დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის ბიოგრაფიების ქრონოლოგიურ მსგავსებას ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მივაქციე ყურადღება, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. შემდეგმა დაკვირვებებმა უფრო გამაოცა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ საოცარმა დამთხვევებმა ისტორიის საკრალურობობაში თუ საკრალური ისტორიის არსებობაში კიდევ უფრო დამარწმუნა. ბაგრატიონებისა და საქართველოს განსაკუთრებულობაშიც. რადგან, ნიადაგი, ქვეყანა, გარემო, სადაც გაიზარდა და მოღვაწეობდა დიდი ქართველი ხელმწიფე დავით აღმაშენებელი, დიდად განხვავდება პეტრე პირველის ქვეყნისგან. როგორიცაა ნიადაგი, ისეთია ნაყოფი, კეთილ ნაყოფს, ნოყიერი ნიადაგი სჭირდება.
ეს წერილი ამ საუკუნის დასაწყისში გამოვაქვეყნე გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" (მადლობა მალხაზ გულაშვილს, რომ მაშინ, ეროვნული იდეოლოგიისათვის გვერდი გამოყო თავის გაზეთში).
შემდეგ წერილი გადავამუშავე და განვავრცე, მას ჩემს წიგნში იხილავს მკითხველი. ძველ რედაქციას კი ვთავაზობ სამეფო კლუბის საიტის მკითხველებს.
გია მამალაძე 2013-06-09
საკრალური მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის
დავით აღმაშენებლის მემატიანეს, წმიდა მეფე ყველა მეფეზე აღმატებულად მიაჩნია. ასე თვლიან თანამედროვე ქართველი ისტორიკოსებიც. ასე ფიქრობს ყოველი ქართველიც. ალბათ ყველა ერის წარმომადგენელს ასეთივე და მოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეფისადმი. ყველა დიდი მეფე მართლაც დიდებულია, მაგრამ დავით აღმაშენებელისებრ ძლევამოსილი და წმიდა კეთილმსახური ძალიან ცოტა თუ მოიძებნება. თანაც, გაპარტახებული, დაშლილი ქვეყნისგან იმპერიის შემქმნელი და ერის გადამრჩენელი.
ერთი უცხოელი მეფე რაღაცნაირად წააგავს ჩვენს სათაყვანებელ დავით აღმაშენებელს, ცხოვრების ქრონოლოგიით, ეს არის რუსეთის იმპერატორი პეტრე I.
დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა, 1089 წელს, ე. ი. უნდა დაბადებულიყო 1072 ან 1073 წლებში. პეტრე I დაიბადა 1672 წელს, ზუსტად 600 წლის მერე. პეტრე I ფორმალურად გამეფდა 1682 წელს, სინამდვილეში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1689 წელს, 16 წლის ასაკში, დავით IV-ის გამეფებიდან ზუსტად 600 წლის მერე, როცა თავის და მონაზვნად აღკვეცა. ჩვენ ვიცით, რომ ჭაბუკი დავითის გასამეფებლად მისი მამა, რომელიც ქვეყანას კარგად ვერ მართავდა, გადააყენეს, თუმცა მეფეთ-მეფის წოდება შეუნარჩუნეს. დავით აღმაშენებელმა 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქებს და ამის მერე დაიწყო მისი ხანგრძლივი ბრძოლა მათთან. 1700 წელს პეტრე I-მა დაიწყო ჩრდილოეთის ომი შვედებთან, რომელიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადში დადებული შეთანხმებით, რუსეთმა "გაჭრა სარკმელი ევროპისკენ" და იქცა საზღვაო სახელმწიფოდ.
600 წლით ადრე, 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორში სასტიკი მარც ხი აწვნია მუსულმანთა ნახევარმილიონიან კოალიციას. მალე დავით აღმაშენებელმა აიღო შირვანი და დარუბანდი და საქართველო გახდა სამი ზღვის სახელმწიფო. ამით იგი იქცა იმპერატორად. 600 წლის შემდეგ იმპერატორად გამოაცხადა თავი პეტრე I-მა.ორივე მეფემ ბევრი რეფორმა ჩაატარა. ორივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშენებლობას, განათლებას, კომუნიკაციებს, უსაფრთხოებას... ორივე რეფორმატორი იყო. დავით აღმაშენებელმა შექმნა მუდმივი ჯარი - მონა სპა, ასევე დაიქირავა ყივჩაღთა არმია. პეტრე I-მა შექმნა სარეკრუტო გაწვევა. დავით აღმაშენებელმა რეფორმა ჩაატარა მმართველობაში, პეტრე I-მა ქვეყვის სამართავად შექმნა კოლეგიები. დავით IV-ის დროს წინაურდებოდნენ ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები, მიუხედავად სოციალური წარმოშობისა. პეტრე I-მა შემოიღო "ტაბელი ჩინისა", რომლის მიხედვით, ყველა მოქალაქეს, სოციალური წარმოშობის მიუხედავად, შეეძლო დაწინაურება სამსახურში. სამოქალაქო პირები მე-8 ტაბელის მერე შთამომავლობით იღებდნენ "დვარიანსტვოს" (თავადაზნაურთა წოდებას (რუსეთში აზნაურთა და თავადთა შორის უფლებრივი განსხვავება არ იყო), ხოლო სამხედროები ამავე პრივილეგიას იღებდნენ მე-12 ტაბელიდან (სულ 14 ტაბელი იყო).
დავით აღმაშენებელმა დააარსა გელათისა და იყალთოს აკადემიები, პეტრე I-მა რუსეთის საზღვაო აკადემია, და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებათა აკადემიას. ორივემ მეფემ გამოიცვალა დედაქალაქი, დავითი ქუთაისიდან გათავისუფლ ებულ თბილისში გადავიდა, პეტრე I მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში. და ა. შ. დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს, მისი ხსენების დღე აღინიშნება 26 იანვარს ძველი სტილით, ახალი სტილით 8 თებერვალს. პეტრე I გარდაიცვალა 1725 წლის 28 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს.
თუმცა, წმიდა მეფე დავით აღმასენებელსა და პეტრე I-ს შორის არის უდიდესი განსხვავება. დავით აღმაშენებელი იყო მართლმორწმუნე ქრისტიანი. მან ჭყონდიდის ეპისკოპოსი აქცია სახელმწიფოს უმაღლეს მოხელედ, რითიც ქრისტიანობას დაუმორჩილა სახელმწიფო, პეტრე I პირიქით მოიქცა, მან გააუქმა პატრიარქობა რუსეთში, სინოდი კი დაუქვემდებარა თავის დანიშნულ ობერ-პროკურორს. ჩემი აზრით, ეს რუსული ავტოკეფალიის უარყოფა, ან მინიმუმ, შეზღუდვა გახლდათ
პეტრე I ბევრ რუსს არ მოსწონს, მან რუსეთი მართლმადიდებლობის გზას ააცილა და ხელოვნურად გააევროპულა, რის გამოც რუსეთი ვეღარ განვითარდა ბუნებრივად და რუსეთში მომხდარი ბევრი კატაკლიზმი ამის ბრალია - ამბობენ ისინი. თუმცა, რუსეთში პეტრე პირველს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და იგი უდიდეს მეფედ ითვლება წმიდა მეფე დავით აღმაშენებელს ყველა ქართველი ეთაყვანება.
აქ გვახსენდება ჭორი იმის შესახებ, რომ პეტრე I ერეკლე ბაგრატიონის (მომავალში ერეკლე I, ნაზარალი ხანი, რომელსაც რუსეთში "ცარევიჩ ნიკოლაის" უწოდებდნენ) უკანონო შვილიაო. ერეკლე ბაგრატიონი იყო რ უსეთის მეფის ალექსი რომანოვის უახლოესი ადამიანი, მისი აღზრდილი "საყვარელი ძე", როგორც უწოდებდნენ. ალექსი რომანოვის მომავალი მეუღლე, ნატალია ნარიშკინა გაიცნო მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. შემდეგ ერეკლე ბაგრატიონი ხელისმომკიდე იყო მეფე ალექსისა და ნატალია ნარიშკინას ქორწილში. ასევე ქორწილის მესტუმრე.1773-1774 წლებში ერეკლე I ცივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან.
თუ ეს ჭორი მართალია, მაშინ დიდი დანაშაული ჩაუდენია ერეკლეს - მან უღალატა პატიოსნებას, მეგობრობას, ქრისტიანობას და ჩაიდინა დიდი ცოდვა. მეორე, ერეკლე ბაგრატიონის ცოდვიანად დაღვრილმა თესლმა საფუძველი ჩაუყარა თუ გააძლიერა იმპერია, რომელიც მას მერე ჩვენი ქვეყნის ჩაყლაპვას ცდილობს.
ისე, თუ პეტრე I მართლაც დავით IV-ის შთამომავალია, მისი ნაკლებად ქრისტიანული საქციელი საქართველოსა და რუსეთის მისიების განსხვავებაშია.
გავიხსენოთ რას წერს დავით აღმაშენებელზე მისი ისტორიკოსი: "რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხორებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვრებისათა აღმოჭვირობად, ვინაითგან... უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდაათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით." ( "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი").
|