საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ისლამური რევოლუცია ირანში (1978–1979 წწ.)
ვასილი პაპავა

მსოფლიო საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მისწრაფვას შექმნას ატომური იარაღი და ამით კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი გავლენის არეალი რეგიონში, რაც თავისთავად მკვეთრად დაძაბავს გეოპოლიტიკურ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში. პირველ რიგში ირანის ამგვარი გაძლიერება დიდი საფრთხის შემცვლელია ისრაელისთვის, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს აიათოლების რეჟიმს ატომური ბომბის შექმნაში. ისრაელის სამხედროები მზად არიან (თუ სიტუაცია მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს) განახორციელონ გამანადგურებელი საჰაერო იერიში ირანის ატომურ ობიექტებზე (ქ. ბუშერი და სხვა). თავის დროზე სადამ ჰუსეინმა სცადა შეეძინა ატომური რეაქტორები საფრანგეთში, რომლის ბაზაზეც შესაძლებელი იქნებოდა ბომბის დამზადება.

1979 წ. 7 აპრილს “მოსადი”-ს აგენტებმა ააფეთქეს სატრანსპორტო გემი ქ. ტულონის ნავსადგურში, რომელზეც განლაგებული იყო რეაქტორები ერაყში გასაგზავნად. რეაქტორები განადგურებულ იქნა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ერაყს გადასცემდა ახალ რეაქტორებს.

1980 წ. მეორე რეაქტორი “ოზირაკი” წარმატებით იქნა გაგზავნილი ერაყში: იგი განალაგეს უდაბნო თხუვაიტაში.

ისრაელის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ბაღდადი უხეშად არღვევდა შეთანხმებას ატომური იარაღის არგავრცელების შესახებ. 1981 წ. 7 ივნისს ისრაელის 8 გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ერაყის ატომურ ობიექტზე და სრულიად გაანადგურა რეაქტორები. ამ აქციამდე რამოდენიმე თვით ადრე სამი ერაყელი ფიზიკოსი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. არის ვარაუდი, რომ ისინი გახდნენ „მოსადი-ს“ მსხვერპლნი.

ერაყის ატომური პროგრამა ჩიხში შევიდა. სადამ ჰუსეინი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის “ატომურ გეგმებზე”. საფრანგეთმა უარი განაცხადა ახალი რეაქტორების გადაცემაზე ერაყისათვის.

ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელება დაიწყო 1967 წელს, როდესაც აშშ-მა ირანის შაჰს მოჰამედ რეზა ფეჰლევის 5 მეგავატის სიმძლავრის ატომური რეაქტორი მისცა. რეაქტორების მშენებლობაში ტექნოლოგიურ დახმარებას ირანს შემდგომში უწევდნენ გერმანია (გფრ - გერმანიის გედერაციული რესპუბლიკა) და საფრანგეთი. ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა 1968 წელს, ხოლო რატიფიცირება მას გაუკეთა 1970 წელს.

ისლამური რევოლუციის შემდეგ, როცა 1979 წ. თებერვალში შაჰის რეჟიმი დაემხო, ახალმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ბირთვული პროგრამის განხორციელების გაგრძელებაზე. როგორც აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება იყო დროებითი.

დღევანდელი ირანის მკვეთრი ანტიამერიკული და ანტიდასავლური ტენდენციები არის ახლო წარსულის გამოძახილი, როდესაც ქვეყნის სათავეში იდგა ფეჰლევიდების დინასტია (1925—1979 წწ.).

1925 წ. დეკემბერში ირანის შაჰი გახდა რეზა ხანი — ახალი დინასტიის დამაარსებელი და პირველი წარმომადგენელი ფეჰლევის საგვარეულოდან. რეზა შაჰმა დაამხო ყაჯართა დინასტია და ქვეყნიდან გააძევა საძულველი და უსუსური სამეფო ოჯახი. 1796 წლიდან 1925 წლამდე ყაჯარებმა ვერ შეძლეს ხელისუფლების ცენტრალიზება, ძლიერი არმიის და ფლოტის შექმნა, ეფექტური ადმინისტრაციული აპარატის ჩამოყალიბება, ეკონომიკის გაჯანსაღება და ფეხზე დაყენება, წარმატებული საშინაო და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება. XIX-საუკუნის ბოლოს ირანი ფაქტიურად წარმოადგენდა ნახევარ-კოლონიას — ქვეყნის ჩრდილოეთი შედიოდა რუსეთის გავლენის სფეროში, სამხრეთი კი უყო ბრიტანეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. ასე რომ, ირანელების ეროვნულ ცნობიერებაში ყაჯარების შაჰების დინასტია ასოცირდებოდა და აღიქმებოდა ქვეყნის სისუსტესთან და ეროვნულ დამცირებასთან.

რეზა შაჰმა ჩამოაყალიბა მტკიცე ცენტრალური ხელისუფლება, მხარი დაუჭირა ინდუსტრიალიზაციის პროგრამას სამრეწველო წარმოების პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსებით. შაჰის დაკვეთით შემუშავებულ იქნა პროგრამები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ავტოსტრადების, პორტების და რკინიგზის ქსელების მშენებლობა. რეზა შაჰის მმართველობის დროს (1925—1941 წწ.) დიდი სახსრები იხარჯებოდა ირანის ახალი არმიის შესაქმნელად.

1935 წელს შაჰმა მოითხოვა, რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება — „ირანი“, მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად. ამით შაჰი ხაზს უსვამდა ირანის ძველ (ქვეყნის ისლამიზაციამდე მე-VII საუკუნეში) წარმოშობას.

საგარეო პოლიტიკაში რეზა შაჰმა დაამყარა ახლო ურთიერთობა ჰიტლერის გერმანიასთან, საფრანგეთთან და აშშ-თან, რითაც შაჰი ცდილობდა მოეპოვებინა ძალთა ბალანსი რეგიონში, პირველ რიგში საბჭოთა რუსეთის და ბრიტანეთის იმპერიის ირანზე ზემოქმედების ბერკეტების გასანეიტრალებლად. ჰიტლერის გერმანიასთან დაახლოება გახდა მთავარი მიზეზი ირანის და ბრიტანეთის შორის უთანხმოებების კიდევ უფრო დაძაბვისა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, როცა ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი გახდნენ მოკავშირეები, სტალინმა და ჩერჩილმა ირანს გაუგზავნეს ულტიმატუმი, კატეგორიული მოთხოვნით შაჰისადმი, გაეძევებინა ქვეყნიდან გერმანელი სპეციალისტები. შაჰმა არ დააჩქარა პასუხის გაცემა, რის შედეგაც ორივე ქვეყანამ მოახდინა ირანის სრული ოკუპაცია. რეზა შაჰი ფეჰლევი იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო. იგი გადაასახლეს სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში (მაშინ - კავშირი), სადაც გარდაიცვალა 1944 წ.

დიდი ბრიტანეთის და საბჭოთა კავშირის თანხმობით ტახტზე ავიდა რეზა შაჰის უფროსი ვაჟიშვილი - 22 წლის მოჰამედ რეზა ფეჰლევი. ირანის ოკუპაცია გაგრძელდა 1946 წლამდე.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანში დაიწყო ეროვნული მოძრაობის გააქტიურება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე — მოჰამედ მოსადეყი (ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი). ეროვნული მოძრაობის ზეწოლის ქვეშ მთავრობის მეთაურად შაჰმა წარადგინა მოსადეყი, რომლის პირველი და უმთავრესი ღონისძიება ეკონომიკურ სფეროში გამოიხატა ინგლის-ირანის სანავთობო კომპანიის ნაციონალიზაციაში (1951 წ. აპრილი), ბრიტანელი სპეციალისტების ქვეყნიდან გაძევებაში და სანავთობო მრეწველობის სრულ გაკონტროლებაში. პოლიტიკურ სფეროში მოსადეყმა “ცივი ომის” პირობებში შეეცადა დაეკავებინა ნეიტრალიტეტი.

კომპანიის ნაციონალიზაცია დიდმა ბრიტანეთმა აღიქვა როგორც საშიში პრეცედენტი მთელი შუა და ახლო აღმოსავლეთისათვის და ირანის ნავთობს მოუწყო საერთაშორისო ბოიკოტი. პრემიერ-მინისტრი მოსადეყი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს, რათა მოეპოვებინა ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. როდესაც თეთრი სახლის სათავეში მოვიდა დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-მა და დიდ ბრიტანეთმა “ირანის კრიზისიდან” გამოსასვლელად ფსონი დადეს სამხედრო გადატრიალებაზე. მთავარ მიზეზად დასახელებულ იქნა კომუნისტური პარტია “თუდე”-ს გავლენის და ავტორიტეტის გაზრდა ფართო მასებში.

1953 წ. აგვისტოში შაჰსა და მოსადეყს შორის დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია — შაჰი და დედოფალი სორაია იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო.

19 აგვისტოს ირანის არმიამ, რომელიც ერთგული დარჩა მონარქისადმი, დაამხო მოსადეყის მთავრობა; თვით მოსადეყი შეიპყრეს და გაასამართლეს. შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ტრიუმფით დაბრუნდა თეირანში. გადატრიალების შემდეგ ირანმა აშშ-გან მიიღო სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. შაჰმა გამართა მოლაპარაკებები ბრიტანულ და სხვა უცხოურ სანავთობო კომპანიებთან კონსორციუმის შესაქმნელად ნავთობის მოსაპოვებლად და მისი ექსპორტირებისათვის.

მოჰამედ რეზა ფეჰლევი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა არმიის დაძლიერებას და მოდერნიზირებას, მრეწველობის განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს.

1963 წ. იანვარში შაჰმა გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი რეფორმების 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმადაც შაჰის მთავრობა იწყებდა რადიკალური რეფორმების გატარებას შემდეგი მიმართულებით:

1.         აგრარული რეფორმა და ფეოდალიზმის ლიკვიდაცია (30 წლის ვადაში);

2.         ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია (ტყე, წყალი და სხვა);

3.         ქალების ემანსიპაცია (ხმის უფლებების მინიჭება, საოჯახო დავებში მამაკაცებთან გათანაბრება);

4.         განათლების სისტემის რეფორმირება და სხვა...

 

ზემოთ აღნიშნული რეფორმები ისტორიაში ცნობილია როგორც „შაჰის და ხალხის თეთრი რევოლუცია“.

აგრარულმა გარდაქმნებმა დიდი დარტყმა მიაყენა მემამულეებს და შიიტურ სამღვდელოებას, როგორც უმსხვილეს მიწისმფლობელებს. შაჰის რეფორმებში უმაღლესმა სამღვდელოებამ დაინახა საფრთხე, რომელიც მიმართული იყო ირანულ საზოგადოებაში მათი პოზიციების შესასუსტებლად. ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილმა სამღვდელოებამ მოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით მოუწოდა ირანელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ შაჰის რეფორმებისადმი.

დაძაბულობამ ხელისუფლებასა და რადიკალურ სამღვდელოებას შორის პიკს მიაღწია 1963 წ. 5 ივნისს, როდესაც შაჰის განკარგულებით საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმელებმა დააპატიმრეს მოლა ხომეინი. ამას მოჰყვა მისი მომხრეების აჯანყება. არმიამ, შაჰის გვარდიამ „უკვდავები“ და „სავაკი“-ს აგენტებმა სისხლში ჩაახშვეს მონარქიის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციის გამოსვლა. ხომეინი 1965 წ. ნოემბრამდე იმყოფებოდა ციხე “ყარს”-ში (რამოდენიმე თვით ის გაანთავისუფლეს, თუმცა კვლავ დააპატიმრეს ანტიმონარქისტული მოწოდებებისათვის). 1965 წ. 12 ნოემბერს ხომეინი გადაასახლეს თურქეთში (ქ. ბურსა).

მონარქიული რეჟიმის გასამყარებლად შაჰმა 1957 წ. შექმნა საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია — “სავაკი” (დაზვერვის ეროვნული სამსახური და უშიშროების ორგანიზაცია). სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში ირანს აქტიურად ეხმარებოდნენ ამერიკის „ცსს“ (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და ისრაელის „მოსადი“ (დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი).

შიდაპოლიტიკური დანიშნულებასთან ერთად „სავაკ“-ს გააჩნდა საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. სტრუქტურულად „სავაკი“ შედგებოდა 9 დეპარტამენტისაგან. მე-2 დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა — საგარეო დაზვერვა, კომუნიზმის გავრცელების საფრთხე რეგიონში, ავღანეთი, ერაყი, იემენი.

60-70-იანი წწ. არის ის პერიოდი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თავი იჩინა ისლამურმა ფუნდამენტალიზმა. 1963 წ. ივნისის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ირანის პოლიტიკურ არენაზე გამოჩდნენ რადიკალური მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები „მოჯაჰედინ-ე ხალკი“ (დაარსდა 1965 წ.) და “ფედაინ-ე ისლამი” (დაარსდა 1963 წ., ისლამური რევოლუციის პერიოდში განიცადა რამოდენიმე განხეთქილება). მიზნად დასახული ჰქონდათ — შაჰის რეჟიმის დამხობა შეიარაღებული გადატრიალების მეშვეობით. თავიანთი მიზნის მისაღწევად მიმართავდნენ ტერორისტულ მეთოდებს. გენერალ-ლეიტენანტი იონ მოჰაი პაჩეპა (ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკური პოლიციის “სეკურიტატე-ს” ყოფილი დირექტორი) თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი მფარველობდა შაჰის შეიარაღებულ ოპოზიციას, რათა დაეძაბა ირანში შიდაპოლიტიკური სიტუაცია.

1960-1970-იან წწ. “სავაკ”-მა ფაქტიურად გაანადგურა მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები. მათი აღორძინება დაიწყო ირანში რევოლუციური პროცესების დაწყებასთან ერთად (1978 წ. დასაწყისი).

1970-იან წლების მიწურულს ირანში შიდაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქვეყნის ეკონომიკა პარალიზებული იყო ინფლაციის ზრდისა და სახელმწიფო აპარატის არაეფექტური ზომებით მის შესაჩერებლად მუსაობის გამო, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური პროტესტი. შიიტურმა სამღვდელოებამ სათავისოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება და მოუწოდა ირანელებს გამოსულიყვნენ შაჰის “ტირანიის” წინააღმდეგ.

პროტესტის ზრდასთან ერთად შაჰმა სცადა გამოესწორებინა ადრე დაშვებული შეცდომები და ამ მიმართულებით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები — შეამცირა მილიარდიანი პროექტების განხორციელება, დაავალა „შაჰის ინსპექციას“ აღეკვეთა ბაზრობებზე სპეკულაციის ყველა ფაქტი, დახურა გასართობი ცენტრები (კაზინო, დისკო-კლუბები, ბევრი რესტორანი და ღვინის მაღაზია), დააბრუნა ისლამური კალენდარი (1976 წ. შაჰის ბრძანებით ისლამური კალენდარი ჩაანაცვლეს იმპერიული კალენდარით, როლემიც მიღებული იყო ჯერ კიდევ სასანიანთა იმპერიის დროს), შეამცირა პრესის და ტელევიზიის ცენზურა, ნება დართო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გამოსულიყვნენ იატაკქვეშიდან და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში (რომელიც უნდა ჩაეტარებინათ 1979 წ. ივნისში), ციხეებიდან გამოუშვა ასობით პოლიტიკური ოპონენტი, გადააყენა ძალოვნური უწყებების მეთაურები (მათ შორის იყო გენერალი ნემათოლა ნასირი, რომელის 13 წლის მანძილზე კურირებდა „სავაკ“-ს) და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული შაჰის ღონისძიებები რადიკალურმა ოპოზიციამ აღიქვა, როგორც მონარქიის სისუსტედ და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მოუწოდებდნენ რელიგიურ ეიფორიაში მყოფ მასებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ფეჰლევის დინასტიის დამხობამდე.

1979 წ. 16 იანვარს შაჰმა და დედოფალმა დატოვეს ირანი და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ჯერ კიდევ 6 იანვარს შაჰმა დანიშნა ახალი მთავრობა შაპურ ბახთიარის მეთაურობით და დაავალა ირანის გენერალიტეტს ეთანამშრომლათ მასთან. ფეჰლევის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გენერალიტეტის ერთ ნაწილში, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ შაჰისგან გაეცა განკარგულება, რათა სისხლში ჩაეხშოთ რევოლუცია.

ულტრამონარქისტ გენერლებს შორის თავისი ქარიზმით უფრო გამოირჩეოდნენ — გოლამ ალი ოვეისი (მოკლეს ძმასთან ერთად პარიზში 1984 წ.), მანუჩერ ჰოსროდადი (საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, დახვრიტეს 1979 წ. 15 თებერვალს), ფერეიდუნ ჯემი (შაჰის სიძე), აბდოლ ალი ბადრეი (სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, დახვრიტეს 1979 წ. 12 თებერვალს), რეზა ნაჯი (ისფაჰანის პროვინციის სამხედრო გუბერნატორი, დახვრიტეს 1979 წ. 15 თებერვალს).

შაჰმა უარი თქვა ძალისმიერი მეთოდებით ტახტის შენარჩუნებაზე და განაცხადა: “დიქტატორს შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება თავისი ხალხის დახოცვით - მონარქს კი არა”. ალბათ, შაჰს უბრალოდ არ ეყო ნებისყოფა გამოეყენებინა ძალა თავისი ხალხის მიმართ.

1979 წ. 9 თებერვალს თეირანში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგნენ მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები „ფედაინ-ე ისლამი“ და „მოჯაჰედინ-ე ხალკი“. ოპოზიციის მომხრეები სამი დღე ებრძოდნენ მონარქისადმი ერთგულ არმიის ქვედანაყოფებს, „უკვდავების“ შაჰის გვარდიას და “სავაკი”-ს აგენტებს.

1979 წ. 12 თებერვალს გენერალური შტაბის უფროსის, აბას კარაბაგის განკარგულებით ირანის შეიარაღებული ძალების 27 უმაღლესი გენერალი შეიკრიბა არმიის შტაბში. სხდომას ესწრებოდა ასევე “სავაკი”-ს მე-4 დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი ნასერ მოგადამი. 2-საათიანი კამათის შემდეგ, სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე გამოეცხადებინათ არმიის ნეიტრალიტეტი, რათა თავიდან აეცილებინათ კატასტროფული სამოქალაქო დაპირისპირება. ფაქტიურად ეს ნიშნავდა მონარქიის და შაპურ ბახთიარის მთავრობის კაპიტულაციას.

სპარსული მონარქია, რომლის 2500-წლიანი სახელმწიფოებრიობა შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ გრანდიოზულად აღნიშნა 1971 წ. პერსიპოლში — დაემხო.

ირანის სათავეში მოვიდა აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი. საერო მონარქიიდან ირანი იქცა თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq