საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

მანუელ I კომნენოსი, რომლის შვილი ქართველებმა სიძედ დაიწუნეს
მანუელ I კომნენოსი (დ. 1118, კონსტანტინოპოლი – გ. 24 სექტემბერი, 1180, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 1143–1180 წლებში. ეყრდნობოდა წვრილ და საშუალო პროვინციულ ფეოდალებსა და ქალაქებს. ხელს უწყობდა ფეოდალური მიწათმფლობელობის განმტკიცებას. 1158 წელს ეკლესიებსა და მონასტრებს აუკრძალა სამფლობელოების გაფართოება. იმპერია გაათავისუფლა მოზღვავებული ვენეციელი ვაჭრებისაგან. მანუელ I ცდილობდა ბიზანტიის ბატონობის აღდგენას იტალიასა და ეგვიპტეში, მაგრამ ვერ შეძლო. აიძულა უნგრეთი (1164 წ.) და სერბია (1172 წ.) ეცნოთ ბიზანტიის სუზერენიტეტი. 1176 წლის 17 სექტემბერს მირიოკეფალონთან (მცირე აზია) დაამრცხეს სელჩუკებმა და იძულებული გახდა მათთვის დორილეონის და სუბლეონის ციხესიმაგრეები დაეთმო.
მის ვაჟს გარდარეული სიყვარულით ჰყვარებია თამარ მეფე და მისი ქმრობა უნდოდა: "რამეთუ ამას (თამარს) სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი ამისთჳს. ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა  მეფისა   მანოელისა   შვილი   უხუცესი  იყო გაჭრითა და გახელებით"...
მაგრამ ქართველებმა დაიწუნეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq