საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

ჰერცოგინიამ დაითხოვა თავნება სტილისტი
georoyal.ge

სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა დაითხოვოს ჰერცოგინია ქეითის სტილისტი ჯეიმს პრაისი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ამხილეს  რეკლამის კეთებაში მისი სახელით.

ჰერცოგინია ქეითი პრაისის სამსახურით სარგებლობდა 8 წლის მანძილზე, დაწყებული 2003 წლიდან: სწორედ ის აგებდა პასუხს მისი ვარცხნილობისათვის 2011 წელს - ნიშნობიდან ქორწილამდე, ხოლო შემდეგ ჰერცოგინიას გვერდით იმყოფებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში მეუღლეთა მოგზაურობის დროს.

თავად პრაისი აღნიშნავდა, რომ ჰერცოგინიას საქორწილო ვარცხნილობა, რომელშიც მან მთელი ხელოვნება ჩააქსოვა ორი საათის განმავლობაში,  იყო მისი ოსტატობის მწვერვალი.

მაგრამ სწორედ ამ ხანიდან მისცა პარიკმახერმა თავს არაკორექტული ქცევის ნება. მან დაიწყო სოციალურ ქსელებში ქეითის ფოტოების განთავსება საკუთარი პროფესიული ღირსების რეკლამირებისათვის. ამავე დროს, თუკი თავიდან პრაისი მუშაობდა რიჩარდ ვორდის იმავე სახელწოდების (”Richard Ward Salon”) სალონში, შემდგომ გადაწყვიტა საქმიანობა გაეგრძელებინა ”ფრილანსის” რეჟიმში.

როგორც ინსაიდერები იუწყებიან, ჰერცოგინია კვლავ აგრძელებს რიჩარდ ვორდის სალონთან ურთიერთობას; ამჟამად რიჩარდსა და, მასთან ერთად ამანდა კუკ თაკერს, აქვთ პასუხისმგებლობა აღებული  ჰერცოგინიას თმის მოვლაზე - შეჭრაზე, შეღებვასა და ვარცხნილობაზე. ჯეიმსი კი სამუდამოდ მოხვდა ”შავ სიაში”.

რაც შეეხება მომავალი წლი

ს ავსტრალიურ ტურნეს, ამ მოგზაურობისას ჰერცოგინია დახმარებისათვის მიმართავს პრინცესა დაიანას სტილისტს - ჯო ბეილის.

სურათებზე: პრაისის სტილისტური ხელოვნება ისტორიის საკუთრებადღა რჩება

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq