საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

გელათის მძარცველები
გაიოზ მამალაძე
საქართველოდან არა ერთ დამპყრობელს გაუტანია ძვირფასეულობა. ოქრო-ვერცხლი, მარგალიტები, ალმასი, ზურმუხტი, ფირუზისა თუ ლალის თვლები, საფირონი, იშვიათი წიგნები. საქართველოს ძარცვავდნენ სხვადასხვა სარწმუნოების დამპყრობლები. ისინი ასეც უწოდებდნენ თავს, არც მალავდნენ. თუმცა, ჩვენი სარწმუნოების აღმსარებელ რუს დამპყრობლებს რომ ჰკითხოს კაცმა, მათი საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოების გადასარჩენად მოხდა.     
სინამდვილეში კი ასე არ იყო. ჩვენ გვაძარცვავდნენ არა მარტო რუსის ოფიცრები თუ ჩინოვნიკები, არამედ რუსი მღვდელმთავრებიც. ეგზარქოს ევსევის საქართველოში "მოღვაწეობის" დროს, გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას (ლუკა მახარებელი. გ. მ.) მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა, “ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ”. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: "ობოლა”, “კედელა”, “მედეგა”... 
 
ლალი არის ერთ-ერთი უძვირფასესი ქვა კაცობრიობისათვის. ის კეთილშობილ ქვად ითვლება. ადამიანები აღფრთოვანებულნი იყვნენ ლალის თვლებით უძველესი დროიდან. ლალის თვალს ცხოვრების ქვას უწოდებენ. სახელწოდება მიიღო ლათინური რუბბენ-ისგან, რაც წითელს ნიშნავს. 30 კარატზე დიდი ლალი ითვლება უნიკალურად და ძალიან ძვირფასად. ისედაც, ლალის თვალი ძალიან ძვირფასია მისი სიმყარისა და სილამაზის გამო.
 
ძველი ინდიელები, ლალის ქვას, ძვირფასი ქვების ბელადს ეძახდნენ. ძველი სამყაროდან მოყოლებული, ყველაზე მატად ფასობდა ზურმუხტი, ალმასი და ლალი. ეს მინერალი კორუნდია. მისი მსგავსია შემადგენლობით საფირონი. განსხვავება მხოლოდ მეტალის შემცველობაა. საფირონი სხვადასხვა ფერისაა. ლალი კი მხოლოდ წითელი, ოდნავ განსხვავებული შეფერილობებით. 
 
ზოგიერთი ლალის ზედაპირზე, თურმე, შეიძლება დაინახო ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რასაც ასტერიზმი ჰქვია. ასეთი ლალი ყველაზე ძვირფასად ითვლება (ექვსქიმიანი ვარსკვლავი ბაგრატიონებისთვის მათი ლეგენდარული წინაპრის, დავით წინასწარმეტყველის სიმბოლო იყო). მხოლოდ ალმასია ლალის თვალზე მყარი. ამიტომ, მისი დამუშავება ძალიან ძნელია. დიდ ოსტატობას მოითხოვს. დიდი ლალის თვალი ხშირად თავის ზომა ალმასზე ძვირად ფასობს.
 
საინტერესოა თქმულება თამარ მეფის ლალებზე, რომელთაგან “ობოლა” ყველაზე დიდი ყოფილა, “კედელა” ანუ ზღუდე “ობოლას” გამყოფი იყო სხვა მცირე ლალებისაგან, “მედეგა” სიდიდით “ობოლას” უახლოვდებოდა. "ამაღელვებელია ამ ძვირფასი ქვების შეწირვის ლეგენდა. თამარ მეფე გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა და ლალებს იმაგრებდა მეფის თავსამკაულზე. მას მოახსენეს, რომ გარეთ მათხოვარი ქალი დგას და მოწყალებას ითხოვსო. მეფემ თურმე ბრძანა, დამელოდოსო.  
 
როცა დიდი ხელმწიფე გამოვიდა და ქალის დასაჩუქრება მოინდომა, მათ
ხოვარი წასულიყო. შეცბუნებულმა თამარ მეფემ საკუთარ თავს უსაყვედურა, რომ იმ უპოვარი ქალის სახით თვით უფალ იესოს უთხრა უარი, მოიხსნა თავსამკაული, რომლის მიზეზითაც შეაგვიანა მათხოვართან გამოსვლა, და ღვთისმშობლის გვირგვინზე დაჰკიდა.” 
 
ეს ლალის თვლები მოეწონა ევსევის და გაძარცვა ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ხატი, რომელიც თამარ მეფის ბრძანებით, იმ ლამაზი და დიდებული ლალის თვლებით დაამშვენეს. დღეს ეს ლალის თვლები შეიძლება რომელიმე მილიონერის კოლექციაში ინახება. თუმცა, მის მფლობელს არაფერი ეცოდინება იმის შესახებ, რომ ეს ლალის თვლები იესო ქრისტეს მოწაფის მიერ დახატული და ქართველი დედოფლის მიერ გამშვენებული ხატიდანაა აგლეჯილი რუსი მთავარეპისკოპოსის ევსევი რუსანოვის მიერ.
 
ევსევი რუსანოვი საქართველოს ეგზარქოსად იყო 1858-1877 წლებში. მასზე ამბობენ, სიკვდილის მერე 200 000 მანეთი დატოვაო. ეს იმ დროისათვის დიდი ფული იყო. როგორც ჩანს, არ იცოდა რომ იმ ქვეყნად ვერ წაიღებდა ნაძარცვს. ასეთი ძვირფასი რელიქვიები, რუს საეკლესიო ჩინოვნიკებს, ბევრი აქვთ გატანილი ჩვენი სამშობლოდან.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq