ოლდენბურგების დინასტია (დან Oldenborgske slægt, გერმ
Haus Oldenburg) — გერმანული წარმოშობის საგვარეულო, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა
ქვეყნებში
მეფობდნენ.
ოლდენბურგთა
პირდაპირი
ხაზი
1448-1863 წწ
დანიაში
მეფობდა,
1523 წლამდე
კი
დანიის
პირად
უნიაში
შვედეთი
და
ნორვეგიაც
ერთიანდებოდნენ
(კალმარის
უნია),
ხოლო
1814 წლამდე
დანია-ნორვეგიის
უნიას
უდგნენ
სათავეში.
ოლდენბურგების მამრობითი ხაზით შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ
უკანასკნელი
რომანოვები
(1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ, გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული
და
ბერძნული
შტო,
ბერძენი
გლუქსებურგებიდან
კი
მაუნთენბერი-უინძორების
ბრიტანული
განშტოება
(ელისაბედ
II შვილებით
დაწყებული).
საგვარეულოს ისტორია
დინასტიის ისტორია ჩრდილოეთ გერმანიის ოლდენბურგის საგრაფოს მმართველი გრაფების საგვარეულოდან იწყება. ოლდენბურგების
დიდჰერცოგული
სახლის
პირველი
ცნობილი
წინაპარი
მატიანეში
1091 წელს
ნახსენები
ეგილმარი
იყო,
ლერიგაუს
გრაფი
(გ.
1108). მისი
ვაჟი
გერმანიის
ჩრდილო-დასავლეთით,
ჩრდილოეთის
ზღვის
სანაპიროზე
მდებარე
ოლდენბურგის
გრაფი
გამხდარა;
გვარის
საგრძნობი
ამაღლება
XV საუკუნეში
დაიწყო,
როდესაც
ეგილმარის
შთამომავალი
გრაფი
დიტრიჰ
ბედნიერი
შლეზვიგ-ჰოლშტეინის
ჰედვიგის
ჰერცოგ
გერჰარდ
VI ქალიშვილზე
დაქორწინდა.
მათი
უფროსი
ვაჟი
ქრისტიანი
ბიძამისის,
შლეზვიგ-ჰოლშტეინის
ჰერცოგ
ადოლფ
VIII თანადგომით
1448 წელს
დანიის
მეფედ
აირჩიეს,
1450 წელს
კი
ნორვეგიის,
ხოლო
1460 წლის
მერე,
ანუ
ადოლფის
გარდაცვალების
შემდეგ,
მისი
საჰეროგოს
მმართველადაც.
მან
დაუდო
დანიურ
სამეფო
დინასტიას
სათავე,
რომელიც
1863 წელს
მეფე
ფრიდრიხ
VII გარდაცვალებით
დასრულდა.
|