პიპა მიდლტონი, კემბრიჯის ჰერცოგინიას და იწყებს კულინარული კრიტიკოსის კარიერას. ჟურნალ „Waitrose Kitchen“-ის აპრილის ნომრის გარეკანს ამშვენებს 29 წლის პიპას ფოტო და ამ ნომერში არის მისი სვეტი კვების შესახებ. ჟურნალი გეგმავს პიპას სვეტის მუდმივ რუბრიკად დამკვიდრებას. მისი სათაური იქნება: „ნადიმი პიპასთან პარასკევ საღამოს“. პიპა გატაცებით ისაუბრებს კვებისა და გართობის შესახებ. „ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ“ - სიხარულით განმარტავს ახალ საქმიანობასთან თავის დამოკიდებულებას ავტორი. „იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად დაღლილი ვარ, როდესაც დგება პარასკევის „ლანჩის“ჟამი, მეუფლება დასვენების დღეებთან დაკავშირებული აღტყინება“, - აღნიშნავს პიპა - „პარასკევი - ეს არის უქმეების წინაპირობა და ჯერ კიდევ შორს არის ორშაბათის დადგომის მელანქოლია. ჩვენ ნამდვილ თავისუფლებას ვგრძნობთ და ამდენად, სწორედ პარასკევი და არა შაბათი არის სწორედ ნადიმის შესაფერისი დრო“. ძნელია, ალბათ, შეედავო დედოფლის დას! |