საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მაისში გაიმართება ლუქსემბურგის პრინც ფელიქსისა და კლერ ლადამახერის ქორწინება
georoyal.ge

მაისი შუა რიცხვებში გერმანიში, ჰასენში, X საუკუნის კიონიგშტაინის ციხე-ქალაქში გაიმართება ლუქსემბურგის პრინცის ფელიქსისა და კლერ ლადამახერის ჯვრისწერა. ეს ცერემონია არ იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და გრანდიოზული, როგორც პრინც ფელიქსის უფროსი ძმის, პრინც გიიომის ქორწინება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიმართა, ვინაიდან პრინცი ფელიქსი არ არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე. 

ქორწილში მხოლოდ ნათესავები და მეგობრები არიან მიპატიჟებულნი. ხარჯებს  ლადამახერებისა და ჰერცოგის ოჯახები თანაბრად გაიყოფენ.

ქორწინების მერე, წყვილი ალბათ რომში იცხოვრებენ, რათა სწავლა განაგრძონ იქ.

როგორც Georoyal.ge-ს მკითხველს ადრე ვუამბეთ, პრინცი ფელიქსი შარშან საქართველოს სტუმრობდა, თავის მეგობარ ნიკოლოზ (ლელიო) ორსინისთან ერთად, რომელიც ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟია. პრინცი დაინტერესდა ქართული კულტურით და ქართული ღვინოც მოეწონა.

 პრინცი ფელიქსი დაბადებულია 1984 წელს. იგი გატაცებულია სპორტით. სწავლობდა ლუქსემბურგის საერთაშორისო სკოლაში. შემდეგ შვეიცარიაში კოლოჯში, მერე კი სამეფო სამხედრო აკადემიაში Sandhurst.

2009 წლიდან რომში შეისწავლიდა ბიოეთიკას (ბიოეთიკა არის ეთიკის ის სფერო, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილ მორალურ პრობლემებს. ბიოეთიკა იკვლევს როგორც გარემომცველ ბუნებას და
ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან, ასევე სვამს საკითხს, რამდენად ყველა ერთად მართებულია ადამიანის ქცევა მათ მიმართ).

ლუქსემბურგის მონარქისტული სახელმწიფოს ტერიტორია ძალიან პატარაა, მხოლოდ 2 587 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 500 000 ადამინაზე ნაკლები. ლუქსემბურგის საჰერცოგოს სახელმწიფო მეთაურია დიდი ჰერცოგი ჰენრი, რომელიც ტახტზე ავიდა 2000 წლის 7 ოქტომბერს, მას მერე, რაც მისი მამა, დიდი ჰერცოგი ჟანი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო. 

ეს პატარა ქვეყანა მოქცეულია ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 1949 წლიდან საჰერცოგო ნატოს წევრია.

მომავალი პრინცესას ბიოგრაფია ჯერ ცნობილი არ არის. იმედია, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სასახლე მალე გამოაქვეყნებს ცნობებს მის შესახებ. და ქართველი მკითხველი უფრო ახლოს გაიცნობს კიდევ ერთ „კონკიას“.
კიონიგშტაინის ციხე
კიონიგშტაინის ციხე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
29 მაისი - ხსენება ნეტარი მუზა ქალწულისა (V) და წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატთმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში. ნეტარი მუზა ქალწული ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა.
gaq