საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

მერაბ კიკნაძე - ოტო ფონ ჰაბსბურგის შესახებ
მერაბ კიკნაძე (წერილიდან - " ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში): 
დოქტორი ოტტო ფონ ჰაბსბურგი – ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრიის კრონპრინცი – საქართველოს უანგარო და ერთგული მეგობარი. ერთადერთი საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია პრეზიდენტ გამსახურდიას არცერთი ოფიციალული მიმართვა თუ მეგობრული თხოვნა და ყველაფერი იღონა შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფინეთიდან ორჯერ მივმართე დახმარებისათვის. ერთხელ – პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის განაჩენის გამო, მეორედ – პატიმრობაში მყოფი ნუგზარ მოლოდინაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, მისმა სამეფო უმაღლესობამ (ასე მიმართავდა ხოლმე პრეზიდენტი გამსახურდია და მეც არ დამირღვევია ტრადიცია) ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ მიეპყრო ამ მოვლენებისათვის საერთაშორისო ყურადღება – ერთადერთი რამ, რასაც მაშინდელ საქართველოში ანგარიშს უწევდნენ. ვშიშობ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა."





მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)
25 (07.09) აგვისტო
წმიდა მოციქული ტიტე
7 სექტემბერს არის ხსენება მოციქული ტიტესი, სამოცდაათთაგანისა. იგი კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან.
gaq