საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იმპერატორი ლოთარ I - 6 დღე ბერობა
855 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა საღვთო რომის იმპერატორი 817-855 წლებში (თუმცა 840 წლამდე ის მხოლოდ თანამმართველი იყო მამამისთან ერთად). 815-817 წლებში იყო ბავარიის მეფე, 818-855 წლებში იტალიის, 840-855 წლებში კი ცენტრალური საფრანგეთის ტერიტორიის მმართველი. სახელწოდება ლორენი სწორედ მისი სახელიდან წარმოსდგა. ლოთარი იყო კაროლინგთა იმპერატორ ლუი I ღვთისმოსავის უფროსი ვაჟი.

მომავალი იმპერატორი დაიბადა 795 წელს.

გარკვეული მიზეზების გამო, ლოთარ I-მა წააქეზა თავისი ძმები პიპინ I აკვიტანიელი და ლუდვიგ II გერმანელი მამის წინააღმდეგ, რომელმაც მათი ნახევარძმა შარლ მელოტი ფრანკთა მიწაზე თანამმართველად გამოაცხადა. მამის სიკვდილის შემდეგ, შარლმა და ლუდვიგმა გააერთიანეს ძალები ლოთარის წინააღმდეგ 3 წლიან სამოქალაქო ომში, რომელიც გაგრძელდა 840 წლიდან 843 წლამდე. ომის შედეგად, ფრანკთა იმპერია ვერდენის ხელშეკრულებით დაიყო 3 ნაწილად.

ლოთარს, რომელმაც შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული, ერგო იტალია და რაინისა და რონის გასწვრივ მდებარე მიწების ზოლი. ლუდვიგ გერმანელს - რაინის აღმოსავლეთ მდებარე მიწები (აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო), ხოლო შარლ მელოტს - რაინის დასავლეთით მდებარე მიწები (დასავლეთ ფრანკთა სამეფო). ფრანკთა სახელმწიფოს გაყოფა ვერდენის ხელშეკრულებით შეესაბამებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ხალხების განსახლების საზღვრებს და მან არსებითად, დასაბ

ამი მისცა სამი დიდი სახელმწიფოს - საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის შექმნას.

855 წლის 23 სექტემბერს იმპერატორი ლოთარი ბერად შედგა პრიუმის სააბატოში. რამდენიმე ხნით ადრე მან თავისი სამფლობელო გაუყო შვილებს. 6 დღე ბერობაში გაატარა და 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq