|
საფრანგეთის მეფე ლუი VIII
ლუი VIII (ფრანგ. Louis VIII le Lion; დ.5 სექტემბერი, 1187, პარიზი - გ. 8 ნოემბერი, 1226, მონტპენსიერი) — საფრანგეთის მეფე 1223-1226 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. ფილიპ II ოგიუსტისა (1165-1223) და იზაბელა დე ენოს შვილი და მამის პოლიტიკის გამტარებელი. ცოლად ჰყავდა ჰენრი II პლანტაგენეტის შვილიშვილი, ამიტომ პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის ტახტზეც. 1216 წელს ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ აჯანყებული ბარონების თხოვნით წაუძღვა სამხედრო ექსპედიციას ინგლისში, მაგრამ ჯონ უმიწაწყლოს უეცარი სიკვდილის შემდეგ 1217 წლის 20 მაისს დამარცხდა ლინკოლნის ბრძოლაში და იძულებული შეიქმნა უკან დაბრუნებულიყო. ტახტზე ასვლის შემდეგ წაართვა ინგლისელებს პუატუ და ზოგიერთი სხვა სამფლობელო. 1226 წელს სათავეში ჩაუდგა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ტულუზის გრაფის რაიმუნდ VII-ისა და ალბიგოელების წინააღმდეგ. 1200 წლის 23 მაისს ლუიმ ცოლად ბლანკა კასტილიელი მოიყვანა (1188-1252) შვილები[რედაქტირება]ფილიპი (1209-1218)ლუი IX (1214-1270)რობერ I დ'არტუა (1216-1250)ჟანა (1219-1232)ალფონს დე პუატიე (1220-1271)ფილიპ-დაგობერი (1222-1232)იზაბელა (1225-1269)ეტიენი (1226 - დაბადებისთანავე გარდაიცვალა)შარლ I სიცილიელი (1227-1285) |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|