|
ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II
1825 წლის 2 დეკემბერს, რიო-დე-ჯანეიროში, დაიბადა ბრაზილიის უკანასკნელი იმპერატორი პედრუ II (პორტ. Pedro II). პორტუგალიური სამეფო საგვარეულოს - ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. იგი იყო ბრაზილიის მეორე და უკანასკნელი იმპერატორი 1831-1889 წლებში. პედრუ II-მ იმპერატორის ტახტი 1831 წელს, მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა მამამ პედრუ I-მა უარი თქვა ქვეყნის მართვაზე. ამ დროს იგი სულ 6 წლის იყო. 1840 წლამდე მას პარლამენტის მიერ დანიშნული რეგენტი ჰყავდა. ხასიათის მიხედვით პედრო იყო წყნარი და კარგად განათლებული ადამიანი. 1888 წელს ქვეყანაში იმერატორის არ ყოფნის პერიოდში (წასული იყო ევროპაში სამკურნალოდ), მისმა შვილმა ისაბელამ ხელი მოაწერა კანონს მონობის გაუქმების შესახებ. 1889 წლის 15 ნოემბერს რესპუბლიკელებმა რიო-დე-ჟანეიროში დაიწყეს აჯანყება და დაამხეს იმპერატორის ხელისუფლება.პედრუ II გარდაიცვალა პარიზში, 1891 წლის 5 დეკემბერს.1939 წელს იმპერატორისა და მისი მეუღლის ნეშტი ბრაზილიაში გადაასვენეს. 1843 წელს იქორწინა ორივე სიცილიის სამეფოს პრინცესა ტერეზა კრისტინა ბურბონ-სიცილიელზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი: აფონსუ, ისაბელა, ლეოპოლდინა და პედრუ. |
|