საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

შვილის სიკვდილით გულმოკლული ალფონსო VI

ალფონსო VI (ესპ. Alfonso VI) (1040 - 1 ივლისი 1109) — კასტილიის მეფე 1072-1109 წლებში. ფერდინანდ I-სა და სტანცია ლეონელისვაჟი. იქორწინა აგნესა აკვიტანელზე, აკვიტანიის ჰერცოგ ვილჰელმ VI-ის ასულზე, 1081 წელს კონსტანცია ბურგუნდიელზე,ბურგუნდიუს ჰერცოგ რობერ I-ის ასულზე, რომელიც გარდაიცვალა 1092 წელს, და ზაიდაზე, სევილიის ემირის ასულზე.


მამის გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ მემკვიდრეობით მიიღო ლეონი და ასტურია. 1067 წელს დაიწყო ომი მასსა და მის უფროსი ძმის სანჩო II-ს შორის; ამ უკანასკნელმა იგი ორჯერ დაამარცხა ლიანტანდესა და გალპეხარის ბრძოლებში. მეორე ბრძოლის შედეგად ალფონსო ტყვედ ჩავარდა და ძმამ იგი ერთ-ერთ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ალფონსომ გაქცევა მოახერხა და თავი ტოლედოს ამირას შეაფარა. 1072 წელს სანჩოს გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ ჩუმად დატოვა ტოლედო და გამოცხადდა კასტილიის მეფედ. უმცროსი ძმა, გარსია, რომელიც გალისიის მეფე იყო, მან მოტყუებით შეიპყრო და მის სიკვდილამდე დამწყვრეული ყავდა. ამრიგად ალფონსომ ხელში ჩაიგდო მამის მთელი სამეფო: კასტილია, ლეონი და გალისია.


ალფონსომ ისარგებლა იმით, რომ სევილიის ამირა ალ-მუტამიდი გარსიას ეხმარებოდა, და ომი გამოუცხადა მას. ამირამ  ქრისტიანთა შემოსევა თავიდან დიდი ხარკის გადახდით აიცილა. 1082 წელს ალფონსომ მაჰმადიანებს ბრალი დასდო ხარკის დაგვიანებაში და ალყა შემოარტყა სევილიას, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. ცოტა ხნ

ის შემდეგ ტოლედოელებმა ქალაქიდან გააგდეს ამირა ალ-კადირი.1084 წელს ალფონსომ მას დაუბუნა ტოლედო, რის სანაცვლოდაც გაუზარდა ხარკი და რამდენიმე ციხესიმაგრე მოსთხოვა. შემდეგ წელს ალფონსო დიდძალი ლაშქრით ტოლედოს მიადგა. ხანმოკლე ალყის შემდეგ აკ-კადირი დანებდა. 1085 წლის 25 მარტს ალფონსო საზეიმოდ შევიდა ვესტ-გუთების ძველ დედაქალაქში.


ალფონსოს წარმატებებით შეშინებულმა ამირებმა დახმარება სთხოვეს აფრიკელი ალმორავიდების მეთაურს იუსუფს. 1086 წლის ოქტომბერში, სილაკასთან ბრძოლაში, მან სასტიკად დაამარცხა ალფონსო. ქრისტიანებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 1090 წელს ალმორავიდებმა კასტილიელები აიძულეს დაეტოვებინათ ტოლედო. 1108 წელს იუსუფის ვაჟმა ალიმ დაამარცხა კასტილიელები უკლესის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიღუპა სანჩო, ალფონსოს ერთადერთი ვაჟი. ამ დანაკარგმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იგი ავად გახდა და მალე გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq