1559 წლის 10 ივლისს თავისი ქალიშვილის ქორწილში გამარტულ რაინდულ ტურნირზე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ანრი II. ასეთი ტურნირები გასართობი, სპორტულის მსგავსი იყო და ხის შუბები გამოიყენებოდა ხოლმე. ყველას გინახავთ, ალბათ, ორი, ცხენზე ამხედრებული, მძიმედ შეჭურვილი რაინდი გრძელი ხის შუბით ხელში მიაჭენებენ ერთმანეთისაკენ და შუბით ცდილობენ მოწინააღმდეგის ცხენიდან ჩამოგდებას.
იმ დღეს, რაინდ მონტგომერის შუბი, ჩვეულებისამებრს, როგორც ამგვარ ტურნირებზე, გადატყდა, მაგრამ ნამტვრევი დაუცველ ადგილას თვალში მოხვდა მეფე ანრის და იმსხვერპლა. სხვათა შორის, ზოგიერთი მკვლევარი ამ ტრაგიკული მოვლენის წინასწარმეტყველებას ნოსტრადამუსის ერთ კატრენში (ოთხტაეპიანი ლექს) ხედავს, სადაც ნათქვამია, რომ "ბებერ ლომს" ახალგაზრდა გამოთხრის თვალებს.
ანრი (ჰენრი) II დე ვალუა (Henri II de Valois) დაიბადა 1519 წლის 31 მარტს, სენ-ჟერმენ-ან-ლაიში. მეფობდა 1547-1559 წლებში. 1533 წლის ოქტომბერს მან ცოლად მოიყვანა ეკატერინე მედიჩი (1519-1589). იგი იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, მონარქიის განმტკიცებისათვის, დევნიდა ჰუგენოტებს (პროტესტანტებს). 1559 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ებრძოდა ინგლისელებს და. ებრძოდა კარლოს V-ეს (კარლ V), გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერიის იმპერატორს, რომელთანაც, სიყმაწვილეში, 5 წლის ასაკიდან 10 წლამდე, მძევლად იყო (ამ იმპერატორზე ჩვენ გიამბეთ ადრე, დიდი ტიციანი რომ ხატავდა მის პორტრეტებს)... 1556 წლიდან ებრძოდა კარლოს მეხუთის ვაჟს, ფილიპე II -ს... ბოლოს, მეომარ მხარეებს შორის დადებული ზავის თანახმად, თავისი და, მარგარეტი მიათხოვა სავოიის ჰერცოგს, ემანუელ ფილიბერტს, ხოლო ქალიშვილი ელიზაბეტი კი ფილიპე მეორეს...
ქორწილი გაიმართა პარიზში... სამდღიანი მოლხენის პარალელურად იმართებოდა რაინდთა ტურნირი... ამ ტურნირზე გრაფ მონტგომერის შუბის ნატეხი თვალში მოხვდა მეფეს და იგი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. |