|
პორტუგალიის მონარქია და 1910 წ. რესპუბლიკური გადატრიალება ვასილ პაპავა
1910, 5 ოქტომბერი – პორტუგალია 1908 წ. 1 თებერვალს, როდესაც მეფე კარლუშ I მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასვენებიდან ბრუნდებოდა ლისაბონში, ტერეირუ-დუ-პასუს მოედანზე, ორმა რესპუბლიკელმა ტერორისტმა (ალფრედუ კოშტა და მანუელ ბუისა) ცეცხლი გახსნა მათი მისამართით. ადგილზევე მოკლეს მეფე კარლუში I, 20 წუთში გარდაიცვალა ტახტის მემკვიდრე ლუიშ-ფილიპე, ხოლო ხელში დაიჭრა კარლუშის უმცროსი შვილი – მანუელი (შემდგომ მეფე მანუელ II). ორივე თავდამსხმელი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული – კოსტა განრისხებულმა მოსახლეობამ გათელა, ბუისა კი გვარდიის ოფიცერმა მოკლა. ხალხის უკმაყოფილება პორტუგალიის მონარქიის მიმართ გროვდებოდა 20-30 წლის განმავლობაში. გარკეული როლი ამაში ითამაშა დამამცირებელი 1890 წ. აგვისტოში ხელშეკრულების გაფორმება ბრიტანეთთან, რომლის მიხედვითაც პორტუგალიის კოლონიები აფრიკაში შემცირდა; მოსახლეობაში იაკობინელებისა და რესპუბლიკური იდეების ზრდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე კარლუშ I მმართველობის პერეიოდში მონარქიულმა ხელისუფლებამ ორჯერ დაამტკიცა თავისი უუნარობა აკონტროლოს სიტუაცია: 1892 წ. 14 ივნისს და 1902 წ. 10 მაისს ქვეყანა ბანკროტად გამოცხადდა, რამაც გამოიწვია მრეწველობის შეჩერება, პორტუგალიაში სოციალური ანტაგონიზმისა და ანტიმონარქისტული განწყობების ზრდა. ბიუჯეტის გაკოტრება გამოწვეული იყო არა მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკური არასრულფასოვნებით, არამედ გარკვეულ წილად მეფის ხარჯების ზრდით. ქვეყანაში არეულობების საპასუხიდ კარლუშ I-მა დაშალა პარლამენტი და 1906 წ. 19 მაიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ჟოაო ფრანკო ფერეირა პინტო კასტელო-ბრანკო, რომლის ინიციატივით ჩამოყალიბდა ახალი, ანტი-რესპუბლიკური მთავრობა, სახელმწიფოში კი დამყარდა ხისტი ავტორიტარული სამხედრო დიქტატურა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მეფის მდგომარეობა. ამავე დროს, კარლუშ I ცნობილი იყო როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი. 1894 წ. მეფემ მონაწილეობა მიიღო ჰენრი მეზღვაურის 500-წლისთავის საზეიმო ღონისძიებაში. გარდა ამისა, მეფე ინტერეს იჩენდა საზღვაო კვლევების მიმართ, რომელიც არაერთხელ თავად ჩაუტარებია, და საკმაოდ ღირშეს
 | კარლუშ I | ანიშნავი ნახატები დატოვა. კარლუშ I და მისი უფრო ვაჟის სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი მეორე შვილი – მანუელ II. ახალმა მეფემ 1908 წ. 4 თებერვალს დაითხოვა დიქტატოტული მთავრობა, დანიშნა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩატარდა 5 აპრილს. “რეგენერაციის” პარტიამ დაიკავა – 62 ადგილი, ოპოზიციურმა პროგრესულმა პარტიამ – 58, პორტუგალიის რესპუბლიკურმა პარტიამ – 7. მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1910 წ. 28 აგვისტოს, თუმცა მისი შედეგების საბოლოო დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან 5 ოქტომბერს მონარქია დაემხო და გამოცხადდა პირველი რესპუბლიკა (1910–1926). პორტუგალიაში დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 1911 წ. 28 მაიის, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ მოიგო 229 ადგილი (234 ადგილიდან). ემიგრაციაში მანუელმა დაწერა წიგნი შუა საუკუნეების პორტუგალიის ლიტერატურაზე. გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში. მისი მეუღლე იყო – ავგუსტა ვიქტორია ჰოჰენცოლერნი (1890–1966), თუმცა ქორწინება უშვილო გამოდგა. მანუელ II-ს სიკვდილით შეწყდა კობურგების სამეფო სახლის პორტუგალიის შტო. ტახტზე პრეტენზიას გამოთქვამს დინასტიის შორეული ნათესაური ოჯახი (დუარტის შტო) – განდევნილი მეფე მიგელ I-ს შთამომავლები. მანუელ II-ს ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გამოიცვალა 7 პრემიერ-მინისტრი: • ჟოაო ფრანკო ფერეირა პინტო კასტელო-ბრანკო (19 მაისი 1906 – 4 თებერვალი 1908) • ფრანსისკო ჟოაკიმ ფერეირა დუ ამარალი (4 თებერვალი – 2 დეკემბერი 1908) • არტურ ალბერტო დე კამპოსი ჰენრიქუესი (26 დეკემბერი 1908 – 11 აპრილი 1909) • სებასტიაო კუსტიდიო დე სოუსა ტელესი (11 აპრილი – 14 მაისი 1909) • ვანცესლაუ დე სოუსა პერეირა დე ლიმა (14 მაისი – 22 დეკემბერი 1908) • ფრანსისკო ანტონიო და ვეიგა ბეირაო (22 დეკემბერი 1909 – 26 ივნისი 1910) • ანტონიო ტეიხეირა დე სოუსა (26 ივნისი – 5 ოქტომბერი 1910) ისტორიკოსები აღნიშნავენ პორტუგალიაში მონარქიის აღდგენის რამოდენიმე წარუმატებელ მცდელობას (1911, 1915 და 1919 წწ.). მანუელი ყურადღებით აკვირდებოდა პორტუგალიის პოლიტიკას, გააჩნდა გარკვეული გავლენა პოლიტიკურ წრეებზე, მათ შორის მონარქისტულ ორგანიზაციებზე. მანუელი ყოველთვის
 | მანუელ II | გამოირჩეოდა პატრიოტიზმის მაღალი დონოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალით ჩამოაშორეს პოლიტიკას. მანუელის მტკიცებით, პირველ რესპუბლიკაში ანარქიული მდგომარეობა გამოიწვევდა გარე ძალების ჩარევას ქვეყნის საქმეებში და ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვას. 1915 წელს მან განაცხადა, რომ უტოვებს მთელ თავის ქონებას პორტუგალიას და გამოთქვა სურვილი – სიკვდილის შემდეგ დაეკრძალათ სამშობლოში. მანუელი იყო ანგლოფილი. იგი მიესალმა პორტუგალიის ჩართვას პირველ მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების მხარეს. მან მიმართა მონარქისტებს შეეწყვიტათ ანტი-რესპუბლიკური გამოსვლები და მცდელობები დაამხონ არსებული რეჟიმი, მანამ სანამ ქვეყანა ჩართულია ომში. თუმცა, ბევრი მონარქისტი მიესალმებოდა გერმანიის მისწრაფებებს და იმედოვნებდნენ, რომ კაიზერის გამარჯვების შემდეგ ისინი შეძლებენ მონარქიის აღდგენას. ოფიციალური ვიზიტით ეწვია ესპანეთს, საფრანგეთს და ინგლისს. საგარეო პოლიტიკაში მანუელ II ყოველთვის ცდილობდა უფრო დაახლოვებულიყო დიდ ბრიტანეთთან. ეს იმპერატივი გამოწვეული იყო არა მხოლოდ მისი მამის, კარლუშ I-ს გეოპოლიტიკური ორიენტაციით, არამედ მოიაზრებოდა (ანუ, ბრიტანეთთან თანამშრომლობა) როგორც ტახტის გაძლიერების რესურსი. თუმცა მანუელმა II-მ ვერ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – დიდი ბრიტანეთში მეფე ედუარდ VII-ს გარდაცვალების შემდეგ (1910 წ. მაისი), რომელიც იყო მეფე კარლუშ I-ს ახლო მეგობარი და ბრაგანსების სამეფო ოჯახის მფარველი, ბრიტანეთის ახალი ლიბერალური მთავრობა არ გამოხატავდა დიდი ინტერესს პორტუგალიის მონარქიისადმი. 2006 წ. ქ. კაშკაიშეში, მოქანდაკე ლუიშ ვალადარეშმა მეფე კარლუშ I-ს დაუდგა ბრინჯაოს ქანდაკება. ძეგლის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა – ანიბალ კავაკუ სილმავ, რომელმაც მეფე მოიხსენია, როგორც “უფრო მეტი, ვიდრე კულტურული ადამიანი, ხელოვნების მცოდნე და მეცნიერების მფარველი”. 2008 წ., ლისაბონის ტრაგედიიდან 100 წლისთავზე, კომერციის მოედანზე, სადაც განთავდსა მემორიალური დაფა, შეიკრიბა რამოდენიმე ასეული პორტუგალიელი მონარქისტი. ცერემონიაში მონაწილოება მიიღი პორტუგალიის ტახტის მემკვიდრემ და მისმა ოჯახმა. |
|