საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

მასხარის სამოსში დასამარებული სიყვარული - კარდინალი რიშელიე და დედოფალი ანა
georoyal.ge

მათი ისტორია იქცა ფონად, რომელზეც ვითარდება მსოფლიო ლიტერატურის ერთი ყველაზე პოპულარული რომანის სიუჟეტი. „სამ მუშკეტერში“ კარდინალი რიშელიე კეთილშობილი მეგობრების ლამის ყველაზე მთავარ ანტაგონისტად არის გამოყვანილი, რადგან ისინი  იძულებულნი არიან რისკი გასწიონ, რათა მისი ხვანჯებისაგან დაიცვან მშვენიერი დედოფალი ანა ავსტრიელი. თუმცა, შემთხვევითი როდი იყო, რომ  დიუმა თავად აღიარებდა: ისტორია მისთვის არის ოდენ ლურსმანი, რომელზეც ის ჰკიდებს თავის სურათს.

ხოლო როგორ ვითარდებოდა  მოვლენები სინამდვილეში?

საფრანგეთის  გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე არმან ჟან დიუ პლესი დე რიშელიე დაიბადა 1585 წლის 9 სექტემბერს  პარიზის სიახლოვეს  და ისტორიაში შევიდა, როგორც
„წითელი კარდინალი“.

მას უქადიდნენ სამხედრო კარიერას, მაგრამ ბედისწერამ სასულიერო პირის სამოსი  არგუნა. როდესაც ის სამეფო კარის წინაშე წარადგინეს, მისი გონებითა და ორატორული ხელოვნებით მოხიბლულმა მეფემ ის „სული წმინდის“ ორდენით დააჯილდოვა და თავის ეპისკოპოსად დაიდგინა. მომავალი  ჰერცოგის მომხიბვლელობა, სილამაზე და ტალანტი ღირსეულად იყო შეფასებული არა მარტო სამეფო კარის გავლენიანი პირების მიერ, არამედ სეფექალთაგანაც. მან მალე მოიპოვა  საყოველთაო სიყვარული და ბევრი სასარგებლო ნაცნობიც შეიძინა.

მშობლების დაჟინებით მან ქორწილი გადაიხადა როზალია დე როშენუართან, მაგრამ მათი რჩეული აღმოჩნდა უშნო, კუზიანი და სხვა არავითარ გრძნობას, თუ არა სიბრალულს, მეუღლეში არ იწვევდა. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ერთმანეთს მიმოწერით უკავშირდებოდნენ.

სამეფო კარზე რიშელიეს მუსუსის სახელი ჰქონდა  და მას მართლაც მრავალი ფარული კავშირები   გააჩნდა. ის თვალში მოსდიოდა თვით მარია მედიჩის და მოგვიანებით, მისმა ვაჟმა,  ჭაბუკმა მეფემ, ლუდოვიკომ ეპისკოპოსი რიშელიე სულიერ მოძღვრად მოუვლინა თავის ახალგაზრდა მეუღლეს - ანა ავსტრიელს.

დედოფალი ანა თავს უბედურად მიიჩნევდა განმარტოებული და თავის თავში ჩაკეტილი მეუღლის ხელში. მეფე არანაირ  ძალისხმევას არ მიმართავდა ესპანელ მეუღლესთან დასაახლოებლად და ისიც   სულ მუდამ მოწყენილი და დარდიანი იყო.

რიშელიემ ყოველივე ეს გულისხმაჰყო  და არ გაუშვა ხელიდან შანსი,  საკუთარ სამშობლოზე ნოსტალგიის მქონე  უცხოელი ქალის გულის მოსაგებად. იგი   სულ მალე გადაიქცა მის წრფელ და კეთილ მეგობრად. მადლიერების ნიშნად ახალგაზრდა დედოფალმა გული გადაუხსნა და  გაანდო მას  ყველაზე დაფარული საიდუმლონი, ხოლო ლოველასი-ეპისკოპოსი უყვებოდა მას თავისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ და აზიარებდა გრძნობადი სიყვარულის საიდუმლოს.      

მალე ქვეყნის ყველაზე ცნობილმა მექალთანემ გააცნობიერა, რომ  თავდავიწყებით და უიმედოდ არის შეყვარებული  ახალგაზრდა დედოფალზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ  მას, ვისთვისაც  სულ იოლი იყო ნებისმიერი დიდგვაროვანი და მდიდარი ქალის ცდუნება, ყველაზე ლამაზი ქალი, დედოფალი ანა არ წყალობდა - მის გრძნობებს არ იზიარებდა. თავისი სულიერი მოძღვრის მიმართ  ესპანელ დედოფალს  ჰქონდა მხოლოდ მეგობრული გრძნობა  და მისი სასიყვარულო  ვნებათაღელვა  მიაჩნდა მომხიბლავ და  სახალისო თამაშად.

სიყვარულისგან თავბრუდახვეული რიშელიე კი თავის რჩეულს სწერდა  წერილებს, უძღვნიდა ლექსებსა და ოდებს და ყველაფრისათვის მზად იყო, ოღონდ მისი გრძნობა გაეზიარებინათ. მისი მდგომარეობით ისარგებლა იმ დროის მთავარმა ინტრიგანმა და დედოფალ ანას მეგობარმა მადამ დე შევრეზმა. მან შესთავაზა ანას, შეხუმრებოდნენ უიმედო მიჯნურ კარდინალს და მისი თანხმობით, „ფარულად“ ამცნო რიშელიეს, რომ ანა მხოლოდ იმ შემთხვევაში უპასუხებდა მის გრძნობებს, თუ ის  მის წინაშე წარდგებოდა მასხარის სამოსითა და ეჟვნიანი ჩაჩით და უცეკვებდა სარაბანდას.

გახარებული რიშელიე ანას ოთახში ეახლა ამ სამოსითა და ვარდით და მთელი საათის განმავლობაში ართობდა სიმღერითა და ცეკვებით. მაგრამ, როდესაც ოთახის გამყოფი ფარდის მიღმა გაისმა ფხუკუნი და ხითხითი, მაშინღა მიხვდა, რომ  მართლაც მასხარად აიგდეს  და ახლა მის შეშლილობას თვალს ადევნებდა არა მხოლოდ ის, ვისაც ემისამართებოდა მთელი მისი ტაკიმასხარობა. ანა დედოფალსა და მის ფრეილინებს მიეცათ კარგი გართობის საშუალება.

აი, სწორედ ეს იყო მიზეზი რიშელიესა და დედოფალს შორის შავი კატის გარბენისა.

მათი კონფრონტაცია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ანამ თავისი გული მიუძღვნა ბრიტანეთის დესპანს, ჰერცოგ ჯორჯ ვილიერს ბეკინგემს. ეჭვიანი რიშელიე არათუ მხოლოდ ცდილობდა მათი ურთიერთობისთვის ხელის შეშლას, არამედ არცთუ წარუმატებლად აქეზებდა საკუთარი ცოლის წინააღმდეგ ეჭვიანსა და სუსტი ნებიყოფის ლუდოვიკო XIII-ს.

ანა ავსტრიელიც არ დარჩა ვალში და მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ რიშელიე თავის მრჩევლად და საფრანგეთის კარდინალად დაამტკიცა, იგი მონაწილეობას იღებდა ყველა იმ შეთქმულებაში,  რომლებიც კი ეწყობოდა პირველი მინისტრის წინააღმდეგ.

მათი ურთიერთობა აღარ გამოსწორებულა თვით კარდინალის სიკვდილამდე.

    

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq