საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ლოვარდ ტუხაშვილი - ფარაონთა და ხალიფათა ტახტების მფლობელნი
ლოვარდ ტუხაშვილი

,,ისტორია ცხოვრების მასწავლებელია’’, - ამბობდნენ რომაელები. იგი აწმყოში იწერება. წინაპართა ქმედება თანამედროვეთათვის ჭკუის სასწავლებლადაა გამოხმობილი. კარგი მაგალითი ნიმუშად უნდა დასახო, ცუდი - ღრმად დაიმახსოვრო, რათა აღარ გაიმეორო. ოღონდ ეგაა, უნდა იცოდე: ნუ განიკითხავ უსამართლოდ.

უცნაური ლექსი გვაქვს ქართველებს: ,,ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ლაღად იყო’’. აგრე მგონია, ამ ხუმრობაში ქართული ფენომენის ფილოსოფიური განზოგადება სცადა ავტორმა. ლაღად გრძნობს თავს ქართველი მცირე სამშობლოში, ზომიერია, სათნო. ზოგჯერ აეშლებიან ერთმანეთს. დაჰკორტნიან კიდეც, მაგრამ არც ისე მძაფრად, მსოფლიოს აჰკიდონ ქვეყნიერების დამაქცევარი რაიმე ,,თეორია’’. ქართველობა ზნეობის კოდექსია, მორალური თვისებრიობა. სამწუხაროდ, ცნებები ,,საქართველო’’ და ,,ქართველები’’ ერთმანეთს არ ემთხვევა. მილიონობით ქართველი ბედმა ეროვნული საზღვრების მიღმა გაჰყარა. საუბედუროდ, სამანებს მიღმა დარჩენილ ქართველებზე უარი თქვა ისტორიოგრაფიამაც. ცოტა თუ შეისწავლიდა მათი ბედის ტრიალს (ბ. სილაგაძე, დ. ჯანელიძე, ი. ტაბაღუა, თ. ნატროშვილი).

საქართველოს ისტორია გვაქვს, ქართველთა ისტორია დასაწერია. ქართველობა სამშობლოს გარეშე კარგავდა ზნეობრივ კოდექსს. თითქოს ღმერთი სტოვებდა მის არსებას, სულს სატანა ეუფლებოდა. ქვეშეცნეულად საკუთარ უბედურებას დამპყრობელს აბრალებდა, უკვდებოდა გული, მიილტვოდა მპყრობელთა დაპყრობისაკენ, აღწევდა მიზანს და სათავეში მოქცეული მყარად ვერ გრძნობდა თავს. რკინის კეტს იმარჯვებდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ქართველი პატარა ივერიაში ლაღად რომ გრძნობდა თავს, ვერ ეტეოდა დიდი იმპერიის ჩარჩოებში. პოლიტიკური სივრცე არ ყოფნიდა. რაც უფრო დიდი იყო სივრცე, უფრო გაშმაგებით ესწრაფვოდა სათავეებისაკენ. უფრო აფართოვებდა საბრძანებელს. ასე გაჩნდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში ,,გურჯი ბელადები’’. ეგვიპტე-სირიაში მამლუქთა დამოუკიდებლობის 267 წლის განმავლობაში 47 სულთანი გამოიცვალა. ყველა მესამე ქართველი იყო. პირველი იყო ქურთი სალადინი, ბოლო კანსუხ ეზ-ზახრი ან კანსუხ ალ-ჰავრი. მას ჩერქეზს ეძახდნენ, თუმცა ერთადერთი ენა იცოდა - ქართული.

მამლუქთა სახელმწიფოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ეგვიპტის დამოუკიდებლობა კვლავ ქართველებმა აღადგინეს. ისინი ფლობდნენ შაიხ-ელ-ბალადის ტიტულს. შაიხ-ელ-ბალადი თითქმის ყოველთვის ქართველი იყო. პირველი ,,დიდი ბალადი’’ გახდა მეგრელი ალი ბეი-გურჯი. იმ ჟამიდან 1804 წლამდე ეგვიპტე-სირიას უმთავრესად ქართველები განაგებდნენ. ზოგიერთი გვარიც შემორჩა: დარბაიძე, არსენიშვილი, წილოსანი და ა.შ. ყველაზე კოლორიტული მათგანი იყო იბრეიმ ბეი შინჯიკაშვილი, ბავშვობაში მარტყოფიდან გატაცებული ღამის მეხრე, მეთაურობდა მამლუქებს ნაპოლეონ ბონაპარტესთან ბრძოლაში!

,,ამ ერთი მუჭა რჩეული ხალხით მე არ ვიცი რა გადამირჩებოდა დაუპყრობელი’’ - ამბობდა მამლუქებით აღტაცებული კორსიკელი. ქართველები ეგვიპტეში ერთმანეთის მოწინააღმდეგენიც გამხდარან. თურქეთიც ქართველებით ებრძოდა მამლუქებს. ეგვიპტეში მამლუქთა მბრძანებლობა ნაპოლეონის შეჭრამდე თურქებმა შეარყიეს. კაირო აიღო თურქთა ადმირალმა კ

აპუდან ფაშამ (წარმოშობით სოფელ ფშაველის მკვიდრმა, იგი მამლუქებს მხოლოდ ქართულად ელაპარაკებოდა). ოტომანთა იმპერიაც ,,სასიცოცხლო სივრცე’’ იყო ქართველთა პოლიტიკური ვნებისა. ქართველი იყო ოსმალეთის ყველა მეოთხე ადმირალი ან დიდვეზირი. უმაღლეს წრეებში ბრწყინავდნენ ჯაყელები, შალიკაშვილები, დიასამიძეები. უბრალო კახელი გლეხის ბიჭი ხოსროშვილი 20 წელი ფაქტობრივად განაგებდა თურქეთს. ხოსროშვილი სხვადასხვა დროს იყო ეგვიპტის ფაშაც, ადმირალიც, დიდვეზირიც, სამხედრო მინისტრიც. ირანი ხომ ხელში ეკავათ გურჯებს. ჯერ მარტო უნდილაძეთა სახლის ზეობა რად ღირს. საუბედუროდ, ყველა ეს ქართველი ნებსით თუ ენებლიედ ისევ საკუთარ სამშობლოს ებრძოდა. 1631 წელს ირანის 135000-იანი არმია შემოვიდა ქართლ-კახეთში. ვერ შეებრძოლნენ ქართველები. ,,ირანელი სარბაზის ყულის ყორჩის’’ მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი იყო. მათ სარდლობდნენ ისახან ყორჩიბაში (იესე გიორგის ძე ბაგრატიონი), ხოსრო-მირზა (როსტომ დავითის ძე ბაგრატიონი) და როსტომ ხანი (როსტომ სააკაძე, გიორგი სააკაძის ღვიძლი ბიძაშვილი). ცბიერმა შაჰმა ქართველები დაიმორჩილა ქართველთა ხელით.

XV საუკუნიდან ინდოეთში დაიწყო მძიმე ომი მაჰმადიანურ პოლიტიკურ ერთეულებსა და ინდუსურ სამთავროებს შორის. მაჰმადიანებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. ,,დიდი მოგოლის იმპერია’’, რომლის დედაქალაქი იყო დელი. ორივე მხარე იყენებდა ,,ქართველ მონებს’’. ფრ. ბერნიეს ცნობით ,,ქართველმა მონებმა’’ ცენტრალურ ინდოეთში - დეკანში შექმნეს სამი სამეფო. 200 წელი მბრძანებლობდნენ ქართველები დეკანში. შემდეგ დაიშალნენ 5 სამთავროდ, რომლებიც ერთიანად ჩაყლაპა თანდათანობით ,,დიდი მოგოლის’’ იმპერიამ. ქ. დელის მაჰმადიანები შაჰ-ჯაბან-აბადს უწოდებდნენ. ჯაბან-აბადი ქართველებმა არაბულ ,,ჯანდაბას’’ (ჯოჯოხეთს) დაუკავშირეს. ,,ჯანდაბამდის გზა გქონიაო’’ - ნიშნავს ქალაქ დელიმდე გზა გქონიაო. დელი იყო ქართველი მამლუქების ყველაზე შორეული მისამართი.

1749-1831 წლებში ერაყს მართავენ ქართველი მამლუქები, ე.წ. ,,ქულემენები’’: სულეიმან აბუ ლაილი (ქართული გვარი უცნობია), სულეიმან ბუიუქი (ქართული გვარი უცნობია), ხაფიზ ალი (ქართველი სამეგრელოდან, გვარი არ შემორჩა), სულეიმან ქუჩუქი (ქართველი აფხაზეთიდან, მისი სახელი ჰქვია დღეს ერაყის ქალაქ სულეიმანიეს), საიდ ფაშა (ქართული გვარი უცნობია), დაუდ ფაშა (იოსებ გიორგის ძე მანველაშვილი-ბოჩოლაშვილი, ქვემო ქართლიდან).

დაუდ-ფაშა გვიანი შუასაუკუნეების ყველაზე დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო ერაყში. მან გააერთიანა ქვეყანა, მიანიჭა ფაქტიური დამოუკიდებლობა, ააყვავა ქ. ბაღდადი, ოდესღაც შუა მდინარეთის დიდი იმპერიების ცენტრი, აბასიდი ხალიფების დედაქალაქი. 1749-1831 წლებში ერაყის ყველა დიდ ქალაქში ქართველი მოხელე იჯდა. ქულემენთა მბრძანებლობა დაეცა თურქთა შემოტევების შედეგად. გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. რუსული არმია კავკასიაში აძლიერებდა სასაზღვრო ,,კორდონებს’’, ,,ტყვის სყიდვა’’ თითქმის შეჩერდა. ვეღარ შეივსო ,,ქულემენთა’’ რიგები.

82 წელი ეკავათ ქართველებს ქ. ბაღდადი. აბა, რას მოიფიქრებდნენ ამაყი არაბი ხალიფები, რომ მათ ტახტზე ოდესმე შორეულ ,,ჯუზანიაში’’ ნაყიდი გურჯი მონები დასხდებოდნენ მორჭმით.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq