საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ესპანეთის მეფე ალფონსო XIII
georoyal.ge
ალფონსო XIII (დ. 17 მაისი. 1886 მადრიდი — გ. 28 თებერვალი. 1941 რომი), ესპანეთის მეფე ბურბონთა დინასტიისა.
 დედის, მარია კრისტინას რეგენტობით მეფობდა 1886-იდან, დამოუკუდებლად 1902-31. ამერიკა-ესპანეთის ომის (1898) შემდეგ ესპანეთმა დაკარგა კუნძული კუბა და ფილიპინის კუნძულები. ატარებდა კოლონიურ პოლიტიკას. მასების გავლენით ალფონსო XIII იძულებული იყო გაეტარებინა ბურჟუაზიული რეფორმები. იგი ახშობდა მუშათა მოძრაობას. უთანხმოება ჰქონდა კორტესთან. ხელი შეუწყო გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატურის დამყარებას (1923 წლის 13 სექტემბერი). 1931 რევოლუციის დაწყებისთანავე ტახტიდან ჩამოაგდეს და ესპანეთიდან გააძევეს.


მეფე ალფონსო XIII-ის დის შვილი ცოლად ჰყავდა ირაკლი ბაგრატიონმუხრანბატონის მეორე ცოლი გახდა.
როგორც იცის ჩვენი საიტის მკითხველმა, ემიგრაციაში მოღვაწე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის მეორე მეუღლე, ინფანტა მერსედესი, როგორც ვთქვით იყო ესპანეთის მეფის, ალფონსო XII-ის  შვილიშვილი. მისი დედის ძმა, ესპანეთის მეფე ალფონსო XIII, რომელსაც ცოლად ჰყავდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ვიქტორიას შვილიშვილი, 1931 წელს არჩევნების შედეგად გადააყენეს. ქვეყანაში დამყარდა რესპუბლიკა. 

1939 წელს ნაციონალისტურმა ძალებმა დაამხეს ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური რესპუბლიკა და ქვეყანაში დამყარდა კათოლიკური პრინციპების ნაციონალისტური ხელისუფლება, რომელსაც "ფალან
გისტურ" რეჟიმს (მმართველი ნაციონალისტური პარტიის სახელის მიხედვით), ან ფრანკოს დიქტატურას უწოდებენ.
  
ქვეყნის მეთაურმა ("კაუდილიო"), დიდგვაროვანმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სახელმწიფოში დაამყარა მკაცრი დისციპლინა. ფრანკომ ესპანეთი გადაარჩინა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისაგან. ამით ქვეყანა გადაურჩა
ნგრევას, უამრავ ადამიანურ მსხვერპლს, ოკუპაციას გამარჯვებული ამერიკელებისა და ინგლისელებისაგან. რაც მთავარია, ქვეყანა გადარჩა დაშლას. 


ფრანკოს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა უნდა დადგომოდა დემოკრატიისა და ეროვნულობის ისეთ გზას, რომელიც დააკმაყოფილებდა მის მომხრეებსაც და უამრავ მოწინააღმდეგეებსაც, რომელნიც მის სიცოცხლეში, მართალია, ხმას ვერ იღებდნენ, მაგრამ მისი სიკვდილის მერე აუცილებლად წამოჰყოფდნენ თავს. ამიტომ გადაწყვიტა მონარქიის აღდგენა. 


ფრანკომ ესპანეთის ყოფილი მეფის შვილს, დონ ხუანს შესთავაზა მისი ძის, ხუან კარლოსის სამეფოდ აღზრდა და თავის (კაუდილიოს) მემკვიდრედ გამოცხადება. დონ ხუანი დათანხმდა. ფრანკომ აღზარდა ხუან კარლისი სამეფოდ.
გავიდა დრო, 1975 წელს ესპანეთში მონარქია აღდგა და ტახტზე ავიდა ალფონსო მეცამეტის შევილიშვილი ხუან კარლოსი.





მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი
29 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელის (730) ხსენების დღეს.
gaq