საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ლუი XIV - მეფე მზე
ლუი XIV დე ბურბონი "მეფე-მზე" (ფრანგ. Louis XIV de Bourbon "Roi Soleil") (დ. 5 სექტემბერი 1638, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი – გ. 1 სექტემბერი 1715, ვერსალი, საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე 1643-1715 წლებში.

ლუი XIV დაიბადა სენ-ჟერმენის სასახლეში 1638 წლის 5 სექტემბერს. 1661 წელს გარდაიცვალა კარდინალი მაზარინი. 22 წლის ლუი XIV-ის შესახებ საფრანგეთში ძალზე ცოტა რამ იცოდნენ, რადგან კარდინალი მაზარინის დროს ის არ ჩანდა. ფრანგები უკვე მიჩვეულნი იყვნენ იმ აზრს, რომ მათ სამშობლოს მეფე კი არა, პრემიერ-მინისტრი მართავდა. ამდენად ყველას აინტერესებდა თუ ვის დანიშნავდა ლუი XIV პრემიერ-მინისტრად. ყველასათვის მოულოდნელად მეფემ განაცხადა „მე არ მჭირდება პრემიერ-მინისტრი, მე თვითონ ვიქნები საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრი.“

ლუი XIV-ს არ უყვარდა პარიზი. ის მას აგონებდა 1648-1649 წლების აჯანყებას. ამიტომ პარიზიდან 17 კილომეტრის მოშორებით ააგო სასახლეების და ბაღების ქალაქი ვერსალი, საიდანაც მართავდა ქვეყანას.

ლუი XIV იყო ნიჭიერი, მცოდნე და ენერგიული მეფე, მაგრამ თავის თავზე არაჩვეულებრივად შეყვარებული პიროვნება, რომლისათვისაც მეფის ღვთიური და შეუზღუდველი ხელისუფლება უდავო ჭეშმარიტება იყო. ის არავითარ სიამოვნებაზე არ ამბობდა უარს და თვლიდა, რომ მეფის გართობაზე და ფუფუნებაზე უამრავი თანხა უნდა დახარჯულიყო, რათა გამოჩენილიყო სახელმწიფოს სიძლიერე, სიმტკიცე და კეთილდღეობა. „ჩემთვის ყველა ხარჯი აუცილებელია“ - უყვარდა თქმა ლუი XIV – „მეფე მზეს,“ როგორც მას უწოდებდნენ. იგი ევროპული თვითმპყრობლის საუკეთესო ნიმუში იყო.

 "მეფე მზე" სახელმწიფო მართვის ცენტრს წარმოადგენდა და როგორც თავად ამბობდა მის (მზის) გარშემო უნდა ეტრიალათ სახელმწიფო უწყებებს და მათ მესვეურებს.მანვე 1661 წელს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გააუქმა და როგორც "მეფე-მზემ" იოხუნჯა,თვითონვე გახდა საკუთარი თავის პირველი მინისტრი.როგორც ჩანს,ლუი XIV-ეს ის გარემოება აწუხებდა,რომ ლუი XIII-ის (1601-1643 წლები) დროს მეფის სახელი დაჩრდილა ერთ-ერთმა უდიდესმა კარდინალმა საფრანგეთის ისტორიაში "კარდინალ რიშელიემ".ლუი XIII-ის პირველმა მინისტრმა,ჭკვიანმა და ენერგიულმა კარდინალმა იმ პერიოდისათვის ფაქტობრივად ხელთ იგდო სახელმწიფოს მართვა,რაც ესოდენ აღიზიანებდა მეფე-მზეს".სიმპტომატიურია ის გარემოება,რომ ლუი XIV-ის ეპოქაში საფრანგეთში იწერება პოლიტიკური მოაზროვნის - ბოსსიუეს ტრაქტატი - "საღვთო წერილიდან ამოკრეფილი პოლიტიკური მოძღვრება",რომელშიც ის ამტკიცებდა,რომ მეფის ხელისუფლება ღვთაებრივი წარმოშობისაა.მეფე ღვთის მოადგილეა დედამიწაზე და მისი ხელისუფლება შეუზღუდავია თავისი ბუნებით.ამიტომ მეფის ერთგული ქვეშევრდომობა ყოველი ადამიანის მოვალეობაა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ამის შესახებ ტავად ლუი XIV წერდა:

"საფრანგეთი მონარქიაა და მეფე (მონარქი) მასში მთელ ერს განასახიერებს და მეფის წინაშე თითოეული მხოლოდ ცალკე პიროვნებაა.ამიტომაც მთელი ძალაუფლება,მთელი ძალა თავმოყრილია მეფის ხელში და სამეფოში არ შეიძლება არსებობდეს სხვა ძალაუფლება.გარდა იმისა, რომელიც მეფის მიერ არის დადგენილი".

საფრანგეთში "ბიუროკრატიული ცენტრალიზმი",აღნიშნული მონარქიისათვის აბსოლუტურად დამახასიათებელი მოვლენა გახლდათ და ნათლად არ იყო გამიჯნული ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოების ფუნქციები.

ლუი XIV აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, ცდილობდა საფრანგეთის საზღვრების და გავლენის გაფართოებას, როგორც აღმოსავლეთით ისევე დასავლეთით. მის დროს ფრანგულმა ენამ საერთაშორისო ენის მდგომარეობა მოიპოვა, რაც ნათელყოფდა საფრანგეთის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში.

ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში გამეფდა მისი შვილიშვილი ლუი XV.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq