რწმენით შეკრებილი ადამიანების მობილიზებას ახდენს.

 

-შეიძლება თუ არა საქართველოსთვის სულიერად განმამტკიცებელი იყოს გავრცელებული მოსაზრება, რომ ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება. რამდენად მართებულია ასეთი წინასწარმეტყველება?

 

- წმ. სერაფიმე საროველი ამბობდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია ათონის მთა და საქართველო, კიევი და დივეევო. წმ. ნინოს ”დაუჯდომელში’ ვკითხულობთ, რომ ბოლო ჟამს გაბრწყინდება საქართველო!

 

-მაგრამ დღეისათვის რუსულად გამოცემულ ”წმინდა ნინოს ცხოვრებაში” მოხსენიებულია ფაქტი, თითქოს სვეტიცხოველიდან გატანილი იყოს ქრისტეს კვართი. საქართველო კი, ყველას მოგვეხსენება - კვართის მადლმოსილებას ემყარება. რას უნდა მივაწეროთ ამ ყალბი ცნობების ტირაჟირება?

-შაჰ-აბასმა რუსეთის მეფეს გაუგზავნა მდიდრული ზარდახშა, რომელშიც იდო პერანგი და უწყება, რომ ეს არის ქრისტეს კვართი. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლება სკეპტიკურად მოეკიდა ამ საჩუქარს, იმ მოსაზრებით, რომ ერეტიკოსთა მოწმობანი რწმენის საკითხებში ანგარიშში არ ჩაითვლება. თუმცა, სამეფო კარისა და ეკლესიის მიერ სამოსი გატანილ იქნა მორწმუნეებთან და მისგან კურნება მიიღეს.

კვართის საქართველოში არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი ფაქტები:

პირველი: მეფე თეიმურაზი ატყობინებს რუსეთში იმ სიწმინდეების შესახებ, რაც საქართველოდან გაიტანეს სპარსელებმა და მათ შორის არ იხსენიებს მაცხოვრის კვართს;

მეორე: მღვდელმონაზონი არსენი სუხანოვი, რომელიც აღმოსავლეთში მოგზაურობდა, საქართველოს შესახებაც ჰყვება თავის წიგნში, სადაც აღნიშნავს, რომ სვეტიცხოველში დაკრძალულია ქრისტეს კვართი. მისი მგზავრობა კი შედგა შაჰ-აბასის მბრძანებლობის ხანის შემდგომ...

 

-და სწორედ ეს ქრისტეს კვართია იმ ხატის საძირკველში, რომელსაც თქვენ მშვენიერი წიგნი უძღვენით: - ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდების” ხატი...

 

-მე ვთვლი, რომ ხატი იხედება მარადისობიდან. ამიტომაც, ეს ხატი მოიცავს წარსულს, აწმყოს და მომავალს. მაგრამ, მთავარია, რომ ხატი ასახავს ისტორიულ სინამდვილეს; ამავე დროს აღიქმება მისტიკურ პლანში და მასზე გამოსახულია ეკლესიაში რეალურად დამკვიდრებული სულიერი სამყარო.

 

-როგორ გესახებათ ეს სულიერი სამყარო -  ხატიდან საქართველოს დღევანდელობის რეალურ ცხოვრებაში გადატანილი?

 

-მე მახსოვს ის დრო, როდესაც ეკლესიები ცარიელი იყო, როცა ეკლესიაში ორი-სამი კაცი დაიარებოდა. ქართველი ახალგაზრდობის დღევანდელი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, ეს არის თავისებური ფენომენი - ეს არის ეკლესიური ცხოვრების აღორძინება. ადრე ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა. როგორც ვხედავთ, ხალხში ინახებოდა ვეებერთელა პოტენციალი, რომელიც ახლა გამომჟღავნდა.

 

-მაგრამ ამ პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენას, სულიერების ამ აღზევებას საყრდენად ხომ სახელმწიფოებრივი შენობის სათანადო ფუძე-ბალავარიც სჭირდება. როგორ უცქერით ჩვენში მონარქიული მმართველობის ფორმის შესაძლო აღორძინებას? ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ახალი დროის დიდი საეკლესიო მოღვაწის, იოანე მაქსიმოვიჩის შეხედულება ამ საკითხზე, რომელიც ეფუძნება წმ. იოანე ოქროპირის შეგონებას, რის თანახმადაც: ”მართლმადიდებელ ხელმწიფეებს, ძალაუფლება ექნებათ ხელთ ანტიქრისტეს მოვლინებამდე, ბოროტების გავრცელების შემაფერხებლად”.

 

-იგივე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მეორედ მოსვლის წინ იქნება ანარქია. სახელმწიფოთა დაშლა და რღვევა ემსახურება და წინაპირობას უქმნის ანტიქრისტეს. იოანე ოქროპირი ანტიქრისტესთან დასაპირისპირებლად რომის იმპერიას თვლის დადებით ფაქტორად. რომის იმპერიაში იგი გულისხმობს ორგანიზაციულ-პოლიტიკურ სისტემას, ანუ სახელმწიფოებრიობის მაგალითს.

ხოლო იმისთვის, რომ მოვიდეს ანტიქრისტე, საჭიროა ქვეყნების დაშლა, რათა შემდეგ მოხდეს ცენტრალიზაცია ანტიქრისტეს მეშვეობით. და, თუმცა რომის იმპერიას თვით ქრისტიანთა სისხლშიც აქვს გასვრილი ხელი, იგი ობიექტურად იცავს კანონს და წინააღმდეგია ანტიქრისტესი.

ანტიქრისტეს სწადია რევოლუციები, აჯანყებები, დაშლა-დარღვევა და ანარქიის ნიადაგზე შეიძლება იშვას დიქტატორი, რომელსაც თვით ხალხი ისურვებს. ანტიქრისტე იქნება არა მეფე, არამედ ტირანი. და მაშინ ეს მობრუნება არ იქნება სამეფოსაკენ, ეს იქნება მოძრაობა ტირანიისაკენ.

მე, როგორც მონარქისტული სახელმწიფოებრივი მოწყობის მომხრეს, უფრო მეტად მაფიქრებს სირთულეები მონარქიზმის აღდგენის გზებზე და ამიტომ მოგახსენებთ იმ ხიფათზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ტრადიციულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ფორმასთან დაბრუნებას:

ქვეყანაში შეიძლება მოაწყონ მარიონეტული სამეფო ხელისუფლება, რათა მოხდეს ამ იდეის დისკრედიტაცია. საზოგადოდ, სამეფო ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის გარკვეულ ძალებს, სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, არისტოკრატიას. ხოლო თუ ის პლუტოკრატიას დაეყრდნო, მას დასცინებენ და გააბითურებენ. სამეფო ხელისუფლებაში უნდა დომინირებდეს ზნეობრივი საწყისი. მაგრამ თუ სახელმწიფოებრივი ფორმა მოეწყო ხელოვნურად, და სამეფო ხელისუფლება დაეყრდნო სხვა სტრუქტურებს, რომლებიც დააკნინებენ და შეარცხვენენ მას, მაშინ ის იქნება მონარქისტული იდეის დისკრედიტაცია.

ხალხმა შეიძლება დაუჭიროს მხარი სამეფო ხელისუფლებას, მაგრამ ხალხი ვერ შექმნის სტრუქტურას, რომელსაც დაეყრდნობა ხელისუფალი. მხოლოდ სიმპათიები არ წყვეტენ საქმეს. სერიოზული პირობა გახლავთ, თუ ვისზე იქნება იგი დაყრდნობილი ზნეობრივად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად. მართლმადიდებლური გაგებით  - მეფეს უნდა ჰქონდეს რეალური ხელისუფლება -  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების შემათავსებელი. შეიძლება კი ისე მოხდეს, რომ მას არც ერთი დაუტოვონ და არც მეორე. ასეთ შემთხვევაში სამეფო ხელისუფლება აღმოჩნდება პარალიზებული. მეფე ვერაფერს შექმნის და ხალხს მასზე იმედი გაუცრუვდება. მეფის ხელისუფლების ქვეშ უნდა მოიაზრებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების საძირკველი და დამატებით კიდევ რამოდენიმე სართული. სამეფო ხელისუფლება დიდად საზეო მოვლენაა და ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს იმ ხიფათის შესაძლებლობანი, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ!

საუბარს უძღვებოდა ზ. ქართველიშვილი   

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq