საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რუდოლფ III ზარმაცი
რუდოლფ III ზარმაცი (ფრანგ. Rodolphe III, იტალ. Rodolfo III; დ. 971 — 6 სექტემბერი 1032) — ბურგუნდიის მეფე (993—1032), მეფე კონრად I-ისა და მატილდას ვაჟი, ველფების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბურგუნდიის ტახტზე.
ბიოგრაფია
რუდოლფ III ბურგუნდიის მეფე გახდა 993 წელს, კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მმართველობამ ომებსა და აჯანყებებში გაიარა. მას არ შეეძლო მის წინააღმდეგ აჯანყებული დიდებულების დაშოშმინება. ბურგუნდიის მძიმე საშინაო მდგომარეობით ისარგებლა გერმანიის იმპერატორმა ჰაინრიხ II წმინდანმა, რომელიც შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რუდოლფს აიძულა, იგი ბურგუნდიის ტახტის მემკვიდრედ ეღიარებინა. ჰაინრიხის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა იმპერატორმა კონრად II-მაც იგივე აიძულა ბურგუნდიის მეფეს. საბოლოოდ, 1032 წელს რუდოლფის გარდაცვალების შემდეგ ბურგუნდია შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში მესამე სამეფოს სახით, გერმანიასა და იტალიასთან ერთად.
ქორწინება და შვილები
1-ლი ცოლი: 994 წლის 12 იანვრამდე აგალტრუდა (გ. 21 მარტი 1008/18 თებერვალი 1011). ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.
მე-2 ცოლი: ირმენგარდა (გ. 25/27 აგვისტოს, 1057 წლის შემდეგ), პროვანსის გრაფის, როტბალდ III-ის ქვრივი. ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.
უცნობი საყვარლისგან რუდოლფს ჰყავდა, როგორც მინიმუმ, ერთი უკანონო ვაჟი:
ჰუგო (გ. 1038 წლის 31 აგვისტოს).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)
25 (07.09) აგვისტო
წმიდა მოციქული ტიტე
7 სექტემბერს არის ხსენება მოციქული ტიტესი, სამოცდაათთაგანისა. იგი კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან.
gaq