1945, 29 ნოემბერი – იუგოსლავია იუგოსლავიის სამეფო (სერბ. Краљевина Југославија, ხორ. Kრალჯევინა ჟუგოსლავიჯა) — ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება 1929—1941 წლებში (ფორმალურად 1945 წლამდე). იუგოსლავიის სამეფო მდებარეობდა დღევანდელი სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ჩერნოგორიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული სახელწოდება მიიღო 1929 წლის 6 იანვარს. მანამდე ეწოდებოდა – სლოვენების, ხორვატებისა და სერბების სამეფო. 1928 წ. 20 ივნისს პუნიშა რაჩიჩმა (ჩერნოგორიის პოლიტიკოსი, ეროვნებით სერბი, სახალხო რადიკალური პარტიის წევრი) ეროვნული ასამბლეის სხდომაზე ცეცხლი გაუხსნა ხორვატ დეპუტატებს – სტეფან რადიჩი (ავსტო-უნგრეთის და იუგოსლავიის პოლიტიკოსი, ეროვნებით ხორვატო, ხორვატიის სახალხო-ფერმერების პარტიის დამაარსებელი) მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა 8 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ რადიჩი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა სერბებისა და ხორვატების გაერთიანებას ერთიან სახელმწიფოში – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა სლოვენების, ხორვატებისა და სერბების სამეფო (1918 წ. 29 ოქტომბერი): რადიჩი, სერბების ჰეგემონიის დაკმვიდრების წინააღმდეგი იყო. იგი ატარებდა მრავალფეროვან პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ხორვატების დამოუკიდებლობისაკენ. მისმა ძალადობრივმა სიკვდილმა კიდევ უფრო გაამძაფრა ორ ე
 | გენერალი დუშან სიმოვიჩი | რის შოსის განხეთქილება. 1929 წ. 6 იანვარს, მეფე ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩმა, დაშალა ეროვნული ასამბლეა და დაამკვიდა აბსოლუტური მმართველობა: აკრძალა რიგი პოლიტიკური პარტია და პროფკავშირი, შეზღუდა შეკრებების და რელიგიის უფლებები, დააწესა ცენზურა. ხორვატია და მაკედონოაში წამყვან სამოქალაქო თანამდებობებზე დანიშნა სამხედროები. ამუშავდა ქვეყნის დავცის სახელმწიფო სასამართლო. ფორმალურად, მეფის ავტორიტარული მმართველობა დასრულდა ახალი კონსტიტუციის მიღებით (1931 წ. 3 სექტემბერი), თუმცა ფაქტიურად ის გაგრძელდა 1935 წ. საპარლამენტო არჩევნებამდე. საგარეო პოლიტიკაში ალექსანდრე I ეყრდნობოდა საფრანგეთს, მფარველობდა რუსულ თეთრ ემიგრაციას. 1934 წ. 9 ოქტომბერს საფრანგეთის ქ. მარსელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუი ბარტუ, სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი – 11 წლის პეტრე II. ტერორისტული აქტი განახორციელა ბულგარული ტერორისტული ორგანიზაცია “მაკედონურ-ოდრინური შინაგანი რევოლუციური ორგანიზაცია”-მ (ბულგ. Вътрешна македоно-одринска революционна организация), რომელიც დაკავშირებული იყო ხორვატიის ტერორისტ-უსტაშებთან. ალექსანდრე I-ს მკვლელი – ვლადო ჩერნოზემსკი. მეფის არასრულწლოვანების გამო ქვეყნის მართვის სადავეები გადავიდა რეგენტთა საბჭოს ხელში, რომლის სათავეში იდგა – პრინცი პავლე კარაგეო
 | მეფე პეტრე II (მარჯვნივ) და სიმოვიჩი | რგიევიჩი (რეგენტი 9 ოქტომბერი 1934 – 27 მარტი 1941 წწ.). პავლე თავიდანვე ცდილობდა გაეტარებინა დაბალანსებული პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის, გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის. ზუსტად მის პერიოდში (1940 წ. ივნისი) იუგოსლავიამ დაამყარა საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა (ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იუგოსლავია იყო უკანასკნელი, რომელმაც აღიარა საბჭოთა კავშირი). 1939 წ. ივნისში პრინცი პავლე 9-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში. 1941 წ. 25 მარტს სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დრაგიშა ცვეტკოვიჩმა ხელი მოაწერა ვენის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც იუგოსლავია შეუერთდა ბერლინის პაქტს. ბელგრადი დათანხმდა პაქტის ხელმოწერაზე 3 პირობის შესრულების შემთხვევაში: 1) მოკავშირეების არცერთი არმია და სამხედრო ტვირთი არ გაივლიან ქვეყნის ტერიტორიაზე; 2) იუგოსლავიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; 3) არანაირი სამხედრო დახმარება იუგოსლავიის მხრიდან ბერლინის პაქტში შემავალ ქვეყნებს.თუმცა, ვენის პაქტი არ იქნა რატიფიცირებული – პაქტის ხელმოწერამ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები გამოიწვია. იუგოსლავიის მოსახლეობის უმრავლესობა გამოვიდა მის წინააღმდეგ. უკვე 26 მარტს – ბელგრადის, ლიუბლიანის, კრაგუევაცას, ჩაჩაკასა და ლესკოვაცას ქუჩებში გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები. 400-ათასიან ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღო 80’000 ადამიანმა. მათი მთ
 | მეფე პეტრე II | ავარი ლოზუნგი იყო “ომი უკეთესია, ვიდრე პაქტი!”, “სიკვდილი გვირჩევნია, ვიდრე მონობა!”. ბელგრადში დემონსტრანტებმა დაარბიეს გერმანული საინფორმაციო ბიურო. ამავე დროს, ხორვატიის გლეხთა პარტია და მისი ლიდერი ვლადკო მაჩეკი მიესალმნენ ვენის პროტოკოლს. 27 მარტს, ღამის საათებში, იუგოსლავიაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის სათავეში ედგა გენერალი დუშან სიმოვიჩი (1936 წ. დაინიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად, 1938-1940 წწ. იყო იუგოსლვიის სამეფო არმიის გენერალური შტაბის უფროსი). გადატრიალების შედეგად, პრინცი პავლე და პრემიერ-მინისტრი დრაგიშა ცვეტკოვიჩი (1943 წ. ემიგრაციაში წავიდა) ჩამოაშორეს ხელისუფლებას. დუშან სიმოვიჩი გახდა ახალი პრემიერ-მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. პრინცი-რეგენტმა გაიგო გადატრიალების შესახებ 27 მარტს, დილის 7 საათზე, როდესაც ის იმყოფებოდა ქ. ზაგრებში. მას შემდეგ, რაც პრინცი პავლე დაუკავშირდა ბელგრადს, მან პირველ რიგში გამართა კონსულტაციები ზაგრებში მყოფი ბრიტანეთის კონსულთან საბერძნეთში გამგზავრების თაობაზე. ეს მომენტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ, პრინცი პავლე არ იყო გერმანიის მოკავშირე. 1941 წ. 5 აპრილს ქ. მოსკოვში იუგოსლავიის სამეფომ და საბჭოთა კავშირმა დადეს მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა – ვ. მოლოტოვი, ბელგრადს კი – მილან გავრილოვიჩი. ხელშეკრულების თანახმად – მხარეებმა უნდა დაიცვან “მე
 | მეფე ალექსანდრე I | გობრული ურთიერთობების პოლიტიკა” და თავი უნდა შეეკავათ ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებებისგან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გახდება მესამე ქვეყნის სამხედრო მოქმედებების ობიექტი. ამ პირობებში, 6 აპრილს, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა იუგოსლავიაზე განახორციელეს თავდასხმა. ჰიტლერს სურდა სამუდამოდ წაეშალა რუქიდან იუგოსლავიის სახელმწიფო. გენერალ სიმოვიჩი გაიქცა ემიგრაციაში, ლონდონში. 10 დღეში, გერმანიამ, რომელსაც ეხმარებოდნენ – იტალია, უნგრეთი, ხორვატიელი უსტაშები, გარკვეულწილად ბულგარეთი და რუმინეთი, მოახდინა იუგოსლავიის ოკუპაცია. შეიქმნა დამოუკიდებელი ხორვატიის სახელმწიფო (ბოსნიის შემადგენლობით) უსტაშების მეთაურობით; ტერიტორიის ნაწილი მიითვისა გერმანიამ და იტალიამ, დაიწყო სერბების გენოციდი. 1941–1945 წწ. არასრული მონაცემებით დაიღუპა 200-ათასიდან – 800-ათასამდე სერბი. იუგოსლავიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა გენერალი მილან ნედიჩი, რომელიც გერმანიის არმიის შემოჭრის დროს მეთაურობდა მაკედონიის 3-ე არმიას. 28 აგვისტოსმ მოლან ნედიჩმამ გერმანელებთან ერთგულების ფიცი დადო და სათავეში ჩაუდგა “ეროვნული გადარჩენის მთავრობას”. 1 სექტემბერს ბელგრადის რადიოთი განაცხადა, რომ “სერბი ერის ბირთვის შენარჩუნების” მიზნით ითანამშრომლოს გერმანელებთან. 1941 წლის ბოლოსთვის მიაყენა რამოდენიმე დამარცხება პარტიზანებს და ჩეტნიკებს, რომლებმაც უარი განაცხადეს გერმანელებთან თანამშრლომლო
 | პრინცი–რეგენტი პავლე | ბაზე. 1942 წ. აგვისტოში გერმანელებმა განაცხადეს, რომ სერბეთი მთლიანად “თავისუფალია ებრაელებისაგან”. მილან ნედიჩის ადმინისტრაციის მამრთველობის დროს განადგურდა 6478 ბიბლიოთეკა, 1670 სკოლა, 30 უნივერსიტეტი, 19 მუზეუმი, 7 თეატრი, 52 მართლმადიდებლური ეკლესია და მონასტერი, 216 მეჩეთი, 63 სინაგოგა, 60-ე მეტი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება. გერმანიაში გაზიდეს ან განადგურდა სერბეთის უამრავი კულტურილი მემკვიდრეობა. 1944 წ. 4 ოქტომბერს ნედიჩის მთავრობა დაიშალა, 6 ოქტომბერს იგი გაიქცა ავსტრიულ ქალაქ კიტცბიუელში. 1946 წ. 1 იანვარს ბრიტანელებმა გედასცეს იუგოსლავიის მთავრობას. 4 თებერვალს თავი მოიკლა (გადახდა ფანჯრიდან). ოკუპაციის შემდეგ, იუგოსლავიაში დაიწყო სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის სათავეში იყო ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ძალა – ტიტოს კომუნისტები (იუგოსლავიის კომუნისტური პარტია, დაარსდა 1919 წ.) და მონარქისტი-ჩეტნიკები დრაგოლიუბ მიხაილოვიჩის მეთაურობით. გარკვეულ ეპიზოდებში ეს ორი ძალა ერთიანდებოდა, ხშირ შემთYხვევაში დაუნდობლად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. საბჭოთა არმიის დახმარებით იუგოსლავიის სახალმა-განმათავისუფლებელმა არმიამ 1944 წ. გაანთავისუფლა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. 1945 წ. 15 მაისს იუგოსლავიის არმიამ სრულად გაანთავისუფლა იუგოსლავია. 1945 წ. 29 ნოემბერს გამოცხადდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა.
 | დრაგიშა ცვეტკოვიჩი | იუგოსლავიის ასამბლეამ (სკუპშინა) ჩამოაშორა ძალაუფლებას კარაგეორგიევიჩების დინასტია. მეფე პეტრე II გამოცხადდა გადაყენებულად და განდევნილად (ჯერ კიდევ 1943 წ. ნოემბრიდან პეტრე II-ს აეკრძალა ქვეყანაში დაბრუნება). პეტრე და მისი მეუღლე ალექსანდრა დარჩნენ ლონდონში, სადაც მეფემ დაამთავრა სწავლა. სიცოცხლოს ბოლო წლები გაატარა აშშ-ში. 1970 წ. 3 ნოემბერს მეფე პეტრე II გარდაიცვალა. 2013 წ. 27 მაისს, პეტრე II, მისი მეუღლის ალექსანრდას, მისი დედის – დედოფალი მარიას, მისი ძმის – პრინც ანდრეის ნეშთი გადმოასვენეს კარაგეორგიევიჩების დინასტიის სასაფლაოზე ქ. ბელგრადში. |