საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

კონსტანტინე I დიდი
გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი (Gaius Flavius Valerius Aurelius Constantinus); 27 თებერვალი, 272 – 22 მაისი, 337), ცნობილია როგორც კონსტანტინე I, კონსტანტინე დიდი და წმინდა კონსტანტინე, მოციქულთასწორი (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის) — რომის იმპერატორი 306 წლიდან. იმპერატორ კონსტანციუს I ქლორუსის ძე. 

მამის სიკვდილის შემდეგ ლეგიონებმა ბრიტანეთში ყოფნისას ავგუსტუსად გამოაცხადეს, მართავდა გალიას. მის გარდა რომის იმპერიას კიდევ ჰყავდა 5 ავგუსტუსი. 313 წელს კონსტანტინე I-მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცინიუსმა ქალაქ მედიოლანუმში გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. 325 წლიდან კონსტანტინე I დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. მის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. კონსტანტინე I-მა გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად. 330 წელს დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. კონსტანტინე I-ის დროს ქალაქების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მონეტა სტაბილური გახდა, მოიგერიეს ბარბაროსების შემოტევები. იმპერატორმა იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალე
ბლური მოძრაობა არიოზელობა. და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო).
ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ. დაკრძალეს მისგანვე აშენებულ „მსოფლიო ქალაქში“, წმინდა მოციქულთა ტაძარში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq