საფრანგეთის დიდი ხელმწიფე, კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი, ლუი VI სქელი დაიბადა 1081 წლის 1 დეკემბერს იგი იყო ფილიპ I-ის (1052-1108) და ბერტა ჰოლანდიელის (1055-1094) შვილი. მამამ 1108 წელს თანამმართველად გამოაცხადა. ტახტზე ავიდა 1108 წელს. მეფე ლუის ბიოგრაფია ცოტათი ჰგავს დავით აღმაშენებლის ცხოვრებას. დოფინი იზრდებოდა მონასტერში, სადაც ჩამოყალიბდა ბრძენ ადამიანად, გააცნობიერა სარწმუნოებისა და პატრიოტიზმის მნიშვნელობა ქვეყნისათვის. მონასტერში გაიცნო და დაუმეგობრდა თავის თანატოლს, სენ-დენის მომავალ აბატ სიუჟერს (Suger), რომელიც გახდა მისი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი. მეფე იყო საფრანგეთის პოლიტიკური გაერთიანების ფუძემდებელი. მკაცრად უსწორდებოდა ურჩ ფეოდალებს. არავის პატიობდა ეკლესიის ძარცვას, სამღვდელოთა თუ უბრალო ადამიანების ჩაგვრას. პრივილეგიებს ანიჭებდა ქალაქებს და ეხმარებოდა მათ სენიორთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სამართლიანობას და წესრიგს. უბრალო გლეხებს და ქალაქების მოსახლეობას ძალიან უყვარდათ თავისი მეფე და ეხმარებოდნენ ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ვთქვით, მისი მთავარი მრჩეველი იყო სენ-დენის აბატი სიუჟერი, რომელსაც ეკუთვნის ლათინურად დაწერილი „ლუი VI-ის ცხოვრება“. გლეხური წარმოშობის ეს აბატი დიდ როლს ასრულებდა საფრანგეთის ცხ
 | ლუი VI კურთხევა | ოვრებაში. იგი იყო კარგი დიპლომატი და იდეოლოგი. კარგად ხვდებოდა მეფის ინსტიტუტის მნიშვნელობას ქვეყნის ერთიანობსათვის, და შეიმუშავა ერთგვარი მესიანისტური იდეოლოგია. მისი ინიციატივით, გერმანიის იმპერატორის შემოსევისას ბრძოლის ველზე პირველად გამოიყენეს წმინდა შტანდარტი ორიფლამი (oriflamme), რაც მერე ტრადიციად იქცა. აბატი ასრულებდა სახელმწოფოს მმართველის ფუნქციას, როდესაც მეფე ლუი წმინდა მიწაზე იყო საბრძოლველად წასული და აღკვეთა კიდეც სახელმწიფო გადატრიალება. სხვათა შორის აბატი გახლდათ ფუძემდებელი გოტიკური (გოთური, გოთების (გუთების) ტომის სახელიდან) სტილისა არქიტექტურაში. მეფე ლიუ, როგორც აღვნიშნეთ იბრძოდა წმინდა მიწაზეც. მან 1124 წელს შეძლო განედევნა საფრანგეთიდან გერმანიის იმპერატორის ჰენრიხ V, რომელსაც ინგლისის მეფეც ეხმარებოდა. მეფეს ჰყავდა ცხრა შვილი. ზოგიერთი ჩვილობის ასაკში გარდაეცვალა. 1129 წელს, თავისი უფროსი ვაჟი ფილიპე, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, თანამეფედ გამოაცხადა, თუმცა ფილიპე ორ წელიწადში ტრაგიკულად დაიღუპა, ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. მეფე ლუი VI გარდაიცვალა 1137 წლის 1 აგვისტოს. მეფე ლიუს მერე ტახტზე ავიდა მისი მეორე ვაჟი ლუი VII. მეფე ლუი VI-ს შვილიშვილი პიერი 1217-1219 წწ. და შვილთაშვილები, რობერტი 1221-1228 წწ. და ბოლდუინ II 1237-1261 წწ.
 | ლუი VI კურთხევა | მართავდნენ კონსტანტინოპოლის ლათინთა იმპერიას.მეფე ლიუს ეთი შვილი რეიმსის მთავარეპისკოპოსი, მეორე კი პარიზის ეპისკოპოსი გახდა... ასეთი მეფეები საქართველოსაც ჰყავდა, მაგალითად დავით აღმაშენებელი, რომელმაც აღგავა ფეოდალების უმსგავსობენი და გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც ამოხოცა მოღალატე ფეოდალები, თუმცა მეტი რომ გვყოლოდა, უკეთესი იქნებოდა.
.
|