|
რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის ლოგიკური მკვლელობა
ალექსანდრე II (რუს.: Александр II Николаевич) (დ. 29 აპრილი 1818, მოსკოვი — გ. 13 მარტი 1881, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1855-1881 წლებში. ნიკოლოზ I-ის შვილი. ალექსანდრე II ტრაგიკური პიროვნება გახლდათ. მის ბედზე აისახა წინაპრების მიერ სხვა დინასტიებისა და დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები. რუსეთის არისტოკრატიის, ჩინოვნიკებისა და საზოგადოების დესპოტიურობის ფსიქოლოგიური გამოვლინებები. რუსეთის იმპერიის კულტურული და სამართლებრივი ჩამორჩენილობის შედეგები და სხვა.
მან განახორციელა რეფორმები, მაგრამ მის მიმართ უკმაყოფილება მუდმავად იზრდებოდა. მიზეზი იყო მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური კულტურა და ზოგადად ისტორიის ლოგიკა. არისტოკრატიას სძულდა, რადგან გაათავისუფლა ყმები. გლეხებს სძულდათ, რადგან უმიწოდ გაათავისუფლა, ძალიან დიდი გადასახადი დააკისრა და ამგვარად ღატაკებად ან ლუმპენებად აქცია მათი დიდი ნაწილი. სძულდა მუშებს, რადგან ისინი უქონელი პროლეტარები გახდნენ, სძულდათ დაპყრობილი ხალხების შვილებს, რადგან მასში ხედავდნენ თავისი ერის მტარვალს. იმ დროს არა ერთი, რუსებზე გაცილებით კულტურული ხალხი იტანჯებოდა რუსეთის იმპერიაში ეროვნული და კულტურული თვალსაზრისით... ყველაფერ ამას არ შეიძლება არ შეერყია იმპერიის ტახტი...
გაჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციებიც.
ალექსანადრეს წინააღმდეგ მოეწყო მრავალი თადასმხმა, მისი მოკვლის მიზნით:&nb
 | | უკანასკნელი ძროხის წართმევა გლეხისათვის | sp; 1866 წ. 4 აპრ.- თავდასხმა საზაფხულო ბაღთან, (ოსიპ კომისაროვის მიერ გადარჩენა)
1867 წ. 25 მაისი თავდასხმა პარიზში ( ანტონ ბერეზოვსკი) 1879 წ. 14 აპრილი- სოლოვიევის მიერ თავდასხმა (5 გასროლა ) 1879 წ 19 ნოემბერი- იმპერატორის მატარებლის აფეთქება 1880 წ. 17 თებერვალი- საზაფხულო სასახლეში სამზარეულოს მაგიდის აფეთქება 1881 წლის 13 მარტი - თავდასხმა ეკატერინბურგის არხთან. მეშვიდე თავდასმის დროს ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა, სხვანაირად შეუძლებელიც იყო - იმპერატორი გარდაიცვალა ზამთრის სასახლეში. თუმცა, ეს ლოგიკა არა მხოლოდ ტერორისტული აქტების სიმრავლეს უკავშირდება, არამედ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ისინი, რაზეც მოკლედ ვისაუბრეთ ზემოთ.
ასეთია ჩამორჩენილი და დესპოტური იმპერიის ისტორიის ლოგიკა, გარედან ვერ დაეცა, შიგნიდან დაამხეს...
|
 | | ღატაკები |
|