|
მეფე წმიდანი - მირდატი
წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. უმთავრეს მიზნად ქართლის სამეფოს სრული განთავისუფლება და გაძლიერება ჰქონდა დასახული. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხელმწიფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა, ხოლო სპარსეთს, ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა.
საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატი მოძალადეებს მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს, ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.). |
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|