საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანა, რომელსაც არ გაუმართლა როგორც დედას

1714 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი, სტიუარტების დინასტიიდან, ანა.

მომავალი მონარქი დაიბადა 1665 წლის 6 თებერვალს. იგი იყო ჯეიმზ II-სა და მარია დ’სტას ასული. 1683 წელს იქორწინა დანიის მეფის ფრედერიკ III-ის ვაჟზე გეორგზე. იგი ტახტზე ავიდა 1702 წელს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა 1707 წელს.

ანა სტიუარტი ტორების მომხრე დედოფალი იყო. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იგი ყოველთვის ამ პარტიას უჭერდა მხარს და ყოველთვის ერთგული იყო ანგლიკანური ეკლესიისა. გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და ზრდილობით, მაგრამ არ იყო ჭკვიანი, იყო გაუბედავი და მრჩეველებზე ძალიან დამოკიდებული. პირველ ხანებში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ჰერცოგ მალბოროს და მის მეუღლეს, სარას. ესპანეთთან წარმატებული ომი, რომელმაც ანას მმართველობის მთელ პერიოდს გასტანა, ჰერცოგ მალბოროს დამსახურება იყო. მიუხედავად პოლიტიკის წარმატებისა, ანა წუხდებოდა ვიგების ბატონობით. დროთა განმავლობაში დედოფალსა და სარა მალბოროს შორის ურთიერთობები გაცივდა. მისი ადგილი ახალგაზრდა აბიგალ მეშემმა დაიკავა. მისი გავლენით, დედოფალმა მთავრობიდან დაითხოვა რამდენიმე ვიგი და მმართველობა ლორდ ბლინგბროკს გადასცა. 1713 წელს მან მოახერხა საფრანგეთთან ძალიან მომგებიანი ზავის დადება. ინგლისმა გიბრალტარის და მინორკის გარდა მიიღო ფრანგული მიწები ამერიკაში - ახალი შოტლანდია, გუდზონის ყურის მიწები, ნიუფაუნდლენდი და

სან-კრისტოვი.

1707 წელს მოხდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა — ინგლისის და შოტლანდიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწოდა. ამიერიდან პარლამეტში შოტლანდიელი დეპუტატებსაც ირჩევდნენ.

ანა დედოფალი 18 ჯერ იყო ორსულად, მაგრამ მხოლოდ 5 შვილი გაუჩნდა ცოცხალი, ოთხი მათგანი ჩვილობაში მოკვდა. ბოლო შვილი კი, ვილჰელმი, გლოსტერის ჰერცოგი 11 წლის ასაკში გარდაეცვალა, 1700 წლის 29 ივლისს. დედოფლის სიკვდილის შემდეგ შეწყდა სტიუარტების დინასტიაც, რომელიც 100 წელიწადზე მეტი მმართველობდა ინგლისში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq