 | მუსა I | საიტ ”newsru.com”-ზე გამოქვეყნდა ბოლო ათასწლეულის მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის სახელები. მათში ნახევარი სამეფო ტიტულის მფლობელი ან ქვეყნის მმართველი გახლდათ: 1. რეიტინგის ლიდერია მანსა (უმაღლესი მმართველი) მუსა I - რომელიც მართავდა შუა საუკუნეების სახელმწიფოს - მალის და ქვეყნის საჭესთან იყო 20 წლის განმავლობაში. მის დროს ქვეყანამ მიაღწია განვითარების მწვერვალს. ქვეყნის აყვავებას და მისი მმართველის პირად გამდიდრებას ხელი შეუწყო ოქროთი და მარილით ვაჭრობამ. მანსას პირადი კაპიტალი მისი გარდაცვალების დროისათვის შეადგენდა 400 მილიარდ დოლარს თანამედროევ ექვივალენტში. საგულისხმოა, რომ მუსას შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს ეს კაპიტალი. 2. შემდეგ მოდის როტშილდების დინასტია - მრეწველობის სხვადასხვა სფეროში არანაკლებ 350 დოლარისა. როტშილდების სახლის დამფუძნებელი იყო მაიერ ამშელ როტშილდი XVIII საუკუნეში, რომელმაც გახსნა ბანკი მაინის ფრანკფურტში. მისი საქმე წარმატებით გააგრძელა ხუთმა ვაჟმა: ამშელ მაიერმა, სოლომონ მაიერმა, ნათან მაიერმა, კალმან მაიერმა, ჯეიმს მაიერმა. 3. ჯონ როკფელერი - ჯონ როკფელერის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ
 | ნიკოლოზ II | 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან მართლაც აისრულა. იგი მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის Standard Oil-ის დამფუძნებელი გახდა. მისი კომპანია კი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ს ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა. 1911 წელს შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. Standard Oil-ის გაყოფამ ამ უკანასკნელის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა. ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპი. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას. 4. ენდრიუ კარნეგი - ამ ადამიანმა სიმდიდრის მწვერვალს 68 წლის ასაკში მიაღწია. ამ დროისთვის მისი ქონება 298,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. მან კომპანია Adam Express – FedEx-ში 500 დოლარი ჩადო, მოგვიანებით კი ფული სხვა კომპანიებშიც დააბანდა, რომელთა უმეტესი ნაწილიც სწორედ სარკინიგზო ბიზნესთან იყო დაკავშირებული. 30 წლის ასაკში მისი აქციათა პორტფელი გაფართოვდა და ამჯერად მასში უკვე ნავთობ-კომპანიებიც მოხვდნენ. ამას გარდა, კარნეგი აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს კომპანიაში, რომელიც საზღვაო-სანაოსნო გადაზიდვებით იყო დაკავებული. თუმცა რეალური ფული ენდრ
 | ვილჰელმ I დამპყრობელი | იუს ფოლადის წარმოებიდან გაუჩნდა. 1880 წელს მან ფოლადის ჩამომსხმელი უმსხვილესი კომპანია დააარსა, რომელიც სარკინიგზო რელსებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ენდრიუ კარნეგი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც არა მარტო მსხვილი ბიზნესმენი, არამედ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპიც. მოგვიანებით იგი თავის ცნობილ ესსეში The Gospel of Wealth აღნიშნავდა, რომ სიმდიდრე უნდა განაწილდეს სხვა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ამ გზით მოხდეს საზოგადოების გამდიდრებაც. ენდრიუ კარნეგი საკუთარი სიტყვების ერთგული აღმოჩნდა და ქონების 90% სწორედ ქველმოქმედებაში დახარჯა. 5. ნიკოლოზ II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) რუსეთის უკანასკნელი მეფე, რომლის ქონებაც 49 წლის ასაკში 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იგი იმპერიას 1894 წლიდან 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე მართავდა. მისი მმართველობა რუსეთისათვის რევოლუციით დასრულდა. რუსეთის უკანასკნელი მეფის ცხოვრებისეული ბიოგრაფია საიდუმლოებებით, მითებითა და ეზოთერული წარმოდგენებით არის ნასაზრდოები. იმაში, რომ იგი კაცობრიობის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მოხვდა, წვლილი მიუძღვით იმპერატორთა წინა თაობებს - ქონება მას მემკვიდრეობით ერგო. 6. ვილჰელმ I დამპყრობელი - ნორმანდიის ჰერცოგი და ინგლისის მეფე 1066 წლიდან - ნორმანდიისაგან ინგლისის დაპყრობის ორგანიზატორი და ხელმ
 | ოსმან ალი ხან აზაფ ჯაჰ VII | ძღვანელი. მან დააფუძნა ერთიანი ინგლისური სამეფო, შეიმუშავა კანონმდებლობა, შექმნა არმია და ფლოტი, აგებდა ციხე-სიმაგრეებს. მისი გარდაცვალების შემდეგ ვაჟებს დარჩა 229,5 მილიარდი დოლარის ექვივალენტის ქონება. 7. ოსმან ალი ხან აზაფ ჯაჰ VII, რომელიც 50 წლის ასაკში 210,8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა, ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი მმართველი იყო. მოგვიანებით კი ეს რეგიონი ინდოეთმა დაიპყრო. თანამედროვეების აზრით, მისი უდიდებულესობა, რომელიც საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა, სერიოზულად იღვწოდა მასების განათლებისთვის, მეცნიერებისა და მშენებლობის განვითარებისთვის. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა დაწყებითი განათლება აუცილებელი ყველა მოქალაქისთვის და თანაც მისივე ბრძანებით,ღარიბები ამ განათლებას ყოველგვარი საფასურის გარეშე იღებდნენ. როდესაც აზაფ ჯა 37 წლის იყო, თავის სამეფოში რკინიგზა და ელექტრობა გაიყვანა. 8. მუამარ კადაფი - ლიბიის მეთაურის პირადი კაპიტალი მისი სიკვდილის შემდეგ შეფასდა 200 მილიარდ დოლარად. მათ შორის თითქმის 70 მილიარდი დოლარი გაყინული იყო საზღვარგარეთული ბანკების ანგარიშებზე. ამას გარდა, კადაფი ფლობდა დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას. 9. ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა და ალბათ ეს ადამიანი ყველაზე ცნობილია რეიტინგში მოხვედრილთა შორ
 | მუამარ კადაფი | ის. ჰენრის იცნობს ყველა, იმიტომ რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას. 28 წლისა იგი თომას ედისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია. 10. კორნელიუს ვანდერბილტი - კორნელიუსის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 167,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს მისი მფლობელი 82 წლის იყო. საკუთარი კარიერა კორნელიუსმა ნიუ-იორკში მეტივეობით დაიწყო. 16 წლის ასაკში იმისთვის, რომ გადაზიდვები თავად წამოეწყო, მან დედისგან ფული ისესხა. ბიზნესი საკმაოდ კარგად განვითარდა, ვადერბილტმა კი ზედმეტსახელი ”კომანდორი” მიიღო, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. კორნესლიუს ვანდერბილტი ისტორიაში შევიდა, როგორც ხისტი ბიზნესმენი, რომელიც კონკურენტების მიმართ განსაკუთრებულად შეუბრალებელი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხასიათის ამ თვისებამ მას უდავოდ დიდი წარმატება მოუტანა.
|