ნორვეგიის სამეფო ოჯახი სააღდგომო არდადეგების გასატარებლად მატარებლით გაემგზავრა აგარაკზე. მათი საზამთრო აგარაკი მდებარეობს სიკილსდალენის ხეობაში, ნორდ ფრონის მუნიციპალიტეტში, ჯოთუნჰეიმენის ხეობაში, სამხრეთ ნორვეგიაში და არის ნაწილი სკანდინავიის მთაგრეხილისა. ხეობა უერთდება ცნობილ ეს იქ 1900-1902 წლებში ააშენეს კოტეჯები, რომელსაც "პრინცის კოტეჯი" ეწოდა (Prinsehytta). ეს კოტეჯი სამეფო ოჯახის კერძო საკუთრებაა. კოტეჯი ხისგანაა აშენებული, და ძირითადად გადახურულია თივით, ტრადიციულ ნორვეგიულ სტილში. სამეფო ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს ძალიან უყვართ იქ ყოფნა. წელს დასასვენებლად ვერ გაემგზავრა ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ჰოკონის მეუღლე, კრონპრინცესა მათე-მარიტი, რომელიც ახლა ნორვეგიის ბიზნეს ცენტრში სწავლობს. |